თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2019, 17:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2087,
კომენტარები: 12
ჯონსი: "დარჩენა ძალიან მინდა"
ჯონსმა ოლე გუნარსა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჯონსი:
ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედისთვის" წარმატებული პერიოდი დაიწყო. ფილ ჯონსის განცხადებით, ყოფილმა ფორვარდმა გუნდში სიახლე და შემართება მიიტანა.

"მან "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ძალა მოიტანა. მხოლოდ ერთი მიზნით მოვიდა - ძველი კარგი და ბედნიერი დროის უკან დასაბრუნებლად. ვფიქრობ, რომ ეს მოახერხა კიდეც."

"მისი მიდგომები უბრალოდ გასაოცარია. მე, როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ყველაფერი მომცა, რაც მჭირდებოდა. ის ყველაფერს გულწრფელად და პირდაპირ გვეუბნება, რაც აუცილებელია."

"ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ჯერ კიდევ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. შეიძლება კარგი სტარტი ავიღეთ და ყველა ჩვენზე საუბრობს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს."

"ჩვენ ოთხეულს მიღმა ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩვეული პოზიცია არ არის. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ ლიგაზე."

"თუ წლის ბოლოს ამ ყველაფერს მოვახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ წარმატებული წელი გვქონდა. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ მოცემული მომენტისთვის."

26 წლის მცველი "იუნაიტედში" "ბლექბარნიდან" გადავიდა რვა წლის წინ. ჯონსმა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მე უკვე დიდი ხანია დალაგებული ვარ. იმ წუთიდანვე როგორც კი აქ ფეხი შემოვდგი საოცრად ვიგრძენი თავი, ძალიან კარგი დახვედრა მომიწყვეს. აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს და ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს."

"ძალიან მინდა დარჩენა, ეს ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია". ეს კლუბი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მე ძალიან მიყვარს კლუბიც, გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიც."

"ვნახოთ, რა მოხდება. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
2 თებერვალი 2019 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზამენისთვის მშვენიერი კანდიდატია, იცნობს გუნდს, უყვარს, პრეტენზია არ აქვს, არც ბუნტის თავია, უბრალოდ ამაზე უკეთესი გვჭირდება სასტავში. ისე სულ რაღაც 26 ის არის, შანსია განვითარდეს და ახალ საფეხურზე ავიდეს
0
№12
ავტორი: Koka86
3 თებერვალი 2019 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
სალამი ყველას, ვიყავი დარეგისტრირებული წინა საიტზეც და ამ საიტზეც, მაგრამ ფერგის წასვლის მერე ყველაფერი მეზარებოდა მანჩესტერის, საშინელება იყო საშუალო დონის გუნდის ცქერა! ეს ბიჭი მშვენივრად თამაშობდა ბაბუს დროს მარჯვენა მცველად და უნდა მიეცეს ფლანგზე თამაშის საშუალება. ცენტრში ამის დაყენება საშინელებაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top