თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 03:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3000,
კომენტარები: 15
"ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ეს შევძელით"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარმა ზედიზედ მეცხრე გასვლითი მატჩი მოიგო და "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ნორვეგიელმა თამაშამდეც განაცხადა, რომ დღევანდელი ამოცანა "იუნაიტედისთვის" შეუძლებელი შესასრულებელი არ იყო. იხილეთ მისი ინტერვიუ მატჩის შემდეგ:

ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა.

"ეს ჩემი, როგორც მწრთვნელის, კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა. საოცარია, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და ამ დიდებულ წარმატებას შენს ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, სამუშაო პერსონალთან ერთად აღნიშნავ. სწორედ ყველა მათგანის გვერდში დგომით გავედით შემდეგ ეტაპზე."

გეგმამ იმუშავა.

"რა თქმა უნდა, გეგმამ იმუშავა. მთელი ჩვენი კონცენტრაცია სწრაფ გოლზე იყო მიმართული. პირველ ათ წუთში მეტოქის კარის დალაშქვრა გვჭირდებოდა და ასეც მოვიქეცით. ვიმედოვნებდი, რომ ეს ბიჭებია ამას შეძლებდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ყველაფერი შეუძლიათ. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და მთავარი სწორედ ეს იყო."

ჩემი ხედვა პენალტთან დაკავშირებით.

"ეს მომენტები ფეხბურთში ყოველთვის სათუოა. მე ჩემპიონთა ლიგაზე "მოლდეშიც" მითამაშია და "ბაზელის" წინააღმდეგ ბოლო წუთს დაგვინიშნეს პენალტი. ჩემმა ფეხბურთელმა შანსი ვერ გამოიყენა, ასე რომ ის მატჩი წავაგეთ და გამოვვარდით. ჩვენთან, ჩვეულებრივ, პენალტებს პოგბა არტყამს. რეშფორდი მხოლოდ 21 წლისაა და ამ მომენტისთვის ძალიან დიდი წნეხი დააწვა მხრებზე, მაგრამ ის საოცარი იყო. საერთოდ არ ანერვიულებულა, არ შეშინებულა. დღეს ძალიან ბევრი იმუშავა, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. ის და რომელუ ფანტასტიკურები იყვნენ"

"სიმართლე რომ გითხრათ პენალტის მომენტის განმეორება არ მინახავს. ვცდილობდი, რომ ყველა დამემშვიდებინა და თავის სკამზე დამესვა, იმიტომ რომ მსაჯს ძალიან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჩემმა სამწრთვნელო შტაბმა თქვა, რომ ეს უდავო პენალტი იყო. იმედი მაქვს, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

ქამბექები? ეს უბრალოდ "მანჩესტერ იუნაიტედია".

"ეს ჩემპიონთა ლიგაა. ეს არის ის, რაც არის. თქვენ ალბათ ყველამ უყურეთ გუშინდელ მატჩს და შედეგებიც კარგად დაინახეთ. ჩვენმა გუნდმა სწორედ ამაზე მოილაპარაკა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო და განსაკუთრებით მაშინ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ. ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ეს შევძელით."

"პსჟ-ში ყოველთვის ეჭვი შეაქვთ ხოლმე, რადგან მათ გამოცდილება აკლიათ. ჩვენ დღეს მატჩი მოვიგეთ და თანაც ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობით. ახალგაზრდები ძალიან დაგვეხმარნენ თავიანთი ენერგიითა და შემართებით. ეს საღამო მათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ."

შეუძლია "იუნაიტედს" ლიგის მოგება?


"რა თქმა უნდა, ჩვენ დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვართ, მაგრამ ჯერ კენჭისყარს დაველოდოთ და ვნახოთ რა გველის წინ. ძალიან ბევრი ტრავმა გქვონდა და ამასთან ერთად პოგბაც არ გვყავდა, მაგრამ შეიძლება ეს კარგიც კი იყო. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა, დიდი ენერგიით და ისინი ბევრს მუშაობდნენ, სწორედ ამიტომაც მოვიგეთ."

"ამ კლუბში ყველაფერი შესაძლებელია. დაგველოდეთ."
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: men1me
7 მარტი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
არ ვიცი ვინ როგორ მაგრამ მე სასწაულის მეჯერა იმიტომ რომ ეს მანჩესტერია იმიტომ რომ მე მახსოვს იუვესთენ 2-3.ბავარიასთან 1-2 და სხვა უამრავი ქამბექი....გუშინ მორიგე ვიყავი და გავათენებინე მთელ განყოფილებას
0
№12
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Martla ramxela emocia mqonda es ra iyoo,,,ole yvelaze magari xar
0
№13
ავტორი: mishiko1
7 მარტი 2019 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
გილოცავთ ყველას

გილოცავთ ყველას
0
№14
ავტორი: OzBeTa
7 მარტი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
დღესაც ვერ ვიჯერებ რა მოხდა :დ იმემა ფინალის ტოლფასი ემოცია იყო ჩემთვის რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№15
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2019 17:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა უნდა ითქვას საფეხბურთო სასწაული მოხდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top