თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 16:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2211,
კომენტარები: 15
ოფიციალურად: ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ფრანგი "იუნაიტედში" 2024 წლამდე დარჩება.
ოფიციალურად: ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა - ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის კლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. კონტრაქტი მისი გახანგრძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.

23 წლის ფორვარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი კლუბში 2015 წლის სექტემბერში შედგა "ლივერპულის" წინააღმდეგ.

"მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი. აქ გადმოსვლის დღიდანვე "იუნაიტედის" ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს. გულშემატკივრებისგან საოცარი გვერდში დგომა და სიყვარული ვიგრძენი, ისინი ყოველთვის ბრწყინვალენი იყვნენ, არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც იქნებიან."

"ძალიან მინდა, რომ ოლესა და მთლიან სამწრთვნელო შტაბს მადლობა გადავუხადო ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მათ უფლება მომცეს, რომ ჩემი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გავაგრძელო. ამ კლუბის მთელი ისტორია ტიტულების მოგებაა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ტიტული ჩვენთან ძალიან ახლოს არის,"
- განაცხადა ენტონი მარსიალმა.

"ენტონი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ისეთი ფეხბურთელია, რომელთან მუშაობაც ყველა მწრთვნელს ესიამოვნება. ის ძალიან ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, მას ძალიან კარგი ტვინი აქვს და ძალიან კარგად აზროვნებს. ამას გარდა, იშვიათი ტალანტის მფლობელია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას საოცარი მომავალი ელის წინ. ენტონისთვის "იუნაიტედი" შესანიშნავი კლუბია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე უმაღლესი კლასის ფორვარდი გახდება. ყველას ძალიან გვიხარია, რომ მან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი,"
- განაცხადა ოლე გუნარმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2019 16:20
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
შესანიშნავია.
0
№2
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2019 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან მაგარი ამბავი love
0
№3
ავტორი: gaga1987
31 იანვარი 2019 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან მაგარი ნიუსია. კიდე უფრო მოიხოდება.
0
№4
ავტორი: Kantona1994(777)
31 იანვარი 2019 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ეს ბიჭი სწორად თუ განვითარდა ერთერთი საუკეთესო იქნება.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
31 იანვარი 2019 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ასე არცერთი ფეხბურთელი არ მევასება დღევანდელ შემადგენლობაში.მარსიალი თამაშობს იმას რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი.ძალიან გამიხარდა
1
№6
ავტორი: ROI
31 იანვარი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Magariaa gilocavt dzmebo daa vulocav manchesteruniyeds da tviton entonis:*

Magariaa gilocavt dzmebo daa vulocav manchesteruniyeds da tviton entonis:*

Magariaa gilocavt dzmebo daa vulocav manchesteruniyeds da tviton entonis:*
0
№7
ავტორი: mishiko1
31 იანვარი 2019 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ეს ძალიან მაგარი ამბავია, კარგი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალი აქვს, ეხლა დე ხეას კონტრაქტი დარჩა.
0
№8
ავტორი: K1llsw1tch
31 იანვარი 2019 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ძალიან კარგი ამბავია. მარსიალი - რეში - ლინგარდი/ალექსისი (თუ ეშველა რამე) ძალიან კარგი და მობილური შემტევი ხაზია, კიდევ ბევრს გაამწარებენ
0
№9
ავტორი: makaveli
31 იანვარი 2019 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Dato kutaisi
ასე არცერთი ფეხბურთელი არ მევასება დღევანდელ შემადგენლობაში.მარსიალი თამაშობს იმას რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი.ძალიან გამიხარდა

აუ მეც ყველაზე მეტად მევასება იმ წამიდან ლივერპულს რო გაუტანა დებიუტში და ღრიალი დავიწყე. საუკეთესო ცხრიანია ეს ჩემი აზრით და რატო არცერთს არ მოსდის თავში რო ერთხელ მაინც რეში დააყენონ ფლანგზე და ეს ათამაშონ 9ზე. მე არ ვგულისხმობ 5 წუთით რო ცვლიან ადგილებს , აი იმენა მთელი თამაში რა
0
№10
ავტორი: 100%Red
31 იანვარი 2019 20:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ეს თვე თუ გავქაჩეეეთ manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top