თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2019, 00:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 16
ოლე გუნარი: "წაგება არ დაგვიმსახურებია"
ოლე გუნარ სოლსკიაერი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარი:
ოლე გუნარ სოლსკიაერი დღევანდელი შედეგით იმედგაცრუებული დარჩა. მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი წააგო. თუმცა ნორვეგიელის განცხადებით, ფეხბურთელებმა ძალიან კარგი მატჩი აჩვენეს და თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილია.

დამარცხება არ დაგვიმსახურებია.

"ჩვენ ძალიან ნელა დავიწყეთ, თითქოს ისევ ოთხშაბათ საღამოში ჩავრჩით. ჩვენ ძალიან ბევრი შანსი არ გამოვიყენეთ. მაგრამ ვერ იტყვით, რომ ამ თამაშში წაგება დავიმსახურეთ. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. მინიმუმ ხუთი დიდი შანსი გვქონდა, ორჯერ ბურთი ხარიხას გავარტყით."

"დღეს ბევრად უფრო მეტი შანსი შევქმენით, ვიდრე ინგლისის თასზე, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ჩვენ დღეს უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. როდესაც პირველი გოლი გაგვიტანეს, მაგის შემდეგ მატჩი სხვანაირად წავიდა. თამაშის ხარისხი კარგი იყო, თუმცა შედეგი იმედგამაცრუებელი გახლდათ."

თავის ამატკივებელი შედეგი.

"აქ თავის ატკივებაზე არ არის საქმე. ასეთი რამეები ხდება. უკვე აღვნიშნე, რომ კარებს ორჯერ გავარტყით ბურთი და ოთხი თუ ხუთი იდეალური შანსი გვქონდა. დღეს არც დე ხეას გაუკეთებია რაიმე განსაკუთრებული სეივი. მათ პენალტი დაუდეს, რომლის ნახვითაც დარწმუნებული ვარ, რომ თავად მსაჯიც იმედგაცრუებული იქნება. ტელევიზორში კიდევ ერთხელ ვუყურე და, ჩემი აზრით, ეს პენალტი არ იყო."

არის დე ხეა იმედგაცრუებული?

"ის იმედგაცრუებულია ყოველტვის, როცა გოლს უშვებს, რადგან ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბურთი ძალიან უცნაურად დატრიალდა და მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხრისკენ წავიდა. ძალიან კარგად დარტყმული ბურთი იყო. ეს ერთადერთი დარტყმა იყო, რომელიც მათ პირველ ტაიმში განახორციელეს."

"ჩვენ მას შანსი მივეცით, რომ ბურთი მოერგო და კარგად დაერტყა. ძალიან ნელები ვიყავით. პირველი 15-20 წუთი ძალიან ნელები ვიყავით და სწორედ ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. ისინი წნეხის ქვეშ არ მოგვიქცევია და დროც ჰქონდათ გოლის გასატანად."

"არსენალის" პენალტი.

"არ ვფიქრობ, რომ ეს პენალტი იყო. ეს გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტის განმეორებით ყურების შემდეგ იმედგაცრუებული დარჩება, რადგან ეს პენალტი არ იყო."

ტაქტიკის შეცვლა მატჩის განმავლობაში.

"ჩვენ მთლიანად წინ უნდა გადავსულიყავით, რათა მომენტები შეგვექმნა. მაგრამ ეს ბოლომდე ვერ მოვახერხეთ. ბევრი არაფერი შეგვიცვლია. ეს ის მომენტია, როცა ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ამ მომენტს და უბრალოდ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ "ვულვზისთვის". ეს დიდებული მატჩია და ამ დღეს მოუთმენლად ველით."

ტრავმები და დატვირთული გრაფიკი.

"ჩვენ ეს საერთოდ არ გვაწუხებს. დღევანდელ მატჩში, უბრალოდ, პირველმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი. შემდეგ ჩვენ ცოტათი უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, ვიდრე ისინი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე დიდებული მომენტი შევქმენით. ხანდახან ესეთი რამეები ფორვარდებს ემართებათ. ყველაზე უკეთ მე ვიცი, რომ ბევრი მომენტი შეიძლება ვერ გამოიყენო."

ჩვენ დავბრუნდებით.

"აქამდე ყველაფერი ფანტასტიკურად მიდიოდა, მაგრამ დღეს ყველაზე ცუდი შედეგი მივიღეთ. ქულები დავკარგეთ და ვერც "ტოტენჰემს" დავეწიეთ. ჩვენ მოგვიგია თამაშები, რომელთა მოგებაც არ დაგვიმსახურებია, მაგრამ დღეს წავაგეთ მატჩი, რომლის წაგებაც არ დაგვიმსახურებია. მე ვუყურე, როგორ ვარჯიშობდნენ ეს ბიჭები, თუ რამდენი შრომა ჩადეს ამ მატჩში... იმედი მაქვს, რომ "ვულვზისთვის" მაქსიმალურად მზად ვიქნებით."
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
11 მარტი 2019 12:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ზუსტად ეგაა საწყენი რომ არ დაგვიმსახურებია წაგება, მაგრამ სულ ვერ მოიგებ, პარიზში თუ იღბალი ჩვენს მხარეს იყო, ეხა უკვე აღარ გაგვიმართლა, ამდენი მომენტიდან რო ვერ შეაგდებ მართლა დაგწყდება კაცს გული, სატურნირო თვალსაზრისით ძაან მნიშვნელოვანი თამაში იყო, 4ში მოხვედრა არც თუ ისე ადვილი იქნება როგორც აქ ბევრ ოპტიმისტს გონია, სამ ტურნირზე ვართ და ლიგის გარეშე დარჩენა სრული კატასტროფა იქნება

ამ ბოლო ხანებში რაც დავინახეთ არის ის რომ განაცხადში ვინც გვყავს შეყვანილი ყველა ფეხბურთელის გამოყენება შეიძლება და თან კარგადაც, უბრაოდ მთავარია ტრანვიანობა ამხელა სიხშირის აღარ იყოს და 3 ტურნირსაც გავქაჩავთ თავისუფლად. ეს ის შემთხვევა არარის რო 29 კაციან განაცხადში რეალურად იმედებს 15- 16 კაცზე ამყარებდე. კაი გუნდი ვართ მიუხედავად ამ წაგებისა იგრძნობოდა კომბინაციებში და თამაშში რო ხარისხი არის უბრალოდ ლუკაკუმ ბევრი მაზა და ბოლო დამაგვიგვინებელ ფაზაში როცა რამდენჯერმე ძან კაი კომბინაციით წინ გადავედით პოლო საგოლე პასი არ ვარგოდა თორე არც არსენალთან არ წააგებდნენ როგორც მინიმუმ ალბათ ემოციურად გადაიწვა გუნდი პარიზის მერე და ისედაც ყველა თამაშს ვერც მოვიგებდით სადმე უნდა წაეგოთ, 4 ეულში შესვლის ძაან კაი შანსი ეხლაც გვაქ და ლიგაზეც რაცშეიძლება შორსაც სეგვიძლია გასვლა და არაფერი არ გაგვიჭირდება თუ დაბრუნდება ეს ტრანვირებული ხალხი მალე და მერე კიდე ერთიანად 7-8 კაცი არ აილეწება
0
№12
ავტორი: kobinio
11 მარტი 2019 13:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რამდენი გენიოსი ,,ქომაგი,, ზავს მანჩესტერს facepalm 3d_3
0
№13
ავტორი: dybbuk
11 მარტი 2019 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: shotkin

მაგაზე მაქვს ზუსტად აქცენტი მეგობარო რომ ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში შედის ყველა ტურნირი და მაინც და მაინც ამ დროს დაგვაკლდა ხალხი, თან რამდენი. აკადემიის ბიჭებს რაც შეეხება დაგეთანხმები რომ სწორი გამოყენება უნდა და შედეგსაც დადებენ, მაგრამ ისეთ გუნდებთან როგორიც სიტია ან ვინც შეგვხდება ეხა ლიგაზე, რთული იქნება მათ იმედზე ყოფნა და წარმატების მიღწევა, გამოცდილება ძაან დიდ როლს თამაშობს ეგეთ გუნდებთან, ერთმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი. მერე კიდე სანამ ეს დამტვრეული ფეხბურთელები ფორმას აკრეფენ, სანამ მოიხოდებიან, ამდენი დრო არ რჩება ფიზიკურად, ამიტომ ვამბობ გაგვიჭირდებათქო თორე ღმერთმა ქნას რო სულ ჰანდიკაპებით მოვუგოთ ყველას:)))
0
№14
ავტორი: shotkin
11 მარტი 2019 23:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ვიჭირდე

ხო ეგ კი პროსტა იმედია პორტო შეგვხვდება შემდეგ ეტაპზე ცოტ რო ამოვისუნთქოთ :))
0
№15
ავტორი: dybbuk
11 მარტი 2019 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
ვიჭირდე

ხო ეგ კი პროსტა იმედია პორტო შეგვხვდება შემდეგ ეტაპზე ცოტ რო ამოვისუნთქოთ :))

იდეალური ვატიანტი იქნება:)) მაგრამ რატომღაც ბაიერნი შეგხვდება მგონია და 20 წლის წინანდელი უნდა გაუმეოროს ოლემ:)))
0
№16
ავტორი: shotkin
12 მარტი 2019 00:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
ვიჭირდე

ხო ეგ კი პროსტა იმედია პორტო შეგვხვდება შემდეგ ეტაპზე ცოტ რო ამოვისუნთქოთ :))

იდეალური ვატიანტი იქნება:)) მაგრამ რატომღაც ბაიერნი შეგხვდება მგონია და 20 წლის წინანდელი უნდა გაუმეოროს ოლემ:)))

ძაან გაასწორებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top