თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 03:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2984,
კომენტარები: 15
"ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ეს შევძელით"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარმა ზედიზედ მეცხრე გასვლითი მატჩი მოიგო და "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ნორვეგიელმა თამაშამდეც განაცხადა, რომ დღევანდელი ამოცანა "იუნაიტედისთვის" შეუძლებელი შესასრულებელი არ იყო. იხილეთ მისი ინტერვიუ მატჩის შემდეგ:

ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა.

"ეს ჩემი, როგორც მწრთვნელის, კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა. საოცარია, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და ამ დიდებულ წარმატებას შენს ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, სამუშაო პერსონალთან ერთად აღნიშნავ. სწორედ ყველა მათგანის გვერდში დგომით გავედით შემდეგ ეტაპზე."

გეგმამ იმუშავა.

"რა თქმა უნდა, გეგმამ იმუშავა. მთელი ჩვენი კონცენტრაცია სწრაფ გოლზე იყო მიმართული. პირველ ათ წუთში მეტოქის კარის დალაშქვრა გვჭირდებოდა და ასეც მოვიქეცით. ვიმედოვნებდი, რომ ეს ბიჭებია ამას შეძლებდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ყველაფერი შეუძლიათ. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და მთავარი სწორედ ეს იყო."

ჩემი ხედვა პენალტთან დაკავშირებით.

"ეს მომენტები ფეხბურთში ყოველთვის სათუოა. მე ჩემპიონთა ლიგაზე "მოლდეშიც" მითამაშია და "ბაზელის" წინააღმდეგ ბოლო წუთს დაგვინიშნეს პენალტი. ჩემმა ფეხბურთელმა შანსი ვერ გამოიყენა, ასე რომ ის მატჩი წავაგეთ და გამოვვარდით. ჩვენთან, ჩვეულებრივ, პენალტებს პოგბა არტყამს. რეშფორდი მხოლოდ 21 წლისაა და ამ მომენტისთვის ძალიან დიდი წნეხი დააწვა მხრებზე, მაგრამ ის საოცარი იყო. საერთოდ არ ანერვიულებულა, არ შეშინებულა. დღეს ძალიან ბევრი იმუშავა, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. ის და რომელუ ფანტასტიკურები იყვნენ"

"სიმართლე რომ გითხრათ პენალტის მომენტის განმეორება არ მინახავს. ვცდილობდი, რომ ყველა დამემშვიდებინა და თავის სკამზე დამესვა, იმიტომ რომ მსაჯს ძალიან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჩემმა სამწრთვნელო შტაბმა თქვა, რომ ეს უდავო პენალტი იყო. იმედი მაქვს, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

ქამბექები? ეს უბრალოდ "მანჩესტერ იუნაიტედია".

"ეს ჩემპიონთა ლიგაა. ეს არის ის, რაც არის. თქვენ ალბათ ყველამ უყურეთ გუშინდელ მატჩს და შედეგებიც კარგად დაინახეთ. ჩვენმა გუნდმა სწორედ ამაზე მოილაპარაკა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო და განსაკუთრებით მაშინ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ. ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ეს შევძელით."

"პსჟ-ში ყოველთვის ეჭვი შეაქვთ ხოლმე, რადგან მათ გამოცდილება აკლიათ. ჩვენ დღეს მატჩი მოვიგეთ და თანაც ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობით. ახალგაზრდები ძალიან დაგვეხმარნენ თავიანთი ენერგიითა და შემართებით. ეს საღამო მათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ."

შეუძლია "იუნაიტედს" ლიგის მოგება?


"რა თქმა უნდა, ჩვენ დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვართ, მაგრამ ჯერ კენჭისყარს დაველოდოთ და ვნახოთ რა გველის წინ. ძალიან ბევრი ტრავმა გქვონდა და ამასთან ერთად პოგბაც არ გვყავდა, მაგრამ შეიძლება ეს კარგიც კი იყო. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა, დიდი ენერგიით და ისინი ბევრს მუშაობდნენ, სწორედ ამიტომაც მოვიგეთ."

"ამ კლუბში ყველაფერი შესაძლებელია. დაგველოდეთ."
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
7 მარტი 2019 03:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გელოდებით შე მამაძაღლო შრნა გელოდებით !!! ამდენი წელია შენ გელოდებით და .... შენ ყველაზე მაგაროოოო
6
№2
ავტორი: giorgisamnidze99
7 მარტი 2019 04:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
გელოდებით შეეე ყველაზე ყველაზეეეე მაგარო კაცო ოქროოს ასოებით ჩაიწერება მალე შენი სახელი და გვარი მანჩესტერულ ისტორიაში ისედაც გაქ ჩაწერილი 99 წლის ფინალის ისტორიაში შენი სახელი ეხა მწვრთნელის სახელით მოხდება ეგ ოლე გუნარ სოლშერი
1
№3
ავტორი: GIOMU
7 მარტი 2019 04:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გილოცავთ!!! დიდი ხნის შემდეგ, ეს ემოცია ისევ... ))))
1
№4
ავტორი: kobinio
7 მარტი 2019 04:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ევროტური გამახსენდა :))) ვილი ჯონსინრომ საფრანგეთში ჩავა ავტობუსით და ლიზარაზუს ფანს რო გაეკიდება ყვირილით lol
4
№5
ავტორი: LASHQARA
7 მარტი 2019 04:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აი ვინ წარმოიდგენდა ამის მოსვლამდე წლევანდელი სეზონის ასეთ განვითარებას, აბა გაიაზრეთ ყველამ, უბრალოდ სასწაულია, მადლობა ამ კაცს ამ ბედნიერი წუთებისთვის, ის 2-0 წაგებაც კი შემაყვარა, რომ აკრიტიკეს ერთი წაგების გამო, მეც მინდოდა სახლში გოლი მაინც გაგვეტანა, მაგრამ უკვე ისეთი თამაშები ქონდა მოგებული ვეღარ ვთქვი ვერაფერი, არ შეიძლება კაცს ყველაფერი მოთხოვო, ოლემ მაინც ყველაფერი მოიგო რაც იგებოდა, მათემატიკურად და ყველა სხვა მეცნიერებით, პსჟ-ეს 100% ქონდა გასვლაზე, ჩვენ ნოლი და ისიც მოიგო, ჩვენთვის რა ქონდა ნამდვილი გულშემატკივრისთვისს კი ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ფაქტებია, მოკლედ სასწაული ადამიანია ყველანაირად, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, ღმერთს უყვარს ეს კაცი და იღბალიც მის მხარეზეა. ეს მანჩესტერია ჩვენ მისი ქომაგები ვართ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა, ბევრის მომსწრეები ვიქნებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე და დღეს მე ვიცი რომ ყველა ჩემ შემდეგ თაობას, როცა ფეხბურთზე ჩამოვარდება საუბარი, მე ყოველთვის მანჩესტერზე, მის დიდებაზე დღევანდელ დღეზე, დადუმებულ პარიზზე და იმ წარსულზე მოვუყვები რაც ამ გუნდთან ერთად გამოვიარე... love am
3
№6
ავტორი: DamPaLiGiGa
7 მარტი 2019 04:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
20 ევრო მედო ჩვენ მოგებაზე.. იმენა გული მიგრძნობდა :) 133 ევრო მოვიგე და თამაშის მერე ეგრევე 700 ევრომდე ავედი.. ესეთი ემოციური დღე არ ვიცი ძმებო! ოლეს ტატუს ვიკეთებ დღესვე რაშფორდის ყვერებით
1
№7
ავტორი: f.c.mu
7 მარტი 2019 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
მანცესტერის გულშემატკივარმა აქ დაწერა პირველი თამაშის წაგების მერე რომ ტუხელმა ოლე ტრა....ში გამოისვაო, მაინტერესებს ეხლა რა აზრის არის.
0
№8
ავტორი: gaga1987
7 მარტი 2019 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ნამდვილი მებრძოლი ვიკინგია. სამუდამო კონტრაკტი ოლეს.
0
№9
ავტორი: WeAreUnited
7 მარტი 2019 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: f.c.mu
მანცესტერის გულშემატკივარმა აქ დაწერა პირველი თამაშის წაგების მერე რომ ტუხელმა ოლე ტრა....ში გამოისვაო, მაინტერესებს ეხლა რა აზრის არის.

მეც ძალიან მაინტერესებს ის სულიერი გამოჩნდი მე კომენტარიც კი დაგიწერე რომ ჩუუ მეთქი და გამოჩნდი შენთვითონ არ მაძებნინო თავი ))))
0
№10
ავტორი: krekera
7 მარტი 2019 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
გილოცააავთ ძმებოო! ასეთი ემოცია, მუხტი და ბედნიერება კაი ხანია არ გამიცდია, მიყვარს ოლეე, მიყვარს ეს გუნდი.. მიყვარს ის ვისაც ნამდვილი ფეხბურთი უყვარს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top