თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 23:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2245,
კომენტარები: 13
"კამპ ნოუ" დიდებული სტადიონია"
ოლემ "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ოლე გუნარ სოლსკიაერმა კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

-რას ნიშნავს "კამპ ნოუ" თქვენთვის?
-"კამპ ნოუზე" გატარებული ფინალი ყველაზე დიდებული ღამეა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთვის, ყველასთვის, ეს დაუჯერებელი საღამო იყო. "ნოუ კამპი" დიდებული სტადიონია. იმ წელს ჩვენ "ბარსელონას" ჯგუფურ ეტაპზეც შევხვდით. ორივე თამაში ჯამში 3-3 დასრულდა. დიდებული თამაში გველის წინ."

-თქვენი აზრით, "იუნაიტედი"-"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საკადრისი მატჩი იქნება?
-"დიახ, და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მთელი დიდებულების გამოვლენა იქნება. ჩვენ დიდ კლუბებთან დიდი მატჩები გვჭირდება. ჩვენ მათთან 2009 და 2011 წლების ფინალებში ვითამაშეთ. ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის ნახევარფინალიც, სადაც სქოულზმა დაუჯერებელი გოლი გაიტანა. ამ თამაშს ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის და მოუთმენლად ველით ჩვენც."

-პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზეა", რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი თქვენთვის?
-"გულწრფელად, რომ გითხრათ მე მწრთვნელების 99%-ისგან განსხვავებული მიდგომა მაქვს. პირველი მატჩი ყოველთვის სახლში მირჩევნია და მეორე მატჩი გასვლაზე, ისევე როგორც პსჟ-სთან. თუ სახლში კარგ შედეგს დავდებთ, მაშინ გასვლაზე ნებისმიერთან ჩასვლა და ტკივილის მიყენება შეგვიძლია, ისევე როგორც პარიზელებთან ვიმოქმედეთ."

-"ბარსელონას" რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ იცნობთ? პიკეს, მაგალითად.
-"პიკეს, დიახ. მე მასთან ერთად რეზერვებში ვითამაშე 2006 წელს. სწორედ მე და მან მოვახერხეთ "ტოტენჰემის" კარის დალაშქვრა. მგონი მხოლოდ მას ვიცნობ. რამდენიმე ვარჯიშიც ჩაგვიტარებია ერთად. რა თქმა უნდა, მისი ნახვა გამიხარდება."

-ალბათ, ეს ის მატჩია, რომელზეც მუდმივად იფიქრებთ, ტაქტიკებს დაალაგებთ, განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებთ...
-"ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ყოველთვის ჩემს გონებაში იტრიალებს, მუდმივად მასზე გამეფიქრება, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მაგალითად, ახლა "ვულვზის" წინააღმდეგ გვიწევს თამაში. დიდებული მატჩი ელით მათ და დიდებული მატჩი გველის ჩვენ. ჩვენ თუ ამ მატჩებს არასერიოზულად მივუდგებით, მაშინ მაისში ტიტულის გარეშე მოგვიწევს ყოფნა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თამაშს მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ და ამ მატჩს სხვა მატჩებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ მივცეთ."

-იმ მატჩის შემდეგ "ნოუ კამპზე" დაბრუნებულხართ?
-"ერთხელ ჩემს ბიჭთან ერთად ელ კლასიკოს საყურებლად ვიყავი. ეს სწორედ "კარდიფის" დატოვების შემდეგ და "მოლდეში" გადასვლამე პერიოდში მოხდა. თავისუფალი დრო მქონდა, რომლებსაც შვილებთან ერთად ვატარებდი. ძალიან კარგი დღე იყო, ყველამ ვისიამოვნეთ."
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
16 მარტი 2019 14:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჩვრნ ბარსაზე ნაკლები არ გვეკადრებოდა მანამდეც დავწერე ეს აზრი.კენჭისყრა აფ მიყურებია მაგრამ დარწმუნებული ვარ სიტის ან პორტუ შეხვდა ან აიაქსი lol
0
№12
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2019 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi ole sheni imedi gvaq❤️
0
№13
ავტორი: makaveli
16 მარტი 2019 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Buk777
აი ბარსელონა გააგდე და მერე გამოვარდეთ სოლს და გული მიგრძნობს ამას გააკეთებენ დაამხობენ მესის საქათმეს

ბარსელონა რო გააგდოს მერე ლივერპულთან გვიწევს თამაში და ლივერპულთან გამოვარდნას ბევრად მირჩევნია ბარსასთან გამოვვარდეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top