თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 13:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2287,
კომენტარები: 14
"მინდა, რომ მოედანზე ბალახი შეჭამოთ"
პატრის ევრას ემოციური მიმართვა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.
გუშინ პატრის ევრამ "ტვიტერზე" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს მცირე ვიდეო-კლიპით მიმართა:

"ეს შეტყობინება "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელისა და გულშემატკივრისთვისაა.

"იუნაიტედი" - პსჟ გველის წინ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს პსჟ-ში, ძალიან დიდ პატივსაც ვცემ ამ გუნდს, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ასე რომ, ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, რომ ხვალ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეთ! მინდა, რომ მოედნის ყველა ნაწილში იყოთ, მინდა, რომ სტადიონზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოთ. მინდა, რომ მოედანზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბალახი შეჭამოთ! რაც შეეხება გულშემატკივრებს - ჩვენ თქვენზე ყოველთვის ვამბობდით, რომ "ოცნების თეატრს" გვიქმნიდით, მაგრამ მინდა, რომ ხვალ მოწინააღმდეგე მხარისთვის "კოშმარის თეატრად" იქცეთ.

ბიჭებო, როცა მოედანზე შეხვალთ, ძალიან მინდა, რომ თვალები კარგად გაახილოთ და დაინახოთ დიდი ასოებით დაწერილი ერთი სიტყვა: "BELIEVE". სისულელეა, რომ თქვენს შეჩერებას ვინმე შეძლებს, სისულელეა, რომ რომელიმე საჯარიმოში დაგვჯაბნიან. თქვენ დავიდ დე ხეა გიდგათ კარებში, რაც ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" მაღაზია დაკეტილი იქნება! ენტონი, არ მანაღვლებს, თუ დღეს არ გაიღიმებ, ერთადერთი რაც მინდა შენგან არის ის, რომ ხალხი გაანადგურო! რეშფორდ, დამანახე, რომ ნამდვილად "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიჭუნა ხარ!

ოლე, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის! შენ გასაოცარი ხარ!

#ForeverRed #ILoveThisGame"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
12 თებერვალი 2019 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Wow კარგი ემოციური მიმართვა, იმედია ასეც იზავენ...
0
№2
ავტორი: gaga1987
12 თებერვალი 2019 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Oho ai emocia))))) GGMU
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 15:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
დამბურძგლააა.ამის მეტს ოლეც ვერ ეტყვის ბიჭებს თამაშის წინ:)
1
№4
ავტორი: krekera
12 თებერვალი 2019 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
საღოოოლ პატრიიკ ჩვენიანია ეს კაცი!!!
1
№5
ავტორი: Lalana
12 თებერვალი 2019 16:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პატრიკი და ბერბა როგორ გულშემატკივრობენ მანჩესტერს.სხვებს რა ჭირთ ასეთ განცხადებებს რომ არ აკეთებენ? no
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 17:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი სიტყვები რაც შეიძლება მეტი უნდა ითქვას გადახდელში
1
№7
ავტორი: mishiko1
12 თებერვალი 2019 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მადლობა ევრას თბილი სიტყვებისთვის, იმედი მაქვს ფორით მოუგებთ 2-0 ან 3-0 რომ განმეორებით თამაშს აზრი დაეკარგოს.
0
№8
ავტორი: lasha001
12 თებერვალი 2019 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
iseti mimartva iyo rom bichebis adgilas rom viyo balaxebs ki ara mtels PSJ s shevchamdi :) kargi xar evra rogorc yoveltvis. warmatebebi bichebo min 3 burtis sxvaobit mogeba gvinda tore parizshi mdzime damashi gvelis. MU chempionnn
0
№9
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2019 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ მიყვარს ეს მასხარა კაცი:))❤️
0
№10
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2019 20:58
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მოტივაციაც ასეთი უნდა!!! ეს სიტყვები ბევრს დაეხმარება დღეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top