თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2019, 03:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2890,
კომენტარები: 13
"ყოველთვის მჯეროდა, რომ უკეთესი მწრთვნელი ვიქნებოდი, ვიდრე ფეხბურთელი"
ოლე გუნარი ამ პოზიციაზე "ჩუმად" ოცნებობდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი აღიარებს, რომ "ჩუმად" ეს სამსახური ყოველთვის უნდოდა.

"იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა 366 მატჩში 126 გოლი გაიტანა. ის კლუბსი 1996 წლიდან 2007 წლამე თამაშობდა. "ოლდ ტრაფორდზე" მწრთვნელად მოსვლის შემდეგ კი 17 მატჩიდან 14-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

1999 წელს მან გერმანელების წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა. მისი განცხადებით, ყოველთვის მწრთვნელად ქცევის უფრო სჯეროდა, ვიდრე ტოპ კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბების.
 
"ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში, ჩემთვის, ჩუმად, ყოველთვის მინდოდა ეს სამსახური მქონოდა. მგონი, უფრო მეტად იმის მჯეროდა, რომ კარგ მწრთვნელად ჩამოვყალიბდებოდი, ვიდრე იმის, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდებოდი. მე ფეხბურთელობის დროს გარკვეული მიზანი მქონდა დასახული და ამ მიზნამდე მისასვლელად წლები დამჭირდა."

ოლემ ასევე ფეხბურთელობისას და მწრთვნელობისას გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღებაზე ისაუბრა:

"ვერ გეტყვით, რომელი უფრო სასიამოვნოა, რადგან მსოფლიოში საუკეთესო შეგრძნება ფეხბურთის თამაშია. ეს იყო ჩემი საუკეთესო სამსახური. შენ მხოლოდ შენს თავზე ხარ კონცენტრირებული, შენი საკუთარი ცხოვრების სტილი გაქვს. მიდიხარ ვარჯიშზე აკეთებ იმას, რასაც მწრთვნელი გეუბნება. ვარჯიშობ, ისვენებ, ახალ ძალებს იკრეფ, ყველაფერს აკეთებ, რათა გუნდს მაქსიმალურად დაეხმარო, მწრთვნელის დავალებას მაქსიმალური სიზუსტით ასრულებ და თანაც ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ."

"რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის პიროვნება ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ამგვარი გადაწყვეტილებების მისაღებად ვემზადებოდი. ბავშვობიდანვე როცა ფეხბურთს კომპიუტერში ვთამაშობდი, დიდი მონდომებით ვირჩევდი გუნდს, მერე ვიწერდი, ვალაგებდი. ძველ, კარგ დროს ზიკოს, მარადონასა და ბასტენს ვირჩევდი ხოლმე."


ოლემ პრესკონფერენციისას ახსენა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი თავი მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა. სწორედ ამიტომაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს რას აკეთებს ხოლმე რას აკეთებს ხოლმე განტვირთვის მიზნით.

"მე ძალიან მსიამოვნებს, როცა აქ ვარ. ძალიან მსიამოვნებს ოჯახთან ყოფნაც. როცა აქ არ არიან სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტები, ასე რომ პრობლემა არ არის. ძალიან ენერგიული ვარ და ეს მომწონს."

"მიყვარს სატელევიზიო შოუები, ფილმები და დოკუმენტური გადაცემები. ძველი მუსიკის მოსმენა მსიამოვნებს, განსაკუთრებით ბობ დილანისა და "სტოუნ როუზის" მოსმენა მიყვარს."



წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: holandieli mfrinavi
10 მარტი 2019 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ციტატა: giorgiginturi
მხოლოდ მე ვფიქრობ?, რომ ფინალი
იუნაიტედი vs ბაიერნი იქნება? ))
და რაღაც რომ მეორდება და რაღაც_რაღაცას უკავშირდება



ისეც ნუ დაალაგებ დამატებით დროში ავიღოთ თასი
0
№12
ავტორი: LASHQARA
10 მარტი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: giorgiginturi
მხოლოდ მე ვფიქრობ?, რომ ფინალი
იუნაიტედი vs ბაიერნი იქნება? ))
და რაღაც რომ მეორდება და რაღაც_რაღაცას უკავშირდება

გამეცინა)))), მაგაზე არც დავფიქრებულვარ, თუმცა უკვე ყველაფერი შესაძლებელია, ეგ ხომ სასწაული იქნება ბავარიას შევხვდეთ ფინალში და ბოლო წუთზე მოვუგოთ )))

კარგი აზრია მომეწონა lol და წაკითხვისთანავე პირველი აზრი რაც მომივიდა იყო რატომაც არაა love
0
№13
ავტორი: PaLoMo
10 მარტი 2019 19:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
საყურებელი კინკები ჩაყარეთ რა ძმურად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top