თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2019, 03:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2889,
კომენტარები: 13
"ყოველთვის მჯეროდა, რომ უკეთესი მწრთვნელი ვიქნებოდი, ვიდრე ფეხბურთელი"
ოლე გუნარი ამ პოზიციაზე "ჩუმად" ოცნებობდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი აღიარებს, რომ "ჩუმად" ეს სამსახური ყოველთვის უნდოდა.

"იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა 366 მატჩში 126 გოლი გაიტანა. ის კლუბსი 1996 წლიდან 2007 წლამე თამაშობდა. "ოლდ ტრაფორდზე" მწრთვნელად მოსვლის შემდეგ კი 17 მატჩიდან 14-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

1999 წელს მან გერმანელების წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა. მისი განცხადებით, ყოველთვის მწრთვნელად ქცევის უფრო სჯეროდა, ვიდრე ტოპ კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბების.
 
"ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში, ჩემთვის, ჩუმად, ყოველთვის მინდოდა ეს სამსახური მქონოდა. მგონი, უფრო მეტად იმის მჯეროდა, რომ კარგ მწრთვნელად ჩამოვყალიბდებოდი, ვიდრე იმის, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდებოდი. მე ფეხბურთელობის დროს გარკვეული მიზანი მქონდა დასახული და ამ მიზნამდე მისასვლელად წლები დამჭირდა."

ოლემ ასევე ფეხბურთელობისას და მწრთვნელობისას გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღებაზე ისაუბრა:

"ვერ გეტყვით, რომელი უფრო სასიამოვნოა, რადგან მსოფლიოში საუკეთესო შეგრძნება ფეხბურთის თამაშია. ეს იყო ჩემი საუკეთესო სამსახური. შენ მხოლოდ შენს თავზე ხარ კონცენტრირებული, შენი საკუთარი ცხოვრების სტილი გაქვს. მიდიხარ ვარჯიშზე აკეთებ იმას, რასაც მწრთვნელი გეუბნება. ვარჯიშობ, ისვენებ, ახალ ძალებს იკრეფ, ყველაფერს აკეთებ, რათა გუნდს მაქსიმალურად დაეხმარო, მწრთვნელის დავალებას მაქსიმალური სიზუსტით ასრულებ და თანაც ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ."

"რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის პიროვნება ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ამგვარი გადაწყვეტილებების მისაღებად ვემზადებოდი. ბავშვობიდანვე როცა ფეხბურთს კომპიუტერში ვთამაშობდი, დიდი მონდომებით ვირჩევდი გუნდს, მერე ვიწერდი, ვალაგებდი. ძველ, კარგ დროს ზიკოს, მარადონასა და ბასტენს ვირჩევდი ხოლმე."


ოლემ პრესკონფერენციისას ახსენა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი თავი მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა. სწორედ ამიტომაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს რას აკეთებს ხოლმე რას აკეთებს ხოლმე განტვირთვის მიზნით.

"მე ძალიან მსიამოვნებს, როცა აქ ვარ. ძალიან მსიამოვნებს ოჯახთან ყოფნაც. როცა აქ არ არიან სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტები, ასე რომ პრობლემა არ არის. ძალიან ენერგიული ვარ და ეს მომწონს."

"მიყვარს სატელევიზიო შოუები, ფილმები და დოკუმენტური გადაცემები. ძველი მუსიკის მოსმენა მსიამოვნებს, განსაკუთრებით ბობ დილანისა და "სტოუნ როუზის" მოსმენა მიყვარს."



წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
10 მარტი 2019 03:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ოლე... ოლე... იმედია ის იქნები რაც გვგონიხარ!!! გულით მიყვარხაარ შენი კარიერიდან და საუბრიდან გამომდინარე იუნაიტედზე მაგრამ მაინც სადღაც გულში რო გიღრღნის რო ეს შედეგი ვაიდა მოურინიოსგან გათავისუფლების სიხარულით გამოწვეული დროებითი წარმატება ხომ არ არის... იმედია ვცდები და ისეთ გენიასთან გვაქ საქმე როგორიც ამ 14 თუ 15 მატჩში წარმოგვიდგა ოლე... ხვალ დიდი ბრძოლა გველის
0
№2
ავტორი: william265
10 მარტი 2019 04:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ფერგიუსონის ავტობიოგრაფიას ვკითხულობდი სადაც ერთმანეთს თავის თავდამსხმელებს ადარებდა... კოულს რუნის ბერბატოვს და სოლსკიაერს.

სოლსკიაერზე ამბობდა, სანამ მოედანზე შევიყვანდი ფურცელზე ყოველთვის რაღაცეებს იწერდა და როცა შედიოდა უკვე იცოდა რა იყო კონკურენტი გუნდის განსაკუთრებით კი მცველების სისუსტეებიო.
იასნად ფერგის ქონდა იმის ალღო რომ სოლსკიაერი ტრენერი გახდებოდა და ახლა ამაყად შეუძლია უთხრას ვუდვარდს რომ წაშალოს სმარტფონში პოჩეტინოს კონტეს და ალეგრის საკონტაქტო მონაცემები.
0
№3
ავტორი: Chaxrux
10 მარტი 2019 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ციტატა: solskjaer
ოლე... ოლე... იმედია ის იქნები რაც გვგონიხარ!!! გულით მიყვარხაარ შენი კარიერიდან და საუბრიდან გამომდინარე იუნაიტედზე მაგრამ მაინც სადღაც გულში რო გიღრღნის რო ეს შედეგი ვაიდა მოურინიოსგან გათავისუფლების სიხარულით გამოწვეული დროებითი წარმატება ხომ არ არის... იმედია ვცდები და ისეთ გენიასთან გვაქ საქმე როგორიც ამ 14 თუ 15 მატჩში წარმოგვიდგა ოლე... ხვალ დიდი ბრძოლა გველის

ისეთი შემადგენლობა ყავს მანჩესტერს რო მთავარია მწვრთნელმა შეტევა ათამაშოს, ამიტომ ოლეს რაღაც აუცილებლად გამოუვა მომავალში...
0
№4
ავტორი: tedore
10 მარტი 2019 09:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რაც არ უნდა მოხდეს, დანიშნავენ გაუშვებენ ესე გააგრძელებს მომავალშიც თუ არა, ოლემ უკვე შეუძლებელი შეძლო და ეს დასაფასებელია. ახალი თაობის გულშემატკივრებსაც შეაყვარა თავი როგორც მწვრთნელმა ვისაც არ უნახავს ის როგორც ფეხბურთელი. მე პირადად არასდროს დამავიწყდება მისი გოლი 1999 წლის ფინალში და ის განცდილი უდიდესი სიხარული და ემოცია, არანაკლები ემოცია გვაჩუქა ამ ადამიანმა ოთხშაბათს მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო ფინალი, მაგრამ ფინალის ტოლფასი გამარჯვება დადო. მადლობა ოლე ყველაფრისთვის
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2019 11:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პირველ რიგში კარგი ადამიანია ოლე, შემდეგ უკვე მწვრთნელი.
0
№6
ავტორი: ikeoni
10 მარტი 2019 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Darwmunebuli var did warmatebas miaxwevs maniustan ertad
0
№7
ავტორი: LASHQARA
10 მარტი 2019 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
გულით ვგულშემატკივრობ პირადად ამ კაცს, რასაც ვკითხულობ და შედეგებით ვხედავ, ისეთი შინაგანი სამყარო აქ მინდა რომ ყველაფერს მიაღწიოს, ეკუთვნის. love am
0
№8
ავტორი: giorgiginturi
10 მარტი 2019 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მხოლოდ მე ვფიქრობ?, რომ ფინალი
იუნაიტედი vs ბაიერნი იქნება? ))
და რაღაც რომ მეორდება და რაღაც_რაღაცას უკავშირდება
0
№9
ავტორი: WeAreUnited
10 მარტი 2019 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: solskjaer
ოლე... ოლე... იმედია ის იქნები რაც გვგონიხარ!!! გულით მიყვარხაარ შენი კარიერიდან და საუბრიდან გამომდინარე იუნაიტედზე მაგრამ მაინც სადღაც გულში რო გიღრღნის რო ეს შედეგი ვაიდა მოურინიოსგან გათავისუფლების სიხარულით გამოწვეული დროებითი წარმატება ხომ არ არის... იმედია ვცდები და ისეთ გენიასთან გვაქ საქმე როგორიც ამ 14 თუ 15 მატჩში წარმოგვიდგა ოლე... ხვალ დიდი ბრძოლა გველის

მე არ ვიცი მოურინიოს წასვლის სიხარული რა არის მაგრამ ტაქტიკურად განსწავლულ ტრენერთან რომ გვაქვს საქმე მაგას არ უნდა ბევრი ბაზარი პირველ თამაშში 3 იძულებითი ცვლილება რომ არ მიგვეღო ოთხშაბათს საქმე სანერვიულოდაც არ გვექნებოდა :)
0
№10
ავტორი: giorgi_mg
10 მარტი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: giorgiginturi
მხოლოდ მე ვფიქრობ?, რომ ფინალი
იუნაიტედი vs ბაიერნი იქნება? ))
და რაღაც რომ მეორდება და რაღაც_რაღაცას უკავშირდება

გამეცინა)))), მაგაზე არც დავფიქრებულვარ, თუმცა უკვე ყველაფერი შესაძლებელია, ეგ ხომ სასწაული იქნება ბავარიას შევხვდეთ ფინალში და ბოლო წუთზე მოვუგოთ )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top