თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2019, 17:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2087,
კომენტარები: 12
ჯონსი: "დარჩენა ძალიან მინდა"
ჯონსმა ოლე გუნარსა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჯონსი:
ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედისთვის" წარმატებული პერიოდი დაიწყო. ფილ ჯონსის განცხადებით, ყოფილმა ფორვარდმა გუნდში სიახლე და შემართება მიიტანა.

"მან "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ძალა მოიტანა. მხოლოდ ერთი მიზნით მოვიდა - ძველი კარგი და ბედნიერი დროის უკან დასაბრუნებლად. ვფიქრობ, რომ ეს მოახერხა კიდეც."

"მისი მიდგომები უბრალოდ გასაოცარია. მე, როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ყველაფერი მომცა, რაც მჭირდებოდა. ის ყველაფერს გულწრფელად და პირდაპირ გვეუბნება, რაც აუცილებელია."

"ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ჯერ კიდევ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. შეიძლება კარგი სტარტი ავიღეთ და ყველა ჩვენზე საუბრობს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს."

"ჩვენ ოთხეულს მიღმა ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩვეული პოზიცია არ არის. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ ლიგაზე."

"თუ წლის ბოლოს ამ ყველაფერს მოვახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ წარმატებული წელი გვქონდა. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ მოცემული მომენტისთვის."

26 წლის მცველი "იუნაიტედში" "ბლექბარნიდან" გადავიდა რვა წლის წინ. ჯონსმა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მე უკვე დიდი ხანია დალაგებული ვარ. იმ წუთიდანვე როგორც კი აქ ფეხი შემოვდგი საოცრად ვიგრძენი თავი, ძალიან კარგი დახვედრა მომიწყვეს. აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს და ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს."

"ძალიან მინდა დარჩენა, ეს ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია". ეს კლუბი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მე ძალიან მიყვარს კლუბიც, გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიც."

"ვნახოთ, რა მოხდება. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
1 თებერვალი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
წატი შენი....

მოუქნელი და უნიჭო და უტვინო მცველი ხარ და 7 წელი რომ შენნაირი დურბინდებით არი გუნდი სავსე იმიტომ ვიყვინთავეთ ამდენი ხანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
1 თებერვალი 2019 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ტრამვებმა შეუშალა ჯონს ხელი თორე ბევრად მაგარი მცველი იქნებოდა ..ბოლო ბოლო ფერგის მოყვანილიაა და ენდობოდა სულ
0
№3
ავტორი: Human
1 თებერვალი 2019 19:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
როგორ მახსოვს რო ბაბუ ამას ჩამშლელად იყენებდა ხოლმე და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.
რავი იქნებ დაასვენონ ბებერი მატიჩი, თორე ისეთი კალენდარი გველოდება მაგას და პოგბას რამე რო მოუვიდეს წარმოდგენაც არ მინდა ცენტრში და დაცვაში რა მოხდება
0
№4
ავტორი: shotkin
1 თებერვალი 2019 21:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არვიცი დაგტოვენებ თუარა მარა 1 რამე ცხადია არ ხრ ჯიგარ სასტავის კაცი ზამენაზე კიდე ხო მარა არანაირად არ შეიძლება სენი საწყის 11 ეულში შეყვანა აქ კარიერას ვერ დაამთავრებ ეგ ნაღად ვიცი და კიდე ერთხელ გაგიხანგრძლივებენ კონტრაქტს თუარა მთავარია სასტავის კაცად არ მოგიაზრონ და დალშე ნიჩივო
0
№5
ავტორი: holandieli mfrinavi
1 თებერვალი 2019 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ჩვენ არ გვინდა არ გვინდა და კლიენტიც არაა რო გაყიდო wink
0
№6
ავტორი: Svanchester
1 თებერვალი 2019 22:15
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ტრავმებმა თავისებურად იმოქმედა ამის კარიერაზე. გულიანად და ჟილკით თამაშობს მაგრამ უკლასო მცველია.ზამენისთვის კარგია, აი ძირითადს კი მართლა არ იმსახურებს. ყოველშემთხვევაში იმ სათამაშო ფორმით რაც ახლა აქვს.
0
№7
ავტორი: stepno
2 თებერვალი 2019 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იცი რაარი ცოტა პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი და გინებას არ დაუწყებ, მაგრამ მინდა ავღნიშნო ,რომ მარტო იმიტომ არ უნდა ათამაშო ფეხბურთელი რო მანჩესტერი ძალიან უყვარს და ერთგულია. ჯონსი არის საშუალო დონის ძალიან ჩვეულებრივი მცველი არანაირი პერსპექტივით ასე,რომ თუ ეს კაცი ძირითადში იქნება ესეიგი გუნდს პრობლემები არ მოაკლდება ასევეა სმოლინგიც და როხოც რათქმაუნდა. ბაილი ლინდელოფი აი ეს დუეტი უნდა იყოს ცენტრში სხვა არანაირი გზა არ გვაქ და წარმოუდგენელი მგონია რომ სულშერმა ეს დუეტი არ დააყენოს პსჟ-სთან თუ რათქმაუნდა ტრავმებმა არ იჩინა თავი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
2 თებერვალი 2019 10:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც გაუხანგრძლივებენ ასე მგონია
0
№9
ავტორი: bziki
2 თებერვალი 2019 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
როხო და ჯონსი რა დონის მცველები არიან რო წარმოიდგინოთ ყველამ იცის რო ნებისმიერ შეთავაზებას განიხილავდნენ მაგათზე მარა მსურველი არ ყავთ,ჯონსს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ კონტრაკტი მაინც ვერ გაყიდიან თუ უფასოდ გაშვება ენანებათ
ერთი კი არა ორი მცველია მოსაყვანი ჯონსი სკამისთვისაც არ შეიძლება,ზაფხულში ბევრი ვარიანტი იქნება კულიბალი,ტობი,მანოლასი,შკრინიარი,მილენკოვიჩი პრიორიტეტები მაგ თანმიმდევრობით,მარტივია ორ კაცს უშვებ 2 ს იმატებ სმოლინგიც გასაშვებია კაპიკებში არა ლოგიკურ ფასში,დარმიანი-ვალენსიას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია რაც ერთი ფლანგელის აუცილებლობასაც აჩენს იანგზეც საფიქრალია
0
№10
ავტორი: f.c.mu
2 თებერვალი 2019 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ამ სიტუციაში ნაღდად არაა გასაშვები მერე ვნახოთ
ხშირი ტრავები თორე კაი მცველი დადგებოდა
თავს არ ზოგავს და ორთაბრძოლებს არ ერიდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top