თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2019, 09:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2042,
კომენტარები: 17
"ჩვენ მოედანზე თორმეტი მოთამაშე გვყავდა"
ოლე გუნარი ტრავმებისა და მატჩის შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი გულშემატკივრების გვერდში დგომით გაოცებული დარჩა. მათი ერთგულება ნორვეგიელს უბრალოდ გაოგნებულს ტოვებს. იხილეთ მისი მატჩის შემდგომი ინტერვიუ.

გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ.
"დღეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ "იუნაიტედის" გუნდური შემართება და ერთობა, გულშემატკივრები და ჩვენ, ჩვენ და გულშემატკივრები, ყველანი ერთად ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ვაქებთ მათ, როცა გასვლაზე ვთამაშობთ და ვიმარჯვებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, უბრალოდ, საოცარი გარემო გვაჩვენეს, ეს დაუჯერებელი იყო. მთელი 90 წუთის განმავლობაში! დღეს გულშემატკივრები მე-12 მოთამაშე გახლდათ."

ჩვენ საუკეთესო შანსები გვქონდა.
"ძალიან ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. არ მახსოვს დავიდს რაიმე სერიოზული სეივი გაეკეთებინოს, ასე რომ ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვიყავით, ერთი თუ ორი დიდებული მომენტი გვქონდა და გატანაც შეგვეძლო. კრისი რომ ფორვარდი ყოფილიყო "ლივერპულის" კარს აუცილებლად დალაშქრავდა. ჯესის შანსი მაინც ყველაზე კარგი და რეალური იყო, მაგრამ ის უბრალოდ ვერ იყო ფორმაში."

ტრავმების შესახებ.
"ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, ძალიან ძლიერი გუნდი. ფეხბურთელები მოდიან და სამუშაოს გაკეთება სურთ. თქვენ ყველას კარგად შეგიძლიათ დაინახოთ გასახდელში დატრიალებული გუნდური შემართება. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებულად კარგად არ გვითამაშია, მაგრამ გუნდურად ძალიან კარგად, ძალიან დიდი შემართებით დავიცავით თავი."

რეშფორდი - ნამდვილი მებრძოლი.
"მარკუსი ნამდვილი მებრძოლია, ის ნამდვილი "მანჩესტერელია" და მთელი სხეულით გრძნობს, თუ რას ნიშნავს ეს თამაში. ჩვენ ის მოედანზე გვჭირდებოდა, რადგან სამი ცვლილება უკვე გაკეთებული იყო. ვფიქრობ, რომ უბრალოდ მათი გეგმა იყო რეშფორდისთვის დარტყმა, რადგან ამას მუდმივად აკეთებდნენ პირველი წუთიდან მოყოლებული. თუ ეს არ არის წესების დარღვევა, მაშინ არ ვიცი რა უნდა გითხრათ. მაგრამ ის დარჩა. კოჭი ძალიან აქვს გასიებული, ბუშტს ჰგავს, მაგრამ ის დარჩა. საოცარი განწყობა გვაჩვენა. ის გაბრაზებულია, თანაც ძალიან გაბრაზებულია, რადგან "ლივერპული" მუდმივად მისთვის დასარტყმელად იყო მომართული და ძალიან ბევრი ჯარიმაც მიიღეს ამის გამო."

მაკტომინეი ფანტასტიკური იყო.
"სკოტმა ბრწყინვალედ ითამაშა. ეს მატჩები მას ადრეც აქვს ჩატარებული, დიდ მატჩებს ვგულისხმობ და მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. ის აკადემიელია, რომელიც ამ მატჩების ყურებაში და შეგრძნებებში გაიზარდან და ვიცოდი, რომ ამ მატჩისთვის სრულიად მზად იყო."

შექება დაცვის ხაზს.
"კრის სმოლინგი და ვიქტორ ლინდელოფი ფანტასტიკური ცენტრალური მცველები არიან და ძალიან კარგად დაიცვეს თავი. ლუკ შოუზე ვეღარაფერს ვიტყვი, თქვენც ძალიან კარგად იცით როგორ ითამაშა მან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დაცვის ხაზით მოხიბლული ვარ. ჩვენ ვიცით, რომ ბურთით გაცილებით უკეთ უნდა განვაგრძოთ თამაში. შეგვიძლია კიდეც უკეთესი წარმოდგენების ჩატარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პოლ პოგბა ძალიან, ძალიან კარგი იყო. ყველაფერს, რასაც აკეთებდა გონებით აკეთებდა, ასე რომ მისი კარგი თამაში აუცილებლად აღსანისნავია."

ოთხშაბათს ვბრუნდებით.
"ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, ზოგს ბარძაყის ტრავმა აწუხებს, ზოგს კუნთების, მაგრამ აკადემიელები ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამაზე არ ვღელავთ. ჩვენ ოთხშაბათს საღამოსაც 11 ფეხბურთელი გვეყოლება მოედანზე. კარგია, რომ გამოსაჯანსაღებლად ორი დღე გვაქვს. მაიკლ ქერიკმა შეიძლება მოირგოს ფეხსაცმელი. ისეთ რთულ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მოედანს მე დავჭირდე. ჩვენ კარგად ვართ და მშვენივრად ვგრძნობთ თავს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
25 თებერვალი 2019 10:21
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გუშინ აქ ძაან ბევრი წერდა,რომ ეს უნდა გაუშვან და პოჩეტინო მოიყვანონ. რომ დიდ გუნდებთან ვერ თამაშობს და ა.შ.. 3 იძლებითი ცვლილება პირველი ტაიმის დასაწყისში. 5 წუთიდან მოყოლებული დამტვრეული რაშფორდი(სოლშერი, კოჭი ბუშტივით აქვს გასიებულიო) წარმომიდგენია როგორი ტკივილები ქონდა და გასახდელში რამდენი გამაყუჩებელი გაუკეთეს. თამაშის წინ გამოკლებული ცენტრის ლიდერი მატიჩი და ამ ყველაფრის ფონზე არ წაგება ლივერულთან. უფრო მეტიც,ბევრად უფრო მეტი შანსი ჩვენ გოლის გატანს. ლივერუპს არცერთი. ახლა გადავხედოთ წინა თამაშს. სრული შემადგენლობა ლივერულთან. მხოლოდ 2 დარტყმა კარში და დეხეას 8 სეივი. ახლა რა ხდება ლივერპულის მხარეს 64%-36-ზე. 36-ჯერ დაგვირტეს კარისკენ აქედან 11 ზუსტად წავიდა კარში და 3 გოლი გაგვიტანეს. მოგვიწოდეს 13 კუთხური,როცა ჩვენ მხოლოდ 2 მოვაწოდოთ. ახლა გამოდით აქ ექსპერტებო და მითხარით,რატო ვერ ხედავთ განსხვავებას?
7
№2
ავტორი: bziki
25 თებერვალი 2019 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
როგორც დაიწყო თამაში მატიჩის ტრამვით და როგორც გაგრძელდა მშვენიერი შედეგი დადეს,ლუზერებსაც 2 ქულა დააკლდათ
რაც შეეხება პოჩეტინოს და ოლეს,პოჩის გამო თანახმა ვარ ოლეს გაშვებებაზე და დარწმუნებული ვარ ფერგიც და ვუდვორდიც თანახმა იქნებიან მაგრამ ძალიან აკურატულად უნდა მოხდეს ეგ ამბავი თუ მოხდება,ოლეზე აუგს ვინ იტყვის თუნდაც ოთხეული ვერ დადოს რაც გააკეთა მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მარა პოჩი სხვა დონეა.
კლასით,გამოცდილეით,ტემპით,ტაქტიკურად,სტილით,ფეხბურთელებთან მიდგომით,ახალგაზრდებთან მუშაობით ყველაფრით მაგარია და აღემატება ოლეს მაგის არ აღიარება უბრალოდ უაზრობაა,ზიდანის დანიშვნას მე ოლეს დარჩენა მირჩევნია მარა პოჩი სხვააა. ეს სეზონი პოჩისთვისაც გამოცდა იყო ტრანსფერის გარეშე,ტრამვების მიუხედავად აჩვენებს შედეგს თან როტაციით და თავისი სათამაშო სტილსაც არ ცვლის.
კიდევ ვიძახი ფერგისაც და ვუდვორდსაც დარწმუნებული ვარ ცალსახათ პოჩი ურჩევნიათ მარა პრესას არ ჩარევენ, რო არ გამოვიდეს ოლეზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება.
პოჩის გარდა ოლეს არავის გამო არ გაუშვებენ ვინც ცოტა მაინცაა რეალური, პოჩს უბრალოდ ეპლის გამოცდილება და მანიუსთან თანხვედრაში მყოფი სტილი აქ,საშვალო დონის იგროკებსაც ბოლომდე ხსნის
0
№3
ავტორი: kobinio
25 თებერვალი 2019 11:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ALEXFERGUSON
გუშინ აქ ძაან ბევრი წერდა,რომ ეს უნდა გაუშვან და პოჩეტინო მოიყვანონ. რომ დიდ გუნდებთან ვერ თამაშობს და ა.შ.. 3 იძლებითი ცვლილება პირველი ტაიმის დასაწყისში. 5 წუთიდან მოყოლებული დამტვრეული რაშფორდი(სოლშერი, კოჭი ბუშტივით აქვს გასიებულიო) წარმომიდგენია როგორი ტკივილები ქონდა და გასახდელში რამდენი გამაყუჩებელი გაუკეთეს. თამაშის წინ გამოკლებული ცენტრის ლიდერი მატიჩი და ამ ყველაფრის ფონზე არ წაგება ლივერულთან. უფრო მეტიც,ბევრად უფრო მეტი შანსი ჩვენ გოლის გატანს. ლივერუპს არცერთი. ახლა გადავხედოთ წინა თამაშს. სრული შემადგენლობა ლივერულთან. მხოლოდ 2 დარტყმა კარში და დეხეას 8 სეივი. ახლა რა ხდება ლივერპულის მხარეს 64%-36-ზე. 36-ჯერ დაგვირტეს კარისკენ აქედან 11 ზუსტად წავიდა კარში და 3 გოლი გაგვიტანეს. მოგვიწოდეს 13 კუთხური,როცა ჩვენ მხოლოდ 2 მოვაწოდოთ. ახლა გამოდით აქ ექსპერტებო და მითხარით,რატო ვერ ხედავთ განსხვავებას?

ramdeni celia pachetinos top gundi yavs? ra moiges? olem ukve premierligis rekordi daamyara gadaeci mag diletantebs dzmi...
arsenali, chelsi, da liverpuli araa top klubi ro daachoqa yvela?! Barcelonas fanebs emsgavsebian nel nela.:))))) amaze magari shedegi vindado ro gadavxedot, vercertma
nu idardeb dzamiko

akademiis pexburtelebs miecemat shansi rac dz. maxarebs
0
№4
ავტორი: shotkin
25 თებერვალი 2019 11:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მიუხედავად იმისა რო თავიდნვე მარსიალი არ გვყავდა,მიუედავად იმისა რო ეგრევე 3 ცვლილება გაკეთდა და ტაქტიკაც აირია და სეიცვალა ყველაფერი, მიუხედავად იმისა რო მოედანზე ტრანვირებული მარკუსი დარბოდა მთელი თამაში აი ლივერპულს მომენტებში მაინც ვაჯობეთ, მარტო ბურთის ფლობაში გვაჯობეს, 1 ხელ რო დაგირტყავენ კარში ლუზერები ისიც სარიჯის გაგორებული 45 მეტრიდან რაზეა ლაპარაკი ,მაგრა ტეხავს რო ეგეთუ გუნდი ლიდერობს ჩემპიონატს აშკარად ტრაკშია რიან ეს 1 თმაში არაა როცა ეგრე უღიმღამოდ ატარებენ მატჩებს და ძაან უმართლებთ კიდე რო მაგ პოზიციაზე არიან, ევერტონთან მოგებული თამაში და იგივე სიტიმ ენფილდზე ბოლო წუთებზე ბენალი რო გამაზა და რამდენი ესეთი იგრა კიდე და დღესაც გაუმართლათ რო აგველეწა ხალხი თორე 1 გოლს კი გავიტანდით და ისედაც შეგვეძლო იმ ცვლილებების მიუხედავად და ეს ლივერპული გოლის გამტანს არ გავდა, აი ლიდერები ფორმაში არ ყავთ რა სალაჰი რა მანე რა ფირმონო ფეხი ვერ გაანძრია ვერავინ ვაფშე ლივერულის შემადგენლობიდან, ნეტა გამოგვეყენებინა ის მომენტები რაც შევქმენით 1 სეგვეგდო იმენა 2 ე სასტავით და აკადემიის ხალხით მაკტომინეტი და პერეირებით მოვუგებდით ამ საცოდავებს
0
№5
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგიჟებს ეს ხალხი მეტიი რაექნაა ოლეს????!!!!! მართლა თვითოონ ხო არ შევიდოდაა მოედანზეე. 10 კაცით ვთამაშობდით ფაქტიურად და მაინც ვერაფერი დაგვაკლო ლივერპულმა აქეთ უნდა მოგვეგო ცოტა რო გაგვმართლებოდა.
0
№6
ავტორი: kobinio
25 თებერვალი 2019 12:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: stepno
მაგიჟებს ეს ხალხი მეტიი რაექნაა ოლეს????!!!!! მართლა თვითოონ ხო არ შევიდოდაა მოედანზეე. 10 კაცით ვთამაშობდით ფაქტიურად და მაინც ვერაფერი დაგვაკლო ლივერპულმა აქეთ უნდა მოგვეგო ცოტა რო გაგვმართლებოდა.

სერ ალექსის ბოლო თამაშზე გამორთეს ტელევიზორები და გუშინ პირველად ჩართეს lol ავიწყდებათ მალე დედისცენზურას გინების მეტი რომ არაფერი იწერებოდა და სულ მწვრთნელის და ტაკტიკის გინება რომ იყო და არცეთი ფეხბურთელი არ მოწინდათ დე ხეას მეტი,დააიწყდათ ეგ უკვე და კაცმა 2 თვეში რეკორდი დაამყარა პრემიერლიგის და იმას ადარებენ ვიღაცა არაფრის მომგებ პოჩეტინოს,მაგარია ბაზარი არაა მარა ოლეს როგორ იწუნებ?!
0
№7
ავტორი: JuanMata
25 თებერვალი 2019 13:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ თამაშში ოლეს ერთადერთი შეცდომა ლინგარდის გამოყვანა იყო ალბათ, სხვას უბრალოდ ვერაფერს იზამდა, სამივე ცვლილება გამოიყენა, თამაში გადააწყო იძულებით და ვერც იმას ვიტყვი ავტობუსი გვეყენაო, საკმაოდ ნორმალურად ვუტევდით და გვქონდა 1-2 მომენტიც.

ტაქტიკას რაც შეეხება, ძლიერ გუნდებთან დაცვიდან ვთამაშობთ ყოველთვის, დაახლოებით ჟოზეს ტაქტიკაა, ოღონდ მაღალი პრესინგით და ახლა უფრო სწრაფად გარბიან კონტრაზე.
შეიძლება შემადგენლობითაა გამოწვეული, ან უბრალოდ ასე ურჩევნია თამაში. როგორც ჩანს პოზიციური შეტევა კარგად ვერ ააწყო.

ასე თუ ისე ამ ტაქტიკამ არსენალთან და ჩელსისთან გაამართლა, რაც შეეხება ტოტენჰემს, ძაან გაგვიმართლა, დეხეამ არადამიანური სეივები გააკეთა და იმათაც მომენტები ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში ძაან დაგვჯაბნეს.

ერთი არ მესმის კიდევ, იმისთვის რომ ოლეს დარჩენის სურვილი გქონდეს, აუცილებელია პოჩეტინო გააბანძო? wink

რას ერჩით ამ პოჩეტინოს, მშვენიერი კარგი და მებრძოლი გუნდი შეკრიბა, ოთხეულზე კი დაცინიან ტოტენჰემს, მაგრამ ჩვენთვის 6 წელია 4-ეული სეზონის მთავარი მიზანია.

ოლეს რაც შეეხება, ძალიან კარგად დაიწყო, მუხტი მოიტანა გუნდში და მშვენიერი შედეგი აქვა, მაგრამ ამ კაცის რეალურ ძალას, დავინახავთ ახალ სეზონში, როცა ზაფხულის ტურნეს ჩაატარებს, ტრანსფერებს გააკეთებს და გუნდს თავის ტაქტიკაზე გადააწყობს მშვიდ და ნორმალურ სიტუაციაში და არა შუა სეზონში.
0
№8
ავტორი: qamari
25 თებერვალი 2019 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: bziki
როგორც დაიწყო თამაში მატიჩის ტრამვით და როგორც გაგრძელდა მშვენიერი შედეგი დადეს,ლუზერებსაც 2 ქულა დააკლდათ
რაც შეეხება პოჩეტინოს და ოლეს,პოჩის გამო თანახმა ვარ ოლეს გაშვებებაზე და დარწმუნებული ვარ ფერგიც და ვუდვორდიც თანახმა იქნებიან მაგრამ ძალიან აკურატულად უნდა მოხდეს ეგ ამბავი თუ მოხდება,ოლეზე აუგს ვინ იტყვის თუნდაც ოთხეული ვერ დადოს რაც გააკეთა მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მარა პოჩი სხვა დონეა.
კლასით,გამოცდილეით,ტემპით,ტაქტიკურად,სტილით,ფეხბურთელებთან მიდგომით,ახალგაზრდებთან მუშაობით ყველაფრით მაგარია და აღემატება ოლეს მაგის არ აღიარება უბრალოდ უაზრობაა,ზიდანის დანიშვნას მე ოლეს დარჩენა მირჩევნია მარა პოჩი სხვააა. ეს სეზონი პოჩისთვისაც გამოცდა იყო ტრანსფერის გარეშე,ტრამვების მიუხედავად აჩვენებს შედეგს თან როტაციით და თავისი სათამაშო სტილსაც არ ცვლის.
კიდევ ვიძახი ფერგისაც და ვუდვორდსაც დარწმუნებული ვარ ცალსახათ პოჩი ურჩევნიათ მარა პრესას არ ჩარევენ, რო არ გამოვიდეს ოლეზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება.
პოჩის გარდა ოლეს არავის გამო არ გაუშვებენ ვინც ცოტა მაინცაა რეალური, პოჩს უბრალოდ ეპლის გამოცდილება და მანიუსთან თანხვედრაში მყოფი სტილი აქ,საშვალო დონის იგროკებსაც ბოლომდე ხსნის

თუ მარტო ლამაზი თამაშით გვინდა დავტკბეთ მანიუს მონაწილეობით შეიძლება პოჩეტინოზე ფიქრი ,მე მასზე არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს ,პირიქით სანამ ოლე გამოჩნდებოდა მასზე მქონდა აქცენტი ,მაგრამ ვერაფრის მომგები მწვრთნელი ,თანაც თავისი ფილოსოფიის დასამკვიდრელად მას სეზონიც შეიძლება არ ეყოს ,უფრო ცუდის მომტანი იქნება ,მაგ მოიესი ,სარი და კიდევ ბევრი .მანიუს რაც უნდა მოტივირება და შეგრძნება იმისა სად თამაშობ ,ამას სულით მანჩესტერელზე მეტად ვერაინ იზავს ,ამის მაგალითებიც არის
0
№9
ავტორი: bziki
25 თებერვალი 2019 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს ტრამვები მატიჩის,ერერასი,ლინგარდის თავიდან ბოლომდე გადატვირთვის ბრალია,ლინგარდი უბრალოდ დაიწვა,აქ კი ვიძახდით ელენთა არ აქო მარა ქონია თურმე,რეშიც დამწვარს გავს,მატიჩს არ დაუსვენია იგივე ერერაზეც მაღალი დატვირთვა მოდიოდა,იგივე მარსიალი.
ფაქტია ესეთი პრესინგი ვერ გაქაჩეს დაიმტვრა ნახევარი გუნდი,საკმაო თამაშები გვაქ ჩასატარებელი კიდევ და საკმაოდ მჭიდროდაც არ ვიცი რა იქნება ადვილი კალენდარი ნაღდათ არ გვაქ.

qamari
ყველაფერი რისკია ოლეს დატოვებაც.პოჩს ბევრად მეტი აქ დამტკიცებული უკვე ვიდრე ოლეს.
პოჩს ტიტული არ მოუგიაო და ოლეს ხო გავსილი აქ გარდერობი ტიტულებით,პოჩის მოყვანა ბევრად ნაკლები რისკია ვიდრე ოლეს დატოვება,ოლე ტრანსფერსაც ვერ გააკთებს ავტორიტეტის არ ქონის გამო.
რაც გააკეთა ვერავინ დაუკარგავს შანსსაც იმსახურებს უდაოთ მარა პოჩის შანსი თუ გაჩნდა უნდა მოიყვანონ ჩემი აზრით
0
№10
ავტორი: Lalana
25 თებერვალი 2019 13:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პოჩეტინოსა და ოლეს შედარება ჯერ ნამეტანი ადრეა.არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის რომ ეს ორი მწვრთნელი ერთმანეთს შევადაროთ.ოლემ მშვენიერი მუხტი შემოიტანა გუნდში,ფეხბურთელებიც თავისუფლად გრძნობენ თავს,თუ პარიზს არ ჩავთვლით დიდ გუნდებთანაც არ ჩაუტარებია ცუდი თამაშები,მითუმეტეს იმ ფონზე რომ სულ არ იცის დარჩება თუ არა,აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიურად რთულია ასეთ გარემოში მუშაობა,მაგრამ საკმაოდ კარგად ართმევს თავს.რაც შეეხება პოჩეტინოს,ის ბევრად გამოცდილი მწვრთნელია.იმის და მიუხედავად რომ ყველაზე ცოტას ხარჯავს ტოტენჰემი ტრანსფერებში,მაინც სტაბილურად გამოდიან ჩემიონატში,უგებენ თამაშს რეალ მადრიდს,რომელიც შემდეგ ჩემპიონი ხდება,წელს კი დანაკლისის და მიუხედავად დორტმუნდს ანადგურებენ სახლში,თან იქიდან გამომდინარე რომ ერთი ტრანსფერიც არ განუხორციელებია.დღევანდელი ტოტენჰემი თავიდან ბოლომდე მაგ კაცის აშენებულია.არაფრიდან ააშენა მშვენიერი გუნდი,რომელიც საკმაოდ ანგარიშ გასაწევია,თან არც თუ ისე დიდი რესურსით.საშუალო დონის ფეხბურთელებსაც კი ბოლომდე იყენებს და საოცრად კარგად გამოიყურებიან.სონი რომელიც კაცის შვილმა არ იცოდა ერთ-ერთი გამრჩეულია ახლა პრემიერ ლიგაში,მაგრამ ერადერთი მინუსი ის აქვს რომ ერთი თასიც კი არ აქვს მოგებული,მაგრამ რა ვიცით,იქნებ აქ იგებს იმას რაც ტოტენჰემში არ მოუგია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top