საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალური ცნობა.
UEFA-მ ახსნა ჩემპიონთა ლიგის მატჩში დანიშნული პენალტის მიზეზი შეხვედრის ბოლოს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მეოთხედფინალში გაიყვანა.
შეხვედრის მთავარმა მსაჯმა თავდაპირველად კუთხურისკენ გაიშვირა ხელი, თუმცა ვიდეო რეფერიმ მას პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული ეპიზოდის შესახებ აცნობა.
შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე დიოგო დალოს დარტყმული პრესნელ კიმპემბეს მოხვდა ხელზე, რის საფუძველზეც, UEFA-ს განცხადებით, სამართლიანად დაინიშნა მატჩის ბედის გადამწყვეტი პენალტი.
განცხადებაში ნათქვამია:
"გამომდინარე იქიდან, რომ მატჩის მიმდინარეობისას მსაჯს ზუსტად არ დაუნახავს მომხდარი, ეს ინციდენტი კი, როგორც VAR-ის პროტოკოლი გულისხმობს, სერიოზული იყო, გაჩნდა ვიდეოგამეორებების განხილვის აუცილებლობა.
ვიდეოგამოერებისას მსაჯი დარწმუნდა, რომ მანძილი, დარტყმიდან ბურთთან შეხებამდე, არ იყო მოკლე, რის გამოც შეხება ვერ იქნებოდა მოულოდნელი.
შეხებისას მცველს ხელი გაშლილი ჰქონდა, რის გამოც მისი სხეულის რადიუსი გაიზარდა, რამაც გააჩერა კარის მიმართულებით წასული ბურთი. ამიტომაც დანიშნა მსაჯმა პენალტი. გადაწყვეტილება სრულიად თავსებადია VAR-ის პროტოკოლთან."მარკუს რეშფორდმა დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
UEFA მსაჯთა ხელმძღვანელმა რებორტო როზეტიმ სკომინას გადაწყვეტილების მართებულობა ჯერ კიდევ იანვარში დაადასტურა, განაცხადა რა, რომ "თუ მცველი სხეულის დიამეტრს ზრდის და ამის ხარჯზე ბურთს ბლოკავს, ეს წესების დარღვევაა".
საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციამ სხეულთან დაკავშირებით საფეხბურთო წესების განმარტებისას ხელით თამაშის ინტერპრეტირება გასულ კვირაში შემდეგნაირად მოახდინა:
თუ ფეხბურთელს ხელი გაშლილი აქვს და ის ბუნებრივ მდგომარეობაში არ არის, მაშინ პენალტი უნდა დაინიშნოს ბურთის ხელზე მოხვედრის შემთხვევაში.
გარდა ამისა, მომდევნო სეზონიდან შემოვა წესი, რომლის თანახმადაც ხელზე შემთხვევით თუ განზრახ მოხვედრილი ბურთის შედეგად გასული ნებისმიერი გოლი გაუქმდება, ხოლო პენალტი დაინიშნება.
წყარო:
skysports.com