თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2019, 19:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2016,
კომენტარები: 11
"ეს "იუნაიტედია" და ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს"
ვიქტორ ლინდელოფი მატჩის წინ.
ვიქტორ ლინდელოფმა პარიზელებთან მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მისი მთავარი გამოწვევა მბაპეს შეჩერება იქნება:

"ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია მისი დონის შესახებ. მან მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია. ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ ჩემთვის მისი შეჩერება დიდი გამოწვევა იქნება. იმედია ამას შევძლებ და გოლების გატანის საშუალებას არ მივცემ."

"მე მხოლოდ 24 წლის ვარ, ასე რომ ვერ ვიტყვი რომ მოხუცად ვგრძნობ თავს. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც კარგ გამოცდილებას მიიღებენ."

"ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან აქ ყოფნით და პარიზში ჩვენთან ერთად გამომგზავრებით. რა თქმა უნდა, შენ, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს, ყოველთვის გსურს პირველ გუნდში ყოფნა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ასე რომ მგონია, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან."

"ეს სწორედ ისეთი თამაშია, რომლის მოგებაც ყველას სურს."

"როდესაც ასეთი ახალგაზრდა ხარ ამ დონის თამაშებზე ოცნებობ. გინდა რომ გახვიდე და დიდ მატჩებში ითამაშო. ეს დიდი მატჩია, ასე რომ მოუთმენლად ველი."

"მიხარია, რომ ვთამაშობ. სწორედ ამის კეთება მინდა, მინდა, რომ ყველას დავეხმარო და ყოველდღიურად ვიმუშავო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად წარვდგეთ მეტოქის წინაშე. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ."

"ოლე თავიდანვე ძალიან მეხმარებოდა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი თამაში მეთამაშა და გამეკეთებინა ის, რაშიც კარგი ვიყავი. ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მმატებდა და სწორედ ეს დამეხმარა."

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ აქ მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოვედით."

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს კარგად ვიცით, ასე რომ თუ მალევე მოვახერხებთ გოლის გატანას, ეს ძალიან კარგი იქნება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2019 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორმაგი შეგრძნება მაქვს, რეალობა ისაა რო შანსი ძაან მცირეა, შეიძლება იყქვას მეტისმეტად, თუმა ფეხბურთში ყველაფერი ლოგიკურად არ ხდება, ამიტო ის მცირე შანსი რაც არსებობს უნდა ეცადონ და გამოიყენონ. დასაკარგი არაფერია, მთავარია იბრძოლონ და გამოვარდნის შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობით მოხდება, ღირსეულად მაინც გამოვარდნენ.
0
№2
ავტორი: Svanchester
6 მარტი 2019 20:08
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებენ ბიჭები და ყველაფერს დადებენ გამარჯვებისთვის. am
2
№3
ავტორი: giorgisamnidze99
6 მარტი 2019 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდით ბიჭებო იმედი ბოლოს კვდება როგორც ჩვენ მოგვიგეს ოლდზე ისევე მოუგებთ პარიზში მაგათ ამიტო ძან მაგარი იგრა უნდა აწიოთ პირველივე გოლი არევს პარიზს თუ გაუტანეთ და მერე მეორეს თუ მიუყოლებთ და იქაც მესამე აღარ ეყოფათ ერთი გოლი პარიზს შემდეგ ეტაპზე რო გავიდნენ ამიტო უნდა შეუტიოთ თავიდანვე ამათ თუ გავცდით ჩათვალეთ ახლო იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალი აბა თქვენ იცით ჩვენ ხო მანჩესტერ იუნაიტედი ვართ პირველ რიგში მოედანზე რო გახვალთ ლოგოს დააკვირდით ვის ღირსებას იცავთ
1
№4
ავტორი: ikeoni
6 მარტი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
midit bichebo bolomde ibzolet❤️
2
№5
ავტორი: ROI
6 მარტი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Midit bocheboo chven didi gundivart psje verasodes gaxdeba chveni doniis istorias gadaxedooooooon
2
№6
ავტორი: 100%Red
6 მარტი 2019 22:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ მაგარა ვნერვიულობ)))))))
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
6 მარტი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რაგაც გული კარგს და მაგარ შეგრძნებას მიტოვეს ღმერთი ჩვენსკენ იქნება დღეს <3 გადავლახავთ ამ ბარიერს ზუსტად 3 საათის მერე მითხარით მეგობრებო რო მართალი ვიყავი თუ არა ჩვენ შევძლებთ ამას <3 წინ გმუუუუ
0
№8
ავტორი: levionok
6 მარტი 2019 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
შენ პირს შაქარი! თუ ამახვილებთ ყურადღებას ოლეს მოსვლის შემდეგ ყველას საფირმო დიტყვაა ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ!
1
№9
ავტორი: Axl
6 მარტი 2019 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მთავარია შენი შესაძლებლობების გწამდეს, და თავდაჯერებული იყო..
და ზოგადად ფეხბურთში თავდაჯერებულობა უპირველესია.
1
№10
ავტორი: ROI
7 მარტი 2019 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Giloooooooooooocaaaaavt dzmebooo ai didi gundi vinaaa miyvars yvela manchestereliiiiii:*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top