თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2019, 12:36
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2732,
კომენტარები: 15
Evening Standard: დე ხეამ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა
კლუბი და ესპანელი მეკარე ვერ თანხმდებიან.
Evening Standard: დე ხეამ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა
ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი დე ხეას კონტრაქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა - ესპანელმა მეკარემ კლუბის შეთავაზება იუარა.

შეთავაზებული კონტრაქტის თანახმად, 28 წლის მეკარე კვირაში 350 ათას ფუნტს მიიღებდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდებოდა. ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალი კვირაში 400 ათასი ფუნტია.

დე ხეას უკმაყოფილების მიზეზი და მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა მეკარის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

ესპანელი მანჩესტერულ კლუბს 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მანჩესტერელებს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს შეუძლიია კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გამოიყენოს და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივოს.
ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
27 თებერვალი 2019 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ტუფტა ბაზარია ))) მემგონი ხელიც მოწერილიაქ და ცენზურაც დაყენებული

თუ არასაკმარის თანხაზეა ლაპარაკი, ვერავინ შესთავაზებს იუნაიტედზე მეტს, ვერცერთი შეიხი.. მილიონიც რო გახდეს საჭირო მიცემს იუნაიტედი...
0
№2
ავტორი: 100%Red
27 თებერვალი 2019 13:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: giorgiginturi
ტუფტა ბაზარია ))) მემგონი ხელიც მოწერილიაქ და ცენზურაც დაყენებული

თუ არასაკმარის თანხაზეა ლაპარაკი, ვერავინ შესთავაზებს იუნაიტედზე მეტს, ვერცერთი შეიხი.. მილიონიც რო გახდეს საჭირო მიცემს იუნაიტედი...

ხო ბაზარი არაა მეტი რა უნდა აბა, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხდება, ნუ შეილება ტიტულების ბაზარი იყოს , რავი ზოგს რას გოუგებ, პირადად მე უფასოდაც კი ვითამაშებდი მანუში love lol lol
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2019 13:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორი მგონია
0
№4
ავტორი: N.Vidic
27 თებერვალი 2019 13:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
იმედია ჭორია და სინამდვილეც რომ იყოს, დევს დათუნას უარში ლოგიკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: qamari
27 თებერვალი 2019 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ხელფასზე და პირობებზე მაგასზე ნაკლებზე დათანხმდებოდა ,ესე იგი ტიტულების მხრივ აქვს პრეტენზია და სრულებით ვეთანხმები ,მისცენ პირობა ოლეს დატოვებაზე და სატრანსფეროდ აქტიურობაზე ,არანაირი პრობლემა არ ექნება
0
№6
ავტორი: LASHQARA
27 თებერვალი 2019 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შემდეგ წელს ჩვენთან იქნება უეჭველი, თუ კიდე ვერაფერი მოვიგეთ და არ დაადგა საშველი გუნდს, უნდა გადავიდეს აბა რა უნდა ქნას, ათასი პერსპექტივა აქ ლიგის მოგების და სხვადასხვა ჩემპიონატების, ხო არ ჩააკვდება, სხვადასხვა მწვრთნელების ექსპერიმენტებს, არ წავა დარწმუნებული ვარ და მომავალ წელს კარგი ტრანსფერების შემთხვევაში სერიოზული გუნდი ვიქნებით, ოლე გუნარის ხელმძღვანელობით რა თქმა უნდა. love am
0
№7
ავტორი: რეალისტი
27 თებერვალი 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალიც კვირაში 400 ათასი ფუნტია.

ჯერ მარტო ამიტომაა დასაბრედი ხელმძღვანელობა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№8
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2019 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magari sisulelea darwmunebuli var.. yviteli presa:)))
0
№9
ავტორი: kobinio
27 თებერვალი 2019 15:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დე ხეა კი არა ვინცგინდა ის იყოს ასეთ დროს გუნდს რომ დააღალატებს მოტ...ა პატრონი.ჭორი თუა მაგრად გამიხარდება მარა თუ გაჯმააქ გატაწყვეტილი არააქ ამას მნიშვნელობა ტიტულები უნდა თუ დედიმისისა წამსვლელი უნდა წავიდეს!!! ერთხელ რომ ძღრენის ჭამა აპატიეს და მადლობებს იხდიდა იმედია არ დაავიწყდა,პესეჟეში უნდა თუ იუვეში მაქსიმუმ ქვეყნის ჩემპიონი გახდეს რაც მანიუსთვისაც არაა მიუღწეველი შედეგი და მერე შშორიდან უყუროს აწყობილ გუნდს... ეს თუ ტყუილია მაგის მომგონის დედას შ...... რო ამანერვიულა ამ დღეს :LOL:
0
№10
ავტორი: shotkin
27 თებერვალი 2019 15:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ფულზე თუა საუბარი გააგდონს აჩესი და მაგის ხელფასიც დაუმატონ დე ხეას, და ისე არც მე მჯერა რო წავა აქ დარჩება ეს კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top