თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 17:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1807,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "კრისტალ პალასთან" მატჩის წინ საკუთარი გუნდის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ლივერპულთან" შეხვედრაში ისედაც ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებით დამწყებ "იუნაიტედს" პირველივე ტაიმში გამოკლდა ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი დაზიანებების გამო.

გარდა ამისა, მოედანი იძულებით არ დაუტოვებია, მაგრამ მთელი შეხვედრა ტრავმირებულმა ჩაატარა მარკუს რეშფორდმა.

"სამი ფეხბურთელი, რომელთა შეცვლაც მოგვიხდა, მზად არ იქნებიან. რაც შეეხება რეშის, მასთან დაკავშირებით მუშაობა მოგვიწევს, რადგან იმდენად ცუდი მდგომარეობაც არ არის, როგორც გვეგონა და საბედნიეროდ, მთელი თამაშის ჩატარების უფლების მიცემით პრობლემა არ გაგვიმწვავებია.

შესაძლოა, მას მიეცეს თამაშის საშუალება, მაგრამ მის გარდა არავის დაბრუნებას არ ველოდები, ასე რომ, ბავშვებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ.

მატეომაც ივარჯიშა, მაგრამ არა მგონია, მზად იყოს, რადგან მან მხოლოდ გუშინ განაახლა ვარჯიშები. როხომაც ივარჯიშა, ასე რომ, მისი დაბრუნება სავარაუდოა, მაგრამ კუნთოვანი ტრავმა ვისაც აქვს, მათზე ფიქრი ადრეა. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება",
- განაცხადა ნორვეგიელმა.

ოლე გუნარმა ასევე დაადასტურა, რომ ფილ ჯონსიც გამოაკლდება შეხვედრას ავადმყოფობის გამო:

"ფილი ავადაა, ამიტომ ამიტომ მცირე ხანი ვერ ითამაშებს, მაგრამ დაცვის ცენტრში, საბედნიეროდ, უფრო მეტი არჩევანი გვაქვს. ერიკი, კრისი და ვიქტორი - სამივე მზადაა სათამაშოდ".

რაც შეეხება მარსიალსა და ვალენსიას, სოლსკიაერმა მათ შესახებ სავარჯიშო კომპლექსზე გააკეთა განცხადება.

"ვალენსიას ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. სირბილი უკვე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირა გამოტოვებს. მარსიალიც ვერ მოახერხებს მომდევნო მატჩში დაბრუნებას. ვერ გავრისკავთ, ასე რომ, შესაძლოა, "საუთჰემპტონთან" ითამაშოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვერ გავრისკავთ, ძალიან ადრეა.

გარედან შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ჯესი ძალიან მონდომებული იყო, ვარჯიშზე ყველა დავალებას სრულად ასრულებდა და მთელი აღდგენითი სამუშაო წარმატებით გაიარა, მაგრამ, შესაძლოა, ჯერ ადრე იყო მისი თამაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს "ლივერპული" იყო და ძალიან უნდოდა მატჩში მონაწილეობა".
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დაცვა არის, პოლი არის, ლუკაკუ არის, ალექსისი არის, უნდა მოვიგოთ
3
№2
ავტორი: krekera
26 თებერვალი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
უნდა მოვიგოთ მაინც რაა,
ძმებო ზაჰა ავიდა იმ დონემდე რომ დაბრუნება ღირდეს სიტყვაზე? მოუმატა მაგრად?
0
№3
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2019 18:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან გამიტყდა რო გრინვუდს ესე არუმართლებს და ტრანვა როაქ ამ 4 ახალგაზრდიდან 3 არის ხელმისაწვდომი, სულ მაინტერესებდა გრინვუდის თამაში ძირითად გუნდში, სასწაული შედეგები აქ ასაკობრივში და კარგი იქნებოდა ყოფილიყო, ჩონგს დააყენებს ალბათ და მერე გომესს შემოიყვანს
0
№4
ავტორი: 100%Red
26 თებერვალი 2019 18:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ მაგარი საუნტერესო მატჩი იქნება, ვნახოთ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში როგორ გაართმევენ თავს პალასს.
0
№5
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რთული სიტუაციაა მარა ხალხი გვყავს ტირილის დრო არაა, 5 3 2 იც შეიძლება,რეშიც დასასვენებელია.
ფრედს კიდე არ დააყენებს,იმედია მაკტომინეი კარგ თამაშს ითამაშებს
0
№6
ავტორი: kobinio
26 თებერვალი 2019 20:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Manutd11
გაუმარჯოს. ევროთასების ისტორიას გადახედა უეფამ. იყო 106 შემთხვევა როდესაც გუნდმა სახლში 0-2 წააგო. და 106 შემთხვევიდან 106ჯერვე გავარდა. ანუ არასოდეს არცერთ გუნს 0-2 დან არ მოუტრიალებია ორრაუნდიანი დაპირისპირება. ინწერესნა

ცენზურა იუვეს და ეგაა lol
0
№7
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ძაან ცუდი სიტვაცია გვაქ
0
№8
ავტორი: Sir Alex Ferguson 27
26 თებერვალი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მოვიგებთ
0
№9
ავტორი: kobinio
27 თებერვალი 2019 01:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Manutd11
ციტატა: kobinio
ციტატა: Manutd11
გაუმარჯოს. ევროთასების ისტორიას გადახედა უეფამ. იყო 106 შემთხვევა როდესაც გუნდმა სახლში 0-2 წააგო. და 106 შემთხვევიდან 106ჯერვე გავარდა. ანუ არასოდეს არცერთ გუნს 0-2 დან არ მოუტრიალებია ორრაუნდიანი დაპირისპირება. ინწერესნა

ცენზურა იუვეს და ეგაა lol

Ara dzma iuvem gasvlaze waago me vtvi vinc saxlshi waago tqo mere gasvlaze vegaravin moatriala. Anu chvenzea

ვიცი ბრატუხა ვიხუმრე
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
27 თებერვალი 2019 11:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მემგონი ლივერზე რთული თამაში დღეს გველოდება.სწრაფი გოლი თუ გავიტანეთ მაგარი იქნება.ისე აკადემიელებმა უნდა გამოიჩინონ ახლა თავი აბა ჩემპიონშიპის გუნდებთან გალაღება არაა მაჩვენებელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top