თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 23:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2244,
კომენტარები: 13
"კამპ ნოუ" დიდებული სტადიონია"
ოლემ "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ოლე გუნარ სოლსკიაერმა კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

-რას ნიშნავს "კამპ ნოუ" თქვენთვის?
-"კამპ ნოუზე" გატარებული ფინალი ყველაზე დიდებული ღამეა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთვის, ყველასთვის, ეს დაუჯერებელი საღამო იყო. "ნოუ კამპი" დიდებული სტადიონია. იმ წელს ჩვენ "ბარსელონას" ჯგუფურ ეტაპზეც შევხვდით. ორივე თამაში ჯამში 3-3 დასრულდა. დიდებული თამაში გველის წინ."

-თქვენი აზრით, "იუნაიტედი"-"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საკადრისი მატჩი იქნება?
-"დიახ, და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მთელი დიდებულების გამოვლენა იქნება. ჩვენ დიდ კლუბებთან დიდი მატჩები გვჭირდება. ჩვენ მათთან 2009 და 2011 წლების ფინალებში ვითამაშეთ. ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის ნახევარფინალიც, სადაც სქოულზმა დაუჯერებელი გოლი გაიტანა. ამ თამაშს ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის და მოუთმენლად ველით ჩვენც."

-პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზეა", რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი თქვენთვის?
-"გულწრფელად, რომ გითხრათ მე მწრთვნელების 99%-ისგან განსხვავებული მიდგომა მაქვს. პირველი მატჩი ყოველთვის სახლში მირჩევნია და მეორე მატჩი გასვლაზე, ისევე როგორც პსჟ-სთან. თუ სახლში კარგ შედეგს დავდებთ, მაშინ გასვლაზე ნებისმიერთან ჩასვლა და ტკივილის მიყენება შეგვიძლია, ისევე როგორც პარიზელებთან ვიმოქმედეთ."

-"ბარსელონას" რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ იცნობთ? პიკეს, მაგალითად.
-"პიკეს, დიახ. მე მასთან ერთად რეზერვებში ვითამაშე 2006 წელს. სწორედ მე და მან მოვახერხეთ "ტოტენჰემის" კარის დალაშქვრა. მგონი მხოლოდ მას ვიცნობ. რამდენიმე ვარჯიშიც ჩაგვიტარებია ერთად. რა თქმა უნდა, მისი ნახვა გამიხარდება."

-ალბათ, ეს ის მატჩია, რომელზეც მუდმივად იფიქრებთ, ტაქტიკებს დაალაგებთ, განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებთ...
-"ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ყოველთვის ჩემს გონებაში იტრიალებს, მუდმივად მასზე გამეფიქრება, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მაგალითად, ახლა "ვულვზის" წინააღმდეგ გვიწევს თამაში. დიდებული მატჩი ელით მათ და დიდებული მატჩი გველის ჩვენ. ჩვენ თუ ამ მატჩებს არასერიოზულად მივუდგებით, მაშინ მაისში ტიტულის გარეშე მოგვიწევს ყოფნა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თამაშს მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ და ამ მატჩს სხვა მატჩებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ მივცეთ."

-იმ მატჩის შემდეგ "ნოუ კამპზე" დაბრუნებულხართ?
-"ერთხელ ჩემს ბიჭთან ერთად ელ კლასიკოს საყურებლად ვიყავი. ეს სწორედ "კარდიფის" დატოვების შემდეგ და "მოლდეში" გადასვლამე პერიოდში მოხდა. თავისუფალი დრო მქონდა, რომლებსაც შვილებთან ერთად ვატარებდი. ძალიან კარგი დღე იყო, ყველამ ვისიამოვნეთ."
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: sandroo
15 მარტი 2019 23:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
აბა შენიცი უნდა აჯობო ვალვერდეს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2019 23:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თან რა სიმბოლურ დროს უწევს, 20 წლის თავზე, იმავე სტადიონზე, უკვე მწვრთნელის ამპლუაში :)
0
№3
ავტორი: ROUCH
15 მარტი 2019 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
გაიხსენებს ახალგაზრდობას , კატალონიაში ჩასვლის დროს სულშერი.
0
№4
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2019 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მჯერა სოლსკიაერთან ერთად გუნდის წარმატების love am
0
№5
ავტორი: shotkin
16 მარტი 2019 00:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ზოგადად შეუძლებელი არაფერი არ არის მითუმეტეს სპორტში და არავის არ ეგონოს რო ცაში დავფრინავთ ან ოცნება ჩვენი არარეალურია, უბრალოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ გავიდეთ და ვისიამოვნოთ თამაშით გაიღოს ყველამ მაქსიმუმი და დანარჩენი უკვე ბედ იღბალს მივანდოთ დაე გაიმარკვოს ძლიერმა ჯამში წაგებაც არის და წაგებას ისევე როგორც მოგებაც და მოგებაც უბრალოდ გააჩნია ამას როგორ გააკეთებ მთავარია ღირსეულად წარმოაჩინო თავი, მინდა ვნახო ბრძოლა მონდომება ჟინი და თავდადება რაც ოლეს მანჩესტერს არ ეშლება და აშკარად იგრძნობდა და არის და გვაქვს, დანრჩენზე არ ვნერვიულობ საერთოდ რაც გინდა ის მოხდეს, ამ გუნდს ესეთი დონის თამაშები უნდა ქნდეს ხშირად მოენატრა ოლდ ტრაფორდს ასეთი დონის მატჩები და იმედია მაგარ ფეხბურთს ვიხილავთ. გუნდის ლიდერებმა მინდა რო გამოიჩინონ თავი, მინდა რო საუკეთესო ფორმაში იყვნენ პოგბა,მარსიალი,ლუკაუ,რაშფორდი,მატა და ა,შ და ყველაფერი სესაძლებელია, გასაგებია რო ჩვენზე დიდი ხნის წინ შეთამაშებული და შეკრული გუნდია მარა ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს ჩვენც და ახალი ძალავართ და ყოველთვის მოლოდინი გაქ დადებითის ასეთ დროს, წარმატებები ოლეს <<3
1
№6
ავტორი: stepno
16 მარტი 2019 03:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: shotkin

გეთანხმებიიი მეგობაროო. დავამატებ იმას რომ ბარსელონა კიი ძალიან რთული მეტოქეაა მაგრაამ.... ჩემი აზრით ბარსას დაცვას ძალიან დიიდ პრობლემებს შეუქმნით ძალიაან. ბარსას დაცვა არაა იუვეს ან თუნდაც ამჟამინდელი ლივერის დაცვა თუნდაც სიტის. კიი ძლიერიი გუნდიაა შეტევაში მესი ყავთ მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებენ თავის პიკეიანათ ასე რომ გოლებს გავიტანთ და საბოლოო ჯამში დეხეას წვლილი იქნება დიდი 2 მატჩიან დუელის მოგებაში და მოვიგებთ კიდეც
1
№7
ავტორი: Giogiorgi
16 მარტი 2019 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
უნდა გავხადოთ ბარსა ეს შეგვიძლია
0
№8
ავტორი: Buk777
16 მარტი 2019 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
აი ბარსელონა გააგდე და მერე გამოვარდეთ სოლს და გული მიგრძნობს ამას გააკეთებენ დაამხობენ მესის საქათმეს
0
№9
ავტორი: Smoke - N
16 მარტი 2019 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ამასაც თუ გავცდით მერე უკვე უნდა დადონ თასი უეჭველი და რისიც მე მჯერა წელს ლიგა ჩვენია ბიჭებო აი ნახეთ თუ არ აიღონ წელს თასი და გილოცავთ ლიგის თასს gun2 am manutd ბევრს შეიძლება გაეცინოს მარა მე მჯერა და დაიმახსოვრეთ am ეს წითლები არიან
0
№10
ავტორი: ManchesterU
16 მარტი 2019 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
იმედია ავაწიოკებთ ბარსას დაცვა კაპიკად არ ვარგა ნუ არც ჩვენი მაგრამ რავი ვნახოთ გოლები ყველა ვარიანტში უნდა გავიტანოთ ერთი სიტყვით ძალიან დიდი მატჩების მოლოდინში ვართ ბიჭებო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top