თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2019, 17:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1809,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "კრისტალ პალასთან" მატჩის წინ საკუთარი გუნდის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ლივერპულთან" შეხვედრაში ისედაც ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებით დამწყებ "იუნაიტედს" პირველივე ტაიმში გამოკლდა ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი დაზიანებების გამო.

გარდა ამისა, მოედანი იძულებით არ დაუტოვებია, მაგრამ მთელი შეხვედრა ტრავმირებულმა ჩაატარა მარკუს რეშფორდმა.

"სამი ფეხბურთელი, რომელთა შეცვლაც მოგვიხდა, მზად არ იქნებიან. რაც შეეხება რეშის, მასთან დაკავშირებით მუშაობა მოგვიწევს, რადგან იმდენად ცუდი მდგომარეობაც არ არის, როგორც გვეგონა და საბედნიეროდ, მთელი თამაშის ჩატარების უფლების მიცემით პრობლემა არ გაგვიმწვავებია.

შესაძლოა, მას მიეცეს თამაშის საშუალება, მაგრამ მის გარდა არავის დაბრუნებას არ ველოდები, ასე რომ, ბავშვებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ.

მატეომაც ივარჯიშა, მაგრამ არა მგონია, მზად იყოს, რადგან მან მხოლოდ გუშინ განაახლა ვარჯიშები. როხომაც ივარჯიშა, ასე რომ, მისი დაბრუნება სავარაუდოა, მაგრამ კუნთოვანი ტრავმა ვისაც აქვს, მათზე ფიქრი ადრეა. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება",
- განაცხადა ნორვეგიელმა.

ოლე გუნარმა ასევე დაადასტურა, რომ ფილ ჯონსიც გამოაკლდება შეხვედრას ავადმყოფობის გამო:

"ფილი ავადაა, ამიტომ ამიტომ მცირე ხანი ვერ ითამაშებს, მაგრამ დაცვის ცენტრში, საბედნიეროდ, უფრო მეტი არჩევანი გვაქვს. ერიკი, კრისი და ვიქტორი - სამივე მზადაა სათამაშოდ".

რაც შეეხება მარსიალსა და ვალენსიას, სოლსკიაერმა მათ შესახებ სავარჯიშო კომპლექსზე გააკეთა განცხადება.

"ვალენსიას ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. სირბილი უკვე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირა გამოტოვებს. მარსიალიც ვერ მოახერხებს მომდევნო მატჩში დაბრუნებას. ვერ გავრისკავთ, ასე რომ, შესაძლოა, "საუთჰემპტონთან" ითამაშოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვერ გავრისკავთ, ძალიან ადრეა.

გარედან შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ჯესი ძალიან მონდომებული იყო, ვარჯიშზე ყველა დავალებას სრულად ასრულებდა და მთელი აღდგენითი სამუშაო წარმატებით გაიარა, მაგრამ, შესაძლოა, ჯერ ადრე იყო მისი თამაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს "ლივერპული" იყო და ძალიან უნდოდა მატჩში მონაწილეობა".
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2019 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამდენი ტრავმირებული ერთად კაი ხანია არ ყოფილა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top