თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2019, 00:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2744,
კომენტარები: 16
ოლე გუნარი: "წაგება არ დაგვიმსახურებია"
ოლე გუნარ სოლსკიაერი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარი:
ოლე გუნარ სოლსკიაერი დღევანდელი შედეგით იმედგაცრუებული დარჩა. მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი წააგო. თუმცა ნორვეგიელის განცხადებით, ფეხბურთელებმა ძალიან კარგი მატჩი აჩვენეს და თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილია.

დამარცხება არ დაგვიმსახურებია.

"ჩვენ ძალიან ნელა დავიწყეთ, თითქოს ისევ ოთხშაბათ საღამოში ჩავრჩით. ჩვენ ძალიან ბევრი შანსი არ გამოვიყენეთ. მაგრამ ვერ იტყვით, რომ ამ თამაშში წაგება დავიმსახურეთ. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. მინიმუმ ხუთი დიდი შანსი გვქონდა, ორჯერ ბურთი ხარიხას გავარტყით."

"დღეს ბევრად უფრო მეტი შანსი შევქმენით, ვიდრე ინგლისის თასზე, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ჩვენ დღეს უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. როდესაც პირველი გოლი გაგვიტანეს, მაგის შემდეგ მატჩი სხვანაირად წავიდა. თამაშის ხარისხი კარგი იყო, თუმცა შედეგი იმედგამაცრუებელი გახლდათ."

თავის ამატკივებელი შედეგი.

"აქ თავის ატკივებაზე არ არის საქმე. ასეთი რამეები ხდება. უკვე აღვნიშნე, რომ კარებს ორჯერ გავარტყით ბურთი და ოთხი თუ ხუთი იდეალური შანსი გვქონდა. დღეს არც დე ხეას გაუკეთებია რაიმე განსაკუთრებული სეივი. მათ პენალტი დაუდეს, რომლის ნახვითაც დარწმუნებული ვარ, რომ თავად მსაჯიც იმედგაცრუებული იქნება. ტელევიზორში კიდევ ერთხელ ვუყურე და, ჩემი აზრით, ეს პენალტი არ იყო."

არის დე ხეა იმედგაცრუებული?

"ის იმედგაცრუებულია ყოველტვის, როცა გოლს უშვებს, რადგან ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბურთი ძალიან უცნაურად დატრიალდა და მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხრისკენ წავიდა. ძალიან კარგად დარტყმული ბურთი იყო. ეს ერთადერთი დარტყმა იყო, რომელიც მათ პირველ ტაიმში განახორციელეს."

"ჩვენ მას შანსი მივეცით, რომ ბურთი მოერგო და კარგად დაერტყა. ძალიან ნელები ვიყავით. პირველი 15-20 წუთი ძალიან ნელები ვიყავით და სწორედ ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. ისინი წნეხის ქვეშ არ მოგვიქცევია და დროც ჰქონდათ გოლის გასატანად."

"არსენალის" პენალტი.

"არ ვფიქრობ, რომ ეს პენალტი იყო. ეს გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტის განმეორებით ყურების შემდეგ იმედგაცრუებული დარჩება, რადგან ეს პენალტი არ იყო."

ტაქტიკის შეცვლა მატჩის განმავლობაში.

"ჩვენ მთლიანად წინ უნდა გადავსულიყავით, რათა მომენტები შეგვექმნა. მაგრამ ეს ბოლომდე ვერ მოვახერხეთ. ბევრი არაფერი შეგვიცვლია. ეს ის მომენტია, როცა ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ამ მომენტს და უბრალოდ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ "ვულვზისთვის". ეს დიდებული მატჩია და ამ დღეს მოუთმენლად ველით."

ტრავმები და დატვირთული გრაფიკი.

"ჩვენ ეს საერთოდ არ გვაწუხებს. დღევანდელ მატჩში, უბრალოდ, პირველმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი. შემდეგ ჩვენ ცოტათი უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, ვიდრე ისინი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე დიდებული მომენტი შევქმენით. ხანდახან ესეთი რამეები ფორვარდებს ემართებათ. ყველაზე უკეთ მე ვიცი, რომ ბევრი მომენტი შეიძლება ვერ გამოიყენო."

ჩვენ დავბრუნდებით.

"აქამდე ყველაფერი ფანტასტიკურად მიდიოდა, მაგრამ დღეს ყველაზე ცუდი შედეგი მივიღეთ. ქულები დავკარგეთ და ვერც "ტოტენჰემს" დავეწიეთ. ჩვენ მოგვიგია თამაშები, რომელთა მოგებაც არ დაგვიმსახურებია, მაგრამ დღეს წავაგეთ მატჩი, რომლის წაგებაც არ დაგვიმსახურებია. მე ვუყურე, როგორ ვარჯიშობდნენ ეს ბიჭები, თუ რამდენი შრომა ჩადეს ამ მატჩში... იმედი მაქვს, რომ "ვულვზისთვის" მაქსიმალურად მზად ვიქნებით."
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 მარტი 2019 00:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცუდად არ გვითამაშია კაი მომენტები გვქონდა გამოყენება უნდოდა რა
5
№2
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2019 00:21
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ოთხეულში მაინც შევალთ სეზონის ბოლოს am
4
№3
ავტორი: temo-scholes
11 მარტი 2019 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მარსიალი სასტავში უნდა ყოფილიყო ფრედის მაგივრად... ისე კი ერერა მაგრად გვაკლია ცენტრში
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
11 მარტი 2019 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დაიკიდე ოლე ვულვერხემტონი გავაგდოთ უნდა ეხა ნახევარ ფინალში გავიდეთ ... აბა შენ უცი ოლე დარჩენილი თამაშები მოიგო უნდა <3
1
№5
ავტორი: JuanMata
11 მარტი 2019 00:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ იყო წასაგები თამაში, განსაკუთრებით პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და თავისუფლად შეგვეძლო წინ ვყოფილიყავით შესვენებაზე, მაგრამ წინა ხაზი მომენტებს აფუჭებდა, დაცვიდან კარგად ამოვდიოდით და ცოტა გვიანდებოდა შეტევაზე გადასვლა, მეორე ტაიმში კარგად ჩაკეტეს უფრო სივრცეები და დაცვიდან ითამაშა არსენალმა, პოზიციური შეტევა ისევ პრობლემაა ამ გუნდში, მაგრამ ტემპმა იმატა და ამის ხარჯზე ბევრ მომენტს ვქმნით, დასანანი იყო ეს წაგება, კარგ უპირატესობას მოგვცემდა ცხრილში, მაგრამ რას იზამ, არანორმალურად კარგი შედეგი აქვს იუნაიტედს ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ზაფხულში ბევრი რამე შეიცვლება და უფრო დალაგებული და დაწყობილი დავიწყებთ ახალ სეზონს.


ციტატა: temo-scholes
მარსიალი სასტავში უნდა ყოფილიყო ფრედის მაგივრად... ისე კი ერერა მაგრად გვაკლია ცენტრში


ფრედის მაგივრად როგორ იქნებოდა, ნახევარდაცვაში ჰო არ დადგებოდა. მე იმ ფაქტმა გამაკვირვა, რეშფორდი რომ არ შეცვალა მარსიალმა, აშკარად შესაცვლელი რეშფორდი იყო და არა დალო.
უცნაურად თამაშობს, პასებს აგვიანებს, გარბის, დიდი სისწრაფე აქვს და ასწრებს ყველას, მაგრამ გაუთავებლად გარბის, სადღაც ჰო უნდა გაჩერდეს, ან დაარტყას, ან პასი გააკეთოს. დღეს ნამდვილად ვერ იყო რიგზე, ასევე პოგბამაც ძაან სუსტი თამაში ჩაატარა. ფრედს რაც შეეხება, იმ საეჭვო პენალტს თუ არ ჩავთვლით, ცუდი არ იყო საბოლოო ჯამში. ძაან ტექნიკური და მოძრავი ტიპია.
0
№6
ავტორი: solskjaer
11 მარტი 2019 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ოლე <3 არაუშავს დღეს არ გაგვიმართლა მთავარია გუნდმა იბრძოლა. შედეგი შემდეგ თამაშში მოვა
1
№7
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2019 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
მართლა რამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ:((
0
№8
ავტორი: dybbuk
11 მარტი 2019 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ზუსტად ეგაა საწყენი რომ არ დაგვიმსახურებია წაგება, მაგრამ სულ ვერ მოიგებ, პარიზში თუ იღბალი ჩვენს მხარეს იყო, ეხა უკვე აღარ გაგვიმართლა, ამდენი მომენტიდან რო ვერ შეაგდებ მართლა დაგწყდება კაცს გული, სატურნირო თვალსაზრისით ძაან მნიშვნელოვანი თამაში იყო, 4ში მოხვედრა არც თუ ისე ადვილი იქნება როგორც აქ ბევრ ოპტიმისტს გონია, სამ ტურნირზე ვართ და ლიგის გარეშე დარჩენა სრული კატასტროფა იქნება
3
№9
ავტორი: LASHQARA
11 მარტი 2019 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
კრისტალთან დუბლი არც ისე იოლ თამაშში, საუთჰემპტონთან დუბლი გადარჩენილი 3 ქულა, დადუმებული პარიზი,ლიგის მეოთხედფინალი, მადლობა გლადიატორს ყველა იმ ბედნიერი წუთისთვის რაც გვაჩუქა და ამ ყველაფრის ფონზე, ვერანაირად ვერ უსაყვედურებ ამ კაცს არსენალთან თამაშში, თან ვიცი რომ ლუკაკუ თუ ვერ ითამაშებს და გოლებს ვერ გაიტანს პირდაპირ გეტყვით რომ ვერ შევალთ ოთხეულში, გოლების 70% ლუკაკუმ რეშმა და პოგბამ უნდა შეყარონ, მე მჯერა ამ ტრიოსი + დე ხეას სეივები...love am
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2019 09:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგი თამაში ცუდი შედეგი, არაუშავს მთავარია მომავალ მატჩებში ავიღოთ 3 ქულა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top