თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2019, 19:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2176,
კომენტარები: 11
"ეს "იუნაიტედია" და ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს"
ვიქტორ ლინდელოფი მატჩის წინ.
ვიქტორ ლინდელოფმა პარიზელებთან მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მისი მთავარი გამოწვევა მბაპეს შეჩერება იქნება:

"ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია მისი დონის შესახებ. მან მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია. ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ ჩემთვის მისი შეჩერება დიდი გამოწვევა იქნება. იმედია ამას შევძლებ და გოლების გატანის საშუალებას არ მივცემ."

"მე მხოლოდ 24 წლის ვარ, ასე რომ ვერ ვიტყვი რომ მოხუცად ვგრძნობ თავს. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც კარგ გამოცდილებას მიიღებენ."

"ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან აქ ყოფნით და პარიზში ჩვენთან ერთად გამომგზავრებით. რა თქმა უნდა, შენ, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს, ყოველთვის გსურს პირველ გუნდში ყოფნა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ასე რომ მგონია, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან."

"ეს სწორედ ისეთი თამაშია, რომლის მოგებაც ყველას სურს."

"როდესაც ასეთი ახალგაზრდა ხარ ამ დონის თამაშებზე ოცნებობ. გინდა რომ გახვიდე და დიდ მატჩებში ითამაშო. ეს დიდი მატჩია, ასე რომ მოუთმენლად ველი."

"მიხარია, რომ ვთამაშობ. სწორედ ამის კეთება მინდა, მინდა, რომ ყველას დავეხმარო და ყოველდღიურად ვიმუშავო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად წარვდგეთ მეტოქის წინაშე. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ."

"ოლე თავიდანვე ძალიან მეხმარებოდა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი თამაში მეთამაშა და გამეკეთებინა ის, რაშიც კარგი ვიყავი. ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მმატებდა და სწორედ ეს დამეხმარა."

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ აქ მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოვედით."

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს კარგად ვიცით, ასე რომ თუ მალევე მოვახერხებთ გოლის გატანას, ეს ძალიან კარგი იქნება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
7 მარტი 2019 02:56
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Yvelas gilocavt aeeeeeeeee
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top