თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2019, 23:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 11
გუნდის სიახლეები პსჟ-სთან მატჩის წინ
ვინ ითამაშებს პარიზში.
გუნდის სიახლეები პსჟ-სთან მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხშაბათს საღამოს პოლ პოგბას გარეშე შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა გასულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. "წითლები" შესაძლოა, ენტონი მარსიალის გარეშეც დარჩნენ. მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

"იუნაიტედს" ფრანგების გარეშე თამაში ძალიან გაუჭირდება. პოგბამ ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა "რედინგის" წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, ოლე გუნარს სჯერა, რომ მისი გუნდი ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.

"ამ კლუბმა ძალიან ბევრი "ქამბექი" გააკეთა. გასვლაზე ჩვენ ზედიზედ რვა მატჩი მოვიგეთ, ასე
რომ ძალიან თავდაჯერებულები ვართ."

პოგბასთან ერთად საეჭვოა ანდერ ერერასა და ნემანია მატიჩის თამაშიც. თუმცა "იუნაიტედს" დაეხმარებიან სკოტ მაკტომინეი, ფრედი და ანდრეას პერეირა, რომლებმაც გასულ მატჩებში შესანიშნავად ითამაშეს.

გარდა ამისა, მატჩი შეიძლება გამოტოვოს ალექსის სანჩესმა, რადგან "საუთჰემპოტნთან" ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ადრეულად მოუწია.

ოლემ უკვე დაადასტურა, რომ მარსიალი ოთხშაბათისთვის არ იქნება, რადგან ბარძაყის ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია:

"მას ვარჯიში ჯერ არ ჩაუტარებია, ასე რომ ჯერ ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ, თამაშს ვერ შეძლებს."

ხუან მატამ თავის ბლოგში დაწერა, რომ ის პარიზში თამაშს ვერ შეძლებს. მოედნის მიღმა შეიძლება დარჩეს ჯესი ლინგარდიც.

რაც შეეხება პოზიტიურ სიახლეებს, მარკუს რეშფორდი სრულიად გამოჯანმრთელდა და პსჟ-სთან დასაპირისპირებლად მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა "საუთჰემპოტნთან" სრული მატჩი ჩაატარა.

სავარაუდოდ, შეტევაში მარკუს რეშფორდთან ერთად რომელუ ლუკაკუს ვიხილავთ. ბელგიელმა ბოლო ორ მატჩში დუბლი გაიფორმა.

რაც შეეხება დაცვას, შესაძლოა, ოლემ ოთხი მცველის ნაცვლად ხუთი მცველის დაყენება გადაწყვიტოს.

ეშლი იანგი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი და ლუკ შოუ ფორმაში არიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებია სწორედ ისინი წარმოადგენენ ოლეს არჩევანს, თუმცა ერიკ ბაიიმაც ჩაატარა მატჩი და ძალიან დიდი შანსია, რომ ნორვეგიელმა ფორმირება შეცვალოს.

დავიდ დე ხეასთვის კი ეს ოცდამეათე მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" მაისურით.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
6 მარტი 2019 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაზე მნიშვნელოვანიი ისაა რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და თავ აწეულებმა დავტოვოთ პარიზიიი. იმედიაა შანსები გაგვიჩნდება თამაშის მიმდინარეობისას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top