თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2019, 23:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2574,
კომენტარები: 11
გუნდის სიახლეები პსჟ-სთან მატჩის წინ
ვინ ითამაშებს პარიზში.
გუნდის სიახლეები პსჟ-სთან მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხშაბათს საღამოს პოლ პოგბას გარეშე შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა გასულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. "წითლები" შესაძლოა, ენტონი მარსიალის გარეშეც დარჩნენ. მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

"იუნაიტედს" ფრანგების გარეშე თამაში ძალიან გაუჭირდება. პოგბამ ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა "რედინგის" წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, ოლე გუნარს სჯერა, რომ მისი გუნდი ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.

"ამ კლუბმა ძალიან ბევრი "ქამბექი" გააკეთა. გასვლაზე ჩვენ ზედიზედ რვა მატჩი მოვიგეთ, ასე
რომ ძალიან თავდაჯერებულები ვართ."

პოგბასთან ერთად საეჭვოა ანდერ ერერასა და ნემანია მატიჩის თამაშიც. თუმცა "იუნაიტედს" დაეხმარებიან სკოტ მაკტომინეი, ფრედი და ანდრეას პერეირა, რომლებმაც გასულ მატჩებში შესანიშნავად ითამაშეს.

გარდა ამისა, მატჩი შეიძლება გამოტოვოს ალექსის სანჩესმა, რადგან "საუთჰემპოტნთან" ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ადრეულად მოუწია.

ოლემ უკვე დაადასტურა, რომ მარსიალი ოთხშაბათისთვის არ იქნება, რადგან ბარძაყის ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია:

"მას ვარჯიში ჯერ არ ჩაუტარებია, ასე რომ ჯერ ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ, თამაშს ვერ შეძლებს."

ხუან მატამ თავის ბლოგში დაწერა, რომ ის პარიზში თამაშს ვერ შეძლებს. მოედნის მიღმა შეიძლება დარჩეს ჯესი ლინგარდიც.

რაც შეეხება პოზიტიურ სიახლეებს, მარკუს რეშფორდი სრულიად გამოჯანმრთელდა და პსჟ-სთან დასაპირისპირებლად მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა "საუთჰემპოტნთან" სრული მატჩი ჩაატარა.

სავარაუდოდ, შეტევაში მარკუს რეშფორდთან ერთად რომელუ ლუკაკუს ვიხილავთ. ბელგიელმა ბოლო ორ მატჩში დუბლი გაიფორმა.

რაც შეეხება დაცვას, შესაძლოა, ოლემ ოთხი მცველის ნაცვლად ხუთი მცველის დაყენება გადაწყვიტოს.

ეშლი იანგი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი და ლუკ შოუ ფორმაში არიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებია სწორედ ისინი წარმოადგენენ ოლეს არჩევანს, თუმცა ერიკ ბაიიმაც ჩაატარა მატჩი და ძალიან დიდი შანსია, რომ ნორვეგიელმა ფორმირება შეცვალოს.

დავიდ დე ხეასთვის კი ეს ოცდამეათე მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" მაისურით.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
4 მარტი 2019 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ ვიცი ოლე გუნარისგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მთავარია თავდაჯერებულად ითამაშოს გუნდმა და ხიფათი შეუქმნას მეტოქეს, ლუკაკუს და რეშის იმედი მაქ love am
0
№2
ავტორი: Lalana
4 მარტი 2019 23:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ვფიქრობ მარჯვენა ფლანგზე შეტევაში დალოს დააყენებს.ცენტრში კი მაკტომინაი,პერეირა და ფრედი იქნებიან,დაცვა კი როგორც ყოველთვის ისე იქნება დაკომპლექტბული.ძაან რთულია შემდეგ ეტაპზე გასვლა,მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს რომ ფანგებს რაღაც ხნის განმავლობაში მაინც შეაშინებენ და უბრძოლველად არ გამოვალთ მაგ თამაშიდან.ხვალ მაინც იყოს თამაში,რა მოითმენს ზეგამდე.
0
№3
5 მარტი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მიუხედავათ დიდი ოპტიმიზმისა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ის შემთხვევაა როდესაც მართლა ბედმა თუ არ დაგა*ჯვა ისე რომ ვერ გახვალ. წარმოდგენაც არმინდა რას უზავენ მბაპე,კავანი, დი მარია, ჩვენს დაცვის ცენტრს. დაცვის ცენტრს რომელსაც ერთი ნორმალური და ჰაი-კლასის მოთამაშეც არყავს. რთულია გაუწიო ასეთი დაცვით, კონკურენცია ვარსკვლავებით დაკომლექტებულ გუნდს, ისეთ გუნდს როგორიც პესეჟეა. ჩვენ კი კონტრშეტევებზე გვექნება შანსი. რეში იზავს რამეს დარწმუნებული ვარ.

ბოდიშით ბიჭებო ვისაც გაგიფუჭეთ ხასიათი და წაგიხდინეთ სურვილები <3 მაგრამ რავქნა. ზოგადად ასეთი ადამიანი ვარ, არშემიძლია ვილაპარაკო იმაზე რაც გულში ვიცი რომ შეუძლებელია.
1
№4
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2019 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Roca manchsteri xar imedi yoveltvis unda gqondes❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2019 00:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეტი რო არ შეიძლება ისეთი რთული სიტუაციაა, ვნახოთ.
0
№6
ავტორი: Mtiulo
5 მარტი 2019 04:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
დამატებითი დრო გაასწორებდა.
შეიძლება პსჟ წაფორხილდეს.
რაც არ უნდა იყოს მე მაინც მჯერა რო მოვუგებთ.1-3
1
№7
ავტორი: kobinio
5 მარტი 2019 04:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: მანჩესტერელი
მიუხედავათ დიდი ოპტიმიზმისა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ის შემთხვევაა როდესაც მართლა ბედმა თუ არ დაგა*ჯვა ისე რომ ვერ გახვალ. წარმოდგენაც არმინდა რას უზავენ მბაპე,კავანი, დი მარია, ჩვენს დაცვის ცენტრს. დაცვის ცენტრს რომელსაც ერთი ნორმალური და ჰაი-კლასის მოთამაშეც არყავს. რთულია გაუწიო ასეთი დაცვით, კონკურენცია ვარსკვლავებით დაკომლექტებულ გუნდს, ისეთ გუნდს როგორიც პესეჟეა. ჩვენ კი კონტრშეტევებზე გვექნება შანსი. რეში იზავს რამეს დარწმუნებული ვარ.

ბოდიშით ბიჭებო ვისაც გაგიფუჭეთ ხასიათი და წაგიხდინეთ სურვილები <3 მაგრამ რავქნა. ზოგადად ასეთი ადამიანი ვარ, არშემიძლია ვილაპარაკო იმაზე რაც გულში ვიცი რომ შეუძლებელია.

ისე ბარსელონასავით თუ გაგვიმართლა და ისე ცენზურაურად თუ ითამაშა პესეჟემ შეილება კი დაგვეცეს ტუზი.ერთი იმის იმედი მაქვს რომ მოძრავი ცენტრი გვეყოლება სა რეშფორდს აქვს უნარი ჩასაფრებულმა ითამაშოს კონტრშეტევაზე და შეილება გაუარდეს ყა.თოფივით.ფეხბურთია რა.სადაც სევილიამ.გამოგვაგდო შარშან ხ.ზ

პესეჟეს არა მარა არსენალთან მოტიტვლებული სასტავით ვითამაშებთ ისევ მაშინ რკცა ისინი უდანაკარგოდ არიან
0
№8
ავტორი: f.c.mu
5 მარტი 2019 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მთავარია ღირსეული თამაში ვაჩვენოთ
--------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------
0
№9
ავტორი: Svanchester
5 მარტი 2019 16:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
"პსჟ" - ეს უყვარს ქამბექები ბარსელონა გავიხსენოთ, მაგრამ რადიკალურად სხვა სიტუაციაა, სახლში თამაშობენ, არც ჩვენ გვყავს მესი ნეიმარი და პირიქით ლაზარეთი სავსე გვაქვს. ძალიან გაგვიჭირდება მაგრამ თავაწეული თამაში უნდა ვაჩვენოთ. დასაკარგი არაფერი გვაქსვ პირველივე წუთებიდან შეტევაა საჭირო.
0
№10
ავტორი: deqstera
5 მარტი 2019 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
იანგი-სმოლინგი-ლინდელოფი-შოუ
მაკტომიენი-ფრედი-ფერეირა
რეშფორდი-ლუკაკუ

ვარიანტები: 1. დალოტს შეიძლება ველოდოთ, 2. იანგმა გაიხსენოს ახალგაზრდობა და შეტევაში აიწიოს, 3. ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა და მე პირადად ჩონგს ისევ გომესი მირჩევნია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top