თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 20:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2072,
კომენტარები: 13
ლუკაკუს "მანჩესტერული" კარიერა დასასრულს უახლოვდება
კლუბის მესვეურები ბელგიელის ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან.
ლუკაკუს
"წითლების" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა ზაფხულში სამუშაო ადგილი შეიცვალოს. მისით "ოლდ ტრაფორდზე" უკმაყოფილონი არიან. სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, შეტევაში ადგილი მარკუს რეშფორდმა დაიკავა, რომელიც თავის მხრივ ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

კლუბის ცხრიანი თავის შანსებს იღებს, მაგრამ სტატისტიკურად, აქტივის შევსებას ვერ ახერხებს და თითქოს მან შეტევაში ეფექტურობაც დაკარგა. ეფექტურობა რომელიც გუნდს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება.

"იუნაიტედი" მისი შემცვლელების ვინაობაზე ფიქრს აქედანვე იწყებს. Daily Mirror - ზე დაყრდნობით თუ ვისაუბრებთ, 25 - წლის ფორვარდის ალტერნატიულ შემცვლელად, "ინტერის" შემტევი მაურო იკარდი სახელდება. "წითლებს" პაულო დიბალაც სურთ.

Transfermarkt - "ნერაძურის" ფეხბურთელს 100 - მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "ბებერი ქალბატონის" შემტევის ფასი 110 მილიონს შეადგენს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
17 თებერვალი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დიბალას... იკარდი მირჩევნია ბევრად მძიმედ გამოიყურება ინტერი და ვერ თამაშობს და იკარდი კი გუნდს ათრევს ამიტო იკარდის შეუძლია მძიმე სიტვაციიდან გუნდის ხსნა დიბალა კი პირდაპირ აწყობილ გუნდში უნდა ათამაშო სადაც უამრავი ვარსკლავი თამაშობს და იკარდის შემთხვევაში სხვა ნაირად არის საქმეეე იკარდის ჩემი ხმა <3 de gea dalot lindelof baily coulibaly pogba rakitic matic rashford icardi martial
0
№2
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ყველაზე მაგრად იკრდის ყიდვა გამისწორდება
0
№3
ავტორი: Smoke - N
17 თებერვალი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
თუ მასეა იკარდის დიბალა ჯობიაა და ეს მძორი ნამდვილად უკვე გასაშვებია დიბალა ძაან მომწონს და როგორ მინდა გავაწითლოთ.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2019 22:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მიუხედავად იმისა, რომ ბურთის გაჩერების დონე ნამდვილად არ აქვს ტოპ კლასის და ცოტა მოუხერხებელია, მაინც უმაღლესი დონის ფორვარდია, წავა სხვაგან და ისე ათამაშდება დანანებით გავიხსენებთ. ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც სხვა ტოპ ფორვარდებს ნაკლებად, თუნდათ მსოფლიოზე რა მაგრად ითამაშა, საუკეთესო ცხრიანი იყო მუნდიალზე ჩემი აზრით.

ოლეს მსუბუქი შეტევაც ყოველთვის ვერ გაამართლებს და პესეჟესთან მეორე ტაიმში გამოჩნდა ეს, მარსიალის და ლინგარდის ტრავმების მერე ფიზიკურად ვერ უტევდა გუნდი, პრინციპში ვერც მანამდე ბრწყინავდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო რომელუ იყო საჭირო.

ლუკაკუ მაინც საჭირო კაცია, უბრალოდ ცუდ ფორმაშია და ნაკლებად მგონია რო ამასაც სანჩესი დაემართოს, ფორმაში თუ შევიდა შეუცვლელი გახდება და ოლეს ხელში ამის დიდი შანსია, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ სწყალობს.

რო ვიცი მოვა იკარდი და აქ გახდება დვალიშვილი, როგორც ბოლო 5-6 ტრანსფერი, მათ შორის ლუკაკუც მარა მაინც არ მინდა რო გაყიდონ, დიდი ძალაა და ამაში კიდე უფრო ბელგიის თამაშმა დამარწმუნა, სადაც გამოჩნდა, რომ მსუბუქ და ჰაეროვან ტაკტიკაშიც მაგრად ჩაჯდა და არც ისე ტარანული ტიპის ფორვარდია როგორიც გვგონია, მარტო ბრაზილიასთან და იაპონიასთან თამაში რად ღირს დღემდე სალაპარაკო აქვს ფეხბურთის გულშემატკივარს ეს მატჩები. ამიტო მგონია რო ლუკაკუს შანსი უნდა მიეცეს, ცოტა ბურთის გაჩერება, განაწილება თუ დახვეწა და ფორმაში შევიდა უძლიერესი ცხრიანი იქნება.
0
№5
ავტორი: gaga1987
17 თებერვალი 2019 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Yvelaze magrad dibala minda. Magrad momwons. Marjvniv daalagebda yvelafers.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
17 თებერვალი 2019 22:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
არცდიბალას მოიყვანენ და არც იკარდის.რაც შეეხება ლუკაკუს.არ თუ ვერ ვთამაშობთ ისეთ სტილს სადაც ლუკაკუ გამოჩნდება.მარჯვნივ რამდენიც დააყენეს გაწეული ან ასისტები აკეთა ან ძაან ამწვავებდა.
სიმართლე უნდა ითქვას და ჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა სტილს ვთამაშობთ.რეში 9ზე რო დგას აქ ბევრ რამეს ეცემა პასუხი.ვინ დაინახა მასში 9ანობა ნეტა მანახა.კიდეც მინელდა და ვეღარც გააქვს.მერე ვამბობთ არაა ფორმაშიო.სივრცე უნდა რეშს სივრცე და დღეს თუ ვინმე საჯარიმოში სივრცეს მოგცემს მიიღე დაამუშავე და მერედაარტყიო ეს ქართულ კლუბი თუ იქნება პრემიერ ლიგაში ნაკლებად.ლუკაკუ არის ტიპიური ბოლოდარტყმის ერთშეხებიანი დარტყმის ფეხბურთელი.ძაან დააკომპლექსეს მედიამ და ტრენერებმაც და მიტოა ახლა ცუდ დღეში როა.ლუკაკუს ფუნქცია მოუს დროს იყო გადმოგდებულ ბურთზე ბრძოლა ისიც უაზროდ გადმოგდებულზე,აი იქ სადაც ლუკაკუ არ იყო.მერე ვერ კმორჩილებდა და ჩვენც ვლანძღავდით.
თუ ეგრეა საქმე ნაკრებში რატომაა პირიქით?აქაა ძაღლის თავიც დამარხული.
ვერ ვიყენებთ სწორად იმ რესურსს რკმელიც გვყავს და რკმელიც აუცილებლად გადასახალისებელია ოღონდ ახლა რაც გვყავს ისინი გამოვიყენოთ
0
№7
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2019 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
ჯერ უნდა მიცენ კიდევ შანსი, ვერ ვიტყვი რომ ან დიბალა ან იკარდი ჯობია ფორმაში მყოფ ლუკაკუს, ერთი თემა ის არის რომ ნელია და სწრაფად ვერ გადადის შეტევებზე, დანარჩენი ბურთის ტარებაც კარგი აქ, პასიც კარგი აქ და კარგადაც ასრულებს შეტვებს ხშირ შემთხვევაში love am
0
№8
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2019 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლუკაკუს გაშვებაზე საუბარი ძალიან ადრეა, ჯერ ნორმალურად არც გამოუყენებია, რაც შეეხება 9_იანს რეში ამასთან ახლოსაც ვერ მივა მე ასე ვფიქრობ, რეში უნდა იდგეს ფლანგზე ბევრად პროდუქტიულია და ლუკაკუ უნდა ჩასვას ამ სტილში ისე რომ პროდუქტიული იყოს, გამოყენება უნდა ამ კაცს, მაგალითი გვაქვს ბელგიის ნაკრები.
0
№9
ავტორი: JuanMata
17 თებერვალი 2019 23:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
არცდიბალას მოიყვანენ და არც იკარდის.რაც შეეხება ლუკაკუს.არ თუ ვერ ვთამაშობთ ისეთ სტილს სადაც ლუკაკუ გამოჩნდება.მარჯვნივ რამდენიც დააყენეს გაწეული ან ასისტები აკეთა ან ძაან ამწვავებდა.
სიმართლე უნდა ითქვას და ჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა სტილს ვთამაშობთ.რეში 9ზე რო დგას აქ ბევრ რამეს ეცემა პასუხი.ვინ დაინახა მასში 9ანობა ნეტა მანახა.კიდეც მინელდა და ვეღარც გააქვს.მერე ვამბობთ არაა ფორმაშიო.სივრცე უნდა რეშს სივრცე და დღეს თუ ვინმე საჯარიმოში სივრცეს მოგცემს მიიღე დაამუშავე და მერედაარტყიო ეს ქართულ კლუბი თუ იქნება პრემიერ ლიგაში ნაკლებად.ლუკაკუ არის ტიპიური ბოლოდარტყმის ერთშეხებიანი დარტყმის ფეხბურთელი.ძაან დააკომპლექსეს მედიამ და ტრენერებმაც და მიტოა ახლა ცუდ დღეში როა.ლუკაკუს ფუნქცია მოუს დროს იყო გადმოგდებულ ბურთზე ბრძოლა ისიც უაზროდ გადმოგდებულზე,აი იქ სადაც ლუკაკუ არ იყო.მერე ვერ კმორჩილებდა და ჩვენც ვლანძღავდით.
თუ ეგრეა საქმე ნაკრებში რატომაა პირიქით?აქაა ძაღლის თავიც დამარხული.
ვერ ვიყენებთ სწორად იმ რესურსს რკმელიც გვყავს და რკმელიც აუცილებლად გადასახალისებელია ოღონდ ახლა რაც გვყავს ისინი გამოვიყენოთ


რეშზე გეთანხმები, მოკლედ დისტანციაზე თამაში და ბურთის ტარება არ გამოსდის, მაგრამ მე ვერც ლუკაკუში ვხედავ მაგ თვისებას, არაა მარტო ცუდი პასების ბრალი, ის რომ ბურთს ვერ აჩერებს სწორად და ნაკრებშიც იგივე პრობლემა აქვს, ხშირად ისეთი გოლები გააქვს, როცა კარის წინ გპოულობენ, ესეც საქმეა, მაგრამ მაინც ძაან მოუხეშავი ტიპია, მაგის გოლებიც კი ისეთია თითქოს შემთხვევით გამოუვიდაო. შორიდან დარტყმა საერთოდ არ უვარგა და მარჯვენას ვერ იყენებს.

გამოყენება შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი შედეგებისთვის იდეალურად მორგებული ფეხბურთელები გვჭირდება, კაცმა არ იცის ახალ სეზონში რა ფეხბურთს ვითამაშებთ, ვინ იქნება მწვრთნელი და ვინ უფრო მოერგება გუნდს, მაგრამ ახლა ამ ფეხბურთს რასაც ვუყურებ, იკარდი ალბათ ძაან კარგად მოერგებოდა.

ახლანდელ შემადგენლობაში ალბათ მარსიალი ყველაზე ახლოსაა ცენტრ ფორვარდის როლთან.
0
№10
ავტორი: Kantona1994(777)
18 თებერვალი 2019 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ძალიან დიდი ხანია მინდა რომ იკარდი ეშმაკი გახდეს და დაცვაში კულიბალი მოიყვანონ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top