თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 13:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2291,
კომენტარები: 14
"მინდა, რომ მოედანზე ბალახი შეჭამოთ"
პატრის ევრას ემოციური მიმართვა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.
გუშინ პატრის ევრამ "ტვიტერზე" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს მცირე ვიდეო-კლიპით მიმართა:

"ეს შეტყობინება "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელისა და გულშემატკივრისთვისაა.

"იუნაიტედი" - პსჟ გველის წინ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს პსჟ-ში, ძალიან დიდ პატივსაც ვცემ ამ გუნდს, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ასე რომ, ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, რომ ხვალ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეთ! მინდა, რომ მოედნის ყველა ნაწილში იყოთ, მინდა, რომ სტადიონზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოთ. მინდა, რომ მოედანზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბალახი შეჭამოთ! რაც შეეხება გულშემატკივრებს - ჩვენ თქვენზე ყოველთვის ვამბობდით, რომ "ოცნების თეატრს" გვიქმნიდით, მაგრამ მინდა, რომ ხვალ მოწინააღმდეგე მხარისთვის "კოშმარის თეატრად" იქცეთ.

ბიჭებო, როცა მოედანზე შეხვალთ, ძალიან მინდა, რომ თვალები კარგად გაახილოთ და დაინახოთ დიდი ასოებით დაწერილი ერთი სიტყვა: "BELIEVE". სისულელეა, რომ თქვენს შეჩერებას ვინმე შეძლებს, სისულელეა, რომ რომელიმე საჯარიმოში დაგვჯაბნიან. თქვენ დავიდ დე ხეა გიდგათ კარებში, რაც ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" მაღაზია დაკეტილი იქნება! ენტონი, არ მანაღვლებს, თუ დღეს არ გაიღიმებ, ერთადერთი რაც მინდა შენგან არის ის, რომ ხალხი გაანადგურო! რეშფორდ, დამანახე, რომ ნამდვილად "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიჭუნა ხარ!

ოლე, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის! შენ გასაოცარი ხარ!

#ForeverRed #ILoveThisGame"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: psixi13
12 თებერვალი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
გულშემატკივრებიც ესეთი ჰყავს როგორიც ევრააა..ცუდად ვარ ისე ველოდები თამაშს.მართლა მადლობა ოლეს რომ მანჩე დაგვიბრუნა.დგეს პიტალო დიმარიას პეხი უნდა მოაჭამონ და რეშმა უნდა დაამტკიცოს რომ მბაპეზე პსიხია და ესეც იქნება
0
№12
ავტორი: de gea1
12 თებერვალი 2019 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
გენაცვალე ევრა გლორი გლორი მანუტდ მიდით ბიჭებო
0
№13
ავტორი: kobinio
13 თებერვალი 2019 00:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინიომ დაარიგა ალბათ ასე ჩაჯმული ტაკტიკა რომ დააყენა
0
№14
ავტორი: giorgi_mg
13 თებერვალი 2019 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პატრის სამწუხაროდ ჩვენსავით იმედგაცრუებული დარჩი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top