თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2019, 09:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2043,
კომენტარები: 17
"ჩვენ მოედანზე თორმეტი მოთამაშე გვყავდა"
ოლე გუნარი ტრავმებისა და მატჩის შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი გულშემატკივრების გვერდში დგომით გაოცებული დარჩა. მათი ერთგულება ნორვეგიელს უბრალოდ გაოგნებულს ტოვებს. იხილეთ მისი მატჩის შემდგომი ინტერვიუ.

გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ.
"დღეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ "იუნაიტედის" გუნდური შემართება და ერთობა, გულშემატკივრები და ჩვენ, ჩვენ და გულშემატკივრები, ყველანი ერთად ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ვაქებთ მათ, როცა გასვლაზე ვთამაშობთ და ვიმარჯვებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, უბრალოდ, საოცარი გარემო გვაჩვენეს, ეს დაუჯერებელი იყო. მთელი 90 წუთის განმავლობაში! დღეს გულშემატკივრები მე-12 მოთამაშე გახლდათ."

ჩვენ საუკეთესო შანსები გვქონდა.
"ძალიან ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. არ მახსოვს დავიდს რაიმე სერიოზული სეივი გაეკეთებინოს, ასე რომ ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვიყავით, ერთი თუ ორი დიდებული მომენტი გვქონდა და გატანაც შეგვეძლო. კრისი რომ ფორვარდი ყოფილიყო "ლივერპულის" კარს აუცილებლად დალაშქრავდა. ჯესის შანსი მაინც ყველაზე კარგი და რეალური იყო, მაგრამ ის უბრალოდ ვერ იყო ფორმაში."

ტრავმების შესახებ.
"ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, ძალიან ძლიერი გუნდი. ფეხბურთელები მოდიან და სამუშაოს გაკეთება სურთ. თქვენ ყველას კარგად შეგიძლიათ დაინახოთ გასახდელში დატრიალებული გუნდური შემართება. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებულად კარგად არ გვითამაშია, მაგრამ გუნდურად ძალიან კარგად, ძალიან დიდი შემართებით დავიცავით თავი."

რეშფორდი - ნამდვილი მებრძოლი.
"მარკუსი ნამდვილი მებრძოლია, ის ნამდვილი "მანჩესტერელია" და მთელი სხეულით გრძნობს, თუ რას ნიშნავს ეს თამაში. ჩვენ ის მოედანზე გვჭირდებოდა, რადგან სამი ცვლილება უკვე გაკეთებული იყო. ვფიქრობ, რომ უბრალოდ მათი გეგმა იყო რეშფორდისთვის დარტყმა, რადგან ამას მუდმივად აკეთებდნენ პირველი წუთიდან მოყოლებული. თუ ეს არ არის წესების დარღვევა, მაშინ არ ვიცი რა უნდა გითხრათ. მაგრამ ის დარჩა. კოჭი ძალიან აქვს გასიებული, ბუშტს ჰგავს, მაგრამ ის დარჩა. საოცარი განწყობა გვაჩვენა. ის გაბრაზებულია, თანაც ძალიან გაბრაზებულია, რადგან "ლივერპული" მუდმივად მისთვის დასარტყმელად იყო მომართული და ძალიან ბევრი ჯარიმაც მიიღეს ამის გამო."

მაკტომინეი ფანტასტიკური იყო.
"სკოტმა ბრწყინვალედ ითამაშა. ეს მატჩები მას ადრეც აქვს ჩატარებული, დიდ მატჩებს ვგულისხმობ და მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. ის აკადემიელია, რომელიც ამ მატჩების ყურებაში და შეგრძნებებში გაიზარდან და ვიცოდი, რომ ამ მატჩისთვის სრულიად მზად იყო."

შექება დაცვის ხაზს.
"კრის სმოლინგი და ვიქტორ ლინდელოფი ფანტასტიკური ცენტრალური მცველები არიან და ძალიან კარგად დაიცვეს თავი. ლუკ შოუზე ვეღარაფერს ვიტყვი, თქვენც ძალიან კარგად იცით როგორ ითამაშა მან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დაცვის ხაზით მოხიბლული ვარ. ჩვენ ვიცით, რომ ბურთით გაცილებით უკეთ უნდა განვაგრძოთ თამაში. შეგვიძლია კიდეც უკეთესი წარმოდგენების ჩატარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პოლ პოგბა ძალიან, ძალიან კარგი იყო. ყველაფერს, რასაც აკეთებდა გონებით აკეთებდა, ასე რომ მისი კარგი თამაში აუცილებლად აღსანისნავია."

ოთხშაბათს ვბრუნდებით.
"ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, ზოგს ბარძაყის ტრავმა აწუხებს, ზოგს კუნთების, მაგრამ აკადემიელები ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამაზე არ ვღელავთ. ჩვენ ოთხშაბათს საღამოსაც 11 ფეხბურთელი გვეყოლება მოედანზე. კარგია, რომ გამოსაჯანსაღებლად ორი დღე გვაქვს. მაიკლ ქერიკმა შეიძლება მოირგოს ფეხსაცმელი. ისეთ რთულ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მოედანს მე დავჭირდე. ჩვენ კარგად ვართ და მშვენივრად ვგრძნობთ თავს."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
25 თებერვალი 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalana
მთლიანი ტოტენჰემი მაგის აწყობილია კეინი თითონ დააწინაურა,ალი,სონი,დაიერი,ვინკსი,ერიქსენის ამ დონეზე თამაში.
ტრანსფერი რაც გააკეთა საშვაალო დონეზე დაბალი იგროკები ვანიამა,სისოკო,ბენ დევისი,ორიე,რტიპიერი,ალდერვეირელდი(იმ დროს საშვალო დონეზე დაბალი),სანჩესში გადაიხადა ცოტა ძვირი ასაკის გამო და მაგანაც გაუმართლა.
არაფრისგან მშვენიერი გუნდი შეკრა მშვენიერი სათამაშო სტილით,ბოდიში ეხლა თუ ჩემპიონთა ილგები ვერ მოიგო და გვარდიოლას 3 მილიარდიან პროექტს ჩემპიონობას ვერ ართმევს
0
№12
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2019 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: stepno
მაგიჟებს ეს ხალხი მეტიი რაექნაა ოლეს????!!!!! მართლა თვითოონ ხო არ შევიდოდაა მოედანზეე. 10 კაცით ვთამაშობდით ფაქტიურად და მაინც ვერაფერი დაგვაკლო ლივერპულმა აქეთ უნდა მოგვეგო ცოტა რო გაგვმართლებოდა.

სერ ალექსის ბოლო თამაშზე გამორთეს ტელევიზორები და გუშინ პირველად ჩართეს lol ავიწყდებათ მალე დედისცენზურას გინების მეტი რომ არაფერი იწერებოდა და სულ მწვრთნელის და ტაკტიკის გინება რომ იყო და არცეთი ფეხბურთელი არ მოწინდათ დე ხეას მეტი,დააიწყდათ ეგ უკვე და კაცმა 2 თვეში რეკორდი დაამყარა პრემიერლიგის და იმას ადარებენ ვიღაცა არაფრის მომგებ პოჩეტინოს,მაგარია ბაზარი არაა მარა ოლეს როგორ იწუნებ?!

დაუნახავი ადამიანის მეტი მაგას არავინ გააკეთებს :)) არანაირი პოჩე,ალეგრი,ზიდანი და ვინც გინდა იყოოს რაა. გუნდის სული და გულია ოლე და ყველაზე მეტად იცის თუ რა ჭირდება მანჩესტერს და ეს ძალიან მალე დაგვანახა.
0
№13
ავტორი: kobinio
25 თებერვალი 2019 19:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746

იცი ზველაზე დიდი მიღწევა რაარი ოლესი რომ ამ ე.წ ნაგვის ხროვისგან გუნდი დააყენა და სული შტაბერა... აი ეს ავიწყდება ყველას .სულ სამი თვის წინ მარტო დე ხეა რომ უნდა ყოფილიყო და სხვას ყვეალს რომ ყიდიდნენ აქ მავანნი ეს არავის აღარ ახსოვს და პოგბა კლასნია,ლინგარდის გარეშე გვიჭირს,მარსიალი ხო სული დაგულია მანიუსი,ჰერერა ვაფშე ზამენისთვისაც რომ ენანებიოდა სასტავს შეუცვლელი გახდა და ეს ყველაფერი შელოცვით გონიათ ამათ ტუ როგორაა საქმე? ეს იმიტომ რომ ოლე თვითონაა ამ ლეგენდის და სიყვარულის შემოქმედი და მთავარი მოქმედი პირი.არ ვამბობ რომ პოჩეტინო უარგისია ან რამე მსგავსი შეურაწყოფა მაგრამ ის რაც ოლემ შეძლო ამ პატარა დროში ყველას ძალიან გაუჭირდებოდა და ზიდანს ვინც ახსენებს ისიც გაიხსენოს რა სასტავი ჩაიბარა და ისიც არ დაავიწყდეს რომ მანიუზე შეეშინდა და უარი თქვა!!! გამარჯოს ყველა ჩვენებს სულ ცენზურა დანარჩენებს.ოლეგუნარ სოლსკიაერ lol
0
№14
ავტორი: giorgi_mg
25 თებერვალი 2019 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოდით რეალურად შევხედოთ რა ცივ გონებაზე (გუშინ მეც რო დამეწერა რაღაც გიჟურს გავაძრობდი, უარყოფითს რათქმაუნდა) 5 აკადემიელი იყო შემადგენლობაში და რას ვთხოვთ ოლეს? 5 აკადემიელით, ბებერი 10იანი მატათი, მქრჯვენა ფლანგის არ ყოლით და 1 კარგი ნახევარმცველით მოუგოს საჩემპიონოდ გამზადებულ ლივერპულს? ყველას გვინდა მაგრამ რეალობა წელს სხვაა. სწორი გადაწყვეტილებაც იყო რომ არ შეუტიეს თავქუდმოგლეჯილებმა, თორე მინ 2 გოლს მივიღებდით და მერე ვიტყოდით აი ლივერს ვერ მოუგო აი პსჟს ვერ მოუგოდა წავიდესო. ტაკ შტო სწორი არჩევანი გააკეთა დაჟე მოგების შანსიც ჰქონდა. ჩემგან ბრავო და ტაში ოლეს!
0
№15
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ole unda darches❤️
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2019 22:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოლდ ტრაფორდი მართლა შეუდარებელი იყო
0
№17
ავტორი: stepno
26 თებერვალი 2019 03:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: stepno
ციტატა: kobinio
ციტატა: stepno
მაგიჟებს ეს ხალხი მეტიი რაექნაა ოლეს????!!!!! მართლა თვითოონ ხო არ შევიდოდაა მოედანზეე. 10 კაცით ვთამაშობდით ფაქტიურად და მაინც ვერაფერი დაგვაკლო ლივერპულმა აქეთ უნდა მოგვეგო ცოტა რო გაგვმართლებოდა.

სერ ალექსის ბოლო თამაშზე გამორთეს ტელევიზორები და გუშინ პირველად ჩართეს lol ავიწყდებათ მალე დედისცენზურას გინების მეტი რომ არაფერი იწერებოდა და სულ მწვრთნელის და ტაკტიკის გინება რომ იყო და არცეთი ფეხბურთელი არ მოწინდათ დე ხეას მეტი,დააიწყდათ ეგ უკვე და კაცმა 2 თვეში რეკორდი დაამყარა პრემიერლიგის და იმას ადარებენ ვიღაცა არაფრის მომგებ პოჩეტინოს,მაგარია ბაზარი არაა მარა ოლეს როგორ იწუნებ?!

დაუნახავი ადამიანის მეტი მაგას არავინ გააკეთებს :)) არანაირი პოჩე,ალეგრი,ზიდანი და ვინც გინდა იყოოს რაა. გუნდის სული და გულია ოლე და ყველაზე მეტად იცის თუ რა ჭირდება მანჩესტერს და ეს ძალიან მალე დაგვანახა.

იცი ზველაზე დიდი მიღწევა რაარი ოლესი რომ ამ ე.წ ნაგვის ხროვისგან გუნდი დააყენა და სული შტაბერა... აი ეს ავიწყდება ყველას .სულ სამი თვის წინ მარტო დე ხეა რომ უნდა ყოფილიყო და სხვას ყვეალს რომ ყიდიდნენ აქ მავანნი ეს არავის აღარ ახსოვს და პოგბა კლასნია,ლინგარდის გარეშე გვიჭირს,მარსიალი ხო სული დაგულია მანიუსი,ჰერერა ვაფშე ზამენისთვისაც რომ ენანებიოდა სასტავს შეუცვლელი გახდა და ეს ყველაფერი შელოცვით გონიათ ამათ ტუ როგორაა საქმე? ეს იმიტომ რომ ოლე თვითონაა ამ ლეგენდის და სიყვარულის შემოქმედი და მთავარი მოქმედი პირი.არ ვამბობ რომ პოჩეტინო უარგისია ან რამე მსგავსი შეურაწყოფა მაგრამ ის რაც ოლემ შეძლო ამ პატარა დროში ყველას ძალიან გაუჭირდებოდა და ზიდანს ვინც ახსენებს ისიც გაიხსენოს რა სასტავი ჩაიბარა და ისიც არ დაავიწყდეს რომ მანიუზე შეეშინდა და უარი თქვა!!! გამარჯოს ყველა ჩვენებს სულ ცენზურა დანარჩენებს.ოლეგუნარ სოლსკიაერ lol

110 % იანი ხარ მეც მაგას ვამბობ ზუსტად. ჰაერიდან არ მოდის ეს წარმატებაა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top