თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 23:25
ავტორი: Svani,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 12
მოურინიო: "თერთმეტმეტრიანი სამართლიანად დაინიშნა"
"წითელი ეშმაკების" გუშინდელ ტრიუმფს, კლუბის ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა.
მოურინიო:
როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგების კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სლოვენიელმა არბიტრმა, მატჩის მიწურულს "იუნაიტედის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, ამაში კი მატჩის მთავარ არბიტრს, საფეხბურთო სამყაროში ახალი დანერგილი Var - ის სისტემა დაეხმარა.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნული მომენტი შეაფასა და განაცხადა, რომ Var - ის სისტემა, მატჩის მთავარ არბიტრს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაეხმრა.

"ვფიქრობ, რომ თერთმეტმეტრიანი სამართლიანად დაინიშნა. ვიდეოგამეორების გარეშე მსაჯს შეიძლება რადიკალურად გნსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა Var - მა მას კარგი დახმარება გაუწია.

მიმდინარე წელს, უეფამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ვიდეოგამეორებების სისტემის დანერგვით. ამ პროცესში ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ალექსანდრ ჩეფერინი და რობერტო როზეტიც.

აქამდე არბიტრებს სიტუაციები მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით უნდა გაერკვიათ, თუმცა ახლა მათ გვერდით მაღალი ტექნოლოგიური მხარდაჭერაცაა.

ვფიქრობ, რომ თერთმეტმეტრიანის დანიშვნამდე, მსაჯებმა ყველა წვრილმანი დეტალურად განიხილეს და გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნა მიღებული".
- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
7 მარტი 2019 23:28
  • სიახლეები: 1253
  • კომენტარები: 2569
რახან ამან თქვა ვსო რაღა გვიჭირს ))
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2019 23:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7513
მომდევნო სეზონიდან როგორც ვიცი შემოდის წესი რომლის მიხედვითაც, საჯარიმოში ხელის თამაში, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით პენალტი იქნება. დღეს ძაან აღრეული სიტუაციაა ამ მხრივ, ზოგი ნიშნავს, ზოგიც არა. ბურთმა იპოვნა ხელი, ხელმა იპოვნა ბურთი და ათასი რამე. ამ კონკრეტულ მომენტს რაც შეეხება, კარისკენ მიმავალ ბურთს (ცალკე საქმეა პირდაპირ ჩარჩოში მიდიოდა თუ არა) კიმპემბემ მიმართულება შეუცვალა, იყო საუბრები რო ხო არ მოიჭრიდა ხელს სად უნდა წაეღოო, სად წაეღო და რო გაშალა აფრებივით, სხეულთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ჰქონოდა და მოეხარა, მოკლედ ვერ იტყვი რო უსამართლოდ დაინიშნა, თუმცა რომც არ დაენიშნა ამის მიზეზებიც იქნებოდა, დღევანდლი მსაჯობიდან გამომდინარე.
0
№3
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7451
Rogor wamogcda she axvaro:))
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
8 მარტი 2019 01:07
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 505
ჟოზეე love მიუხედავად ყველაფრისა ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი ხარ love
0
№5
ავტორი: shotkin
8 მარტი 2019 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2477
ნეტა ტრანვირებულებზე რა ისმის ვინ ბრუნდება არსენალთან ვინ არა? წესით მარსიალი,მატიჩი უკვე უნდა დაბრუნდენ
0
№6
ავტორი: JuanMata
8 მარტი 2019 12:58
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1890
ციტატა: Manutd13
პენალი არიყო. მაგრამ ეგ არა კუთხურიდან გაგვქონდა :D აზრი არ ქონდა ჯობდა დაედო :D


რატომ არ იყო პენალი, მოხვდა მაჯაზე და ხელი ჰქონდა გაშლილი, მეტი ხელით თამაში რაღა არის, ტანით ვერ მიწვდა ფაქტია, კაცმა არ იცის, იმ ჩაწოდება/დარტყმას რა მოყვებოდა.
მაინცდამაინც ხელში უნდა დაიჭირო ბურთი, რომ ჯარიმა იყოს?
0
№7
ავტორი: picxela
8 მარტი 2019 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ხოო პენალი იყო არ იყო ამას ვინც წყვიტავდა დადო აწი არაფერი შეიცვლება
0
№8
ავტორი: sandroo
8 მარტი 2019 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 251
მოდი რომის პაპზე კათოლიკეები და სკომინაზე კაი მსაჯები ნუ გამოვალთ am
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
8 მარტი 2019 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1877
მარტივია ეს ყველაფერი.მაშინ როცა სხეულის გაბარიტები იზრდება კიდურების საშუალებით და ამ კიდურით თამაში წესების მიხედვით აკრძალულია,არის ჯარიმა.ამ შემთხვევაში პენალტი.აქ სხვა საქმეა ყველა მსაჯი გაუძლებდა ამ ზეწოლას თუ არა რომ ასე გადამწყვეტი გადაწყვეტილება მიეღო.მაგრამ ფაქტი ერთია კიდევ რომ ამას ერთი მსაჯი არ აკეთებს.ის შეთანხმებული ვერდიქტი იყო.
ვინმე რო ჩვენზე რამეს იტყვის ლამის ჩიხურას სასტავით ვეთამაშეთ 0:2 ფორით,იმას უნდა გაახსენო ფორმის პიკში მყოფი მანჩესტერის ნანი როგორ გააგდო ტყუილსდ ჩაქირმა მაგის ოჯახი რომ მო*** არადა ფიბალმა აჩვენა ჩვენი იყო თასი.
პსჟ-ს სჭირს იგივე რაც სიტის.უბდალოდ სიტიმ ჯერ ვერ გამოაჩინა.ეგეც მალე იქნება იმიტომ რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი - დანარჩენისთვის არსებობს მასტერკარდი:)))
2
№10
ავტორი: qamari
8 მარტი 2019 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
ციტატა: JuanMata
ციტატა: Manutd13
პენალი არიყო. მაგრამ ეგ არა კუთხურიდან გაგვქონდა :D აზრი არ ქონდა ჯობდა დაედო :D


რატომ არ იყო პენალი, მოხვდა მაჯაზე და ხელი ჰქონდა გაშლილი, მეტი ხელით თამაში რაღა არის, ტანით ვერ მიწვდა ფაქტია, კაცმა არ იცის, იმ ჩაწოდება/დარტყმას რა მოყვებოდა.
მაინცდამაინც ხელში უნდა დაიჭირო ბურთი, რომ ჯარიმა იყოს?

პენალი 100% იყო ჯერ ერთი რომ მიმართულება შეუცვალა ბურთს ,მეორე იდაყვში სადაც მოხვდა არ იყო ტანთან მიბჯენილი, არამედ იყო გამოწეული ,რაც დაბრკოლების ფართობს ზრდის ,ზუსტად ასევე ახსნა უეფამაც ,აი ვარ-ში რომ გაგვიმართლა ეგ ფაქტია ,თორემ მსაჯი უიმისოდ ვერ შეაფასებდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top