თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 20:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 13
ლუკაკუს "მანჩესტერული" კარიერა დასასრულს უახლოვდება
კლუბის მესვეურები ბელგიელის ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან.
ლუკაკუს
"წითლების" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა ზაფხულში სამუშაო ადგილი შეიცვალოს. მისით "ოლდ ტრაფორდზე" უკმაყოფილონი არიან. სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, შეტევაში ადგილი მარკუს რეშფორდმა დაიკავა, რომელიც თავის მხრივ ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

კლუბის ცხრიანი თავის შანსებს იღებს, მაგრამ სტატისტიკურად, აქტივის შევსებას ვერ ახერხებს და თითქოს მან შეტევაში ეფექტურობაც დაკარგა. ეფექტურობა რომელიც გუნდს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება.

"იუნაიტედი" მისი შემცვლელების ვინაობაზე ფიქრს აქედანვე იწყებს. Daily Mirror - ზე დაყრდნობით თუ ვისაუბრებთ, 25 - წლის ფორვარდის ალტერნატიულ შემცვლელად, "ინტერის" შემტევი მაურო იკარდი სახელდება. "წითლებს" პაულო დიბალაც სურთ.

Transfermarkt - "ნერაძურის" ფეხბურთელს 100 - მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "ბებერი ქალბატონის" შემტევის ფასი 110 მილიონს შეადგენს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Vaskaa
18 თებერვალი 2019 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მე ფორმაში მყოფი ლუკაკუ არ მინახია.
ორი გოლი ხანდახან კრაუჩსაც გაჰქონდა.
რაც შეეხება იკარდის ან დიბალაა რა თქმა და იკარდი. მაგრად არ მევასება ქიმბალა.
ისე პოგბას რომ გრიზმანი დაეკერა.
0
№12
ავტორი: mishiko1
18 თებერვალი 2019 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ორივე კანდიდატი მოუხდება მანიუს ყოველ შემთხვევაში ლუკაკუს ორივე სჯობია, შეიძლება ინტერთან ბარტერი ლუკაკუში გაგვიცვალონ იკარდი.
0
№13
ავტორი: M.Rashford
18 თებერვალი 2019 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
დიბალას ყიდვის შანსია ძალიან დიდი. იკარდიმ გამოტოვა ეს შეხვედრები განაცხადშიც არ იყო, ფაქტია რომ იუვეში გადადის. სანჩოს ყიდულობენ 70 მილიონადო დღეს წავიკითხე უცხოურ გვერდზე. არადა კაი ნიჭიერია, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top