თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2019, 20:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2261,
კომენტარები: 13
UEFA-ს ოფიციალური განცხადება პენალტთან დაკავშირებით
საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალური ცნობა.
UEFA-ს ოფიციალური განცხადება პენალტთან დაკავშირებით
UEFA-მ ახსნა ჩემპიონთა ლიგის მატჩში დანიშნული პენალტის მიზეზი შეხვედრის ბოლოს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მეოთხედფინალში გაიყვანა.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა თავდაპირველად კუთხურისკენ გაიშვირა ხელი, თუმცა ვიდეო რეფერიმ მას პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული ეპიზოდის შესახებ აცნობა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე დიოგო დალოს დარტყმული პრესნელ კიმპემბეს მოხვდა ხელზე, რის საფუძველზეც, UEFA-ს განცხადებით, სამართლიანად დაინიშნა მატჩის ბედის გადამწყვეტი პენალტი.

განცხადებაში ნათქვამია: "გამომდინარე იქიდან, რომ მატჩის მიმდინარეობისას მსაჯს ზუსტად არ დაუნახავს მომხდარი, ეს ინციდენტი კი, როგორც VAR-ის პროტოკოლი გულისხმობს, სერიოზული იყო, გაჩნდა ვიდეოგამეორებების განხილვის აუცილებლობა.

ვიდეოგამოერებისას მსაჯი დარწმუნდა, რომ მანძილი, დარტყმიდან ბურთთან შეხებამდე, არ იყო მოკლე, რის გამოც შეხება ვერ იქნებოდა მოულოდნელი.

შეხებისას მცველს ხელი გაშლილი ჰქონდა, რის გამოც მისი სხეულის რადიუსი გაიზარდა, რამაც გააჩერა კარის მიმართულებით წასული ბურთი. ამიტომაც დანიშნა მსაჯმა პენალტი. გადაწყვეტილება სრულიად თავსებადია VAR-ის პროტოკოლთან."


მარკუს რეშფორდმა დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

UEFA მსაჯთა ხელმძღვანელმა რებორტო როზეტიმ სკომინას გადაწყვეტილების მართებულობა ჯერ კიდევ იანვარში დაადასტურა, განაცხადა რა, რომ "თუ მცველი სხეულის დიამეტრს ზრდის და ამის ხარჯზე ბურთს ბლოკავს, ეს წესების დარღვევაა".

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციამ სხეულთან დაკავშირებით საფეხბურთო წესების განმარტებისას ხელით თამაშის ინტერპრეტირება გასულ კვირაში შემდეგნაირად მოახდინა:

თუ ფეხბურთელს ხელი გაშლილი აქვს და ის ბუნებრივ მდგომარეობაში არ არის, მაშინ პენალტი უნდა დაინიშნოს ბურთის ხელზე მოხვედრის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მომდევნო სეზონიდან შემოვა წესი, რომლის თანახმადაც ხელზე შემთხვევით თუ განზრახ მოხვედრილი ბურთის შედეგად გასული ნებისმიერი გოლი გაუქმდება, ხოლო პენალტი დაინიშნება.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
8 მარტი 2019 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1327
კარგი წესია და მე ვემხრობი... ძლივს ჩვენს სასაფგებლოდაც მოხდა რაღაც...))
0
№2
ავტორი: kobinio
8 მარტი 2019 20:41
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1595
იმედია ამის წაკითხვის მერე აღარ გამო****ულდებიან და პროესორო ას აღარ დაიწყებენ ძალათ ყველაფრის მცოდნეები
0
№3
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2019 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6961
Idzaxon exla ar iyoo:)))
0
№4
ავტორი: Lalana
8 მარტი 2019 22:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 936
შეიძლება მომავალ წელს სიტი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას და ასე თუ მოხდა მის ნაცვლად ვინ გავა ინგლისიდან?

პენალტი რომ იყო ამას საუბარიც არ უნდა.მაგრამ სამწუხაროდ ვიღაც-ვიღაცეებისთვის მაინც დაუჯერებელი პენალტი დაიდო და მითუმეტეს როდესაც შენიანი კაცი ამბობს ამას,სასირცხვილოა და მეტი არაფერი.
0
№5
ავტორი: Malboro463
8 მარტი 2019 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4528
ციტატა: რეალ მადრიდი
50-50 % რომც არ დაედო ვერ შეედავებოდი

50%50ზე სხვა სტილის პენალტებია.
ვარის სისტემა იმიტომ დაყენეს რომ მასეთი პენალტიდაიდოს
1
№6
ავტორი: Lalana
8 მარტი 2019 22:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 936
ციტატა: რეალ მადრიდი
ციტატა: Lalana
პენალტი რომ იყო ამას საუბარიც არ უნდა.მაგრამ სამწუხაროდ ვიღაც-ვიღაცეებისთვის მაინც დაუჯერებელი პენალტი დაიდო და მითუმეტეს როდესაც შენიანი კაცი ამბობს ამას,სასირცხვილოა და მეტი არაფერი.

50-50 % რომც არ დაედო ვერ შეედავებოდი.

რანაირად არის 50-50ზე?როდესაც ფეხბურთელი ურტყამს კარში და მოწინააღმდეგე ფეხბურთელი ბლოკავს ხელით,მითუმეტეს ეს ხელი სრულიად თავისუფალია,ანუ არ არის სხეულთან მიდებული და საკმაოდ კარგადაც გაშალა,ამან კი სრულიად შეცვალა დარტყმის ტრაექტორია ვერანარად იქნება 50-50ზე
0
№7
ავტორი: kobinio
8 მარტი 2019 23:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1595
რეალის ფანმა რომ შენ გუნდს მიხედო და სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყო უკეთესი იქნება თუ ნერვების მოშლა არ გინდა.

ციტატა: Lalana
შეიძლება მომავალ წელს სიტი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას და ასე თუ მოხდა მის ნაცვლად ვინ გავა ინგლისიდან?

პენალტი რომ იყო ამას საუბარიც არ უნდა.მაგრამ სამწუხაროდ ვიღაც-ვიღაცეებისთვის მაინც დაუჯერებელი პენალტი დაიდო და მითუმეტეს როდესაც შენიანი კაცი ამბობს ამას,სასირცხვილოა და მეტი არაფერი.

ორივე ძალიან დიდი,ყოვლის მომცველი დ აბაქაღლო ცლეა ვინც ეგ თქვა ჩვენებიდან ორივე მეორე გა საკუთრებით და ის მოდიდო ჩოილარიც
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2019 00:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7028
მოკლედ სამართლიანად დაინიშნა
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
9 მარტი 2019 04:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1546
პროსტა ვერ ვხვდები რა პენალტის სიმართლეზეა ლაპარაკი.და საერთოდ ვერ ვხვდები ამ რეალის ფანების აქტიურობას ამ საიტზე.წადით თქვენს ჩასვრილ საქმეებს მიხედეთ
0
№10
ავტორი: f.c.mu
9 მარტი 2019 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 121
რატო ჩაიციკლეთ ამ კონკრეტულ პენალზე
ზოგად სურათს შეხედეთ, რამდენი გაიტანეს ბაყაყიჭამიებმა?

ვინ უფრო იმსახურდებდა გასვლას?
ყველა ერთპიროვნულად აღიარებს რომ მანჩესტერი უფრო ღირსი იყო რადგან ამისთვის მართლა იბრძოლეს

იმათ კი რა გააკეთეს? არაფერი ზუსტად მაგიტო დაისაჯნენ, მოინდომეს ბიჭებმა იოლი გასეირნება
თავი ქუდში ეგონათ, მაგრამ ჩემი ფეხები, ვინც მანჩესტერს არ დააფასებს ყველა ესე დაისჯება

ვარსკვლავ ბიჭუნები და ფულსზე დახამებული სასტავი, გაერჭეთ სათითაოდ იმ არაბ შეიხს, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ვერ იყიდი ისტორიას, შემართებას , სულისკვეთებას და გერბს რომელსაც გულით ატარებ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

30 მარტი 2019, 19:00
იუნაიტედი
უოტფორდი
პრემიერ ლიგა
2 აპრილი 2019, 22:45
ვულვზი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
10 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
უოტფორდი30 მარტი
ვულვზი2 აპრილი
ბარსელონა10 აპრილი

წინა მატჩები

16 მარტი 2019, 23:55
ვულვზი2
იუნაიტედი1
ასოციაციის თასი
10 მარტი 2019, 20:30
არსენალი2
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
6 მარტი 2019, 23:59
პსჟ1
იუნაიტედი3
ჩემპიონთა ლიგა
ვულვზი16 მარტი
არსენალი10 მარტი
პსჟ6 მარტი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top