თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 16:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2219,
კომენტარები: 15
ოფიციალურად: ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ფრანგი "იუნაიტედში" 2024 წლამდე დარჩება.
ოფიციალურად: ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა - ენტონი მარსიალმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის კლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. კონტრაქტი მისი გახანგრძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.

23 წლის ფორვარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი კლუბში 2015 წლის სექტემბერში შედგა "ლივერპულის" წინააღმდეგ.

"მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი. აქ გადმოსვლის დღიდანვე "იუნაიტედის" ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს. გულშემატკივრებისგან საოცარი გვერდში დგომა და სიყვარული ვიგრძენი, ისინი ყოველთვის ბრწყინვალენი იყვნენ, არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც იქნებიან."

"ძალიან მინდა, რომ ოლესა და მთლიან სამწრთვნელო შტაბს მადლობა გადავუხადო ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მათ უფლება მომცეს, რომ ჩემი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გავაგრძელო. ამ კლუბის მთელი ისტორია ტიტულების მოგებაა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ტიტული ჩვენთან ძალიან ახლოს არის,"
- განაცხადა ენტონი მარსიალმა.

"ენტონი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ისეთი ფეხბურთელია, რომელთან მუშაობაც ყველა მწრთვნელს ესიამოვნება. ის ძალიან ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, მას ძალიან კარგი ტვინი აქვს და ძალიან კარგად აზროვნებს. ამას გარდა, იშვიათი ტალანტის მფლობელია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას საოცარი მომავალი ელის წინ. ენტონისთვის "იუნაიტედი" შესანიშნავი კლუბია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე უმაღლესი კლასის ფორვარდი გახდება. ყველას ძალიან გვიხარია, რომ მან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი,"
- განაცხადა ოლე გუნარმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
31 იანვარი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მაგრად გამიხარდა, წარმატებები მარსი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№12
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2019 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი
0
№13
ავტორი: LASHQARA
1 თებერვალი 2019 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ერთი ცენტრალური მცველი რა გახდა, მარსოს კონტრაქტი გამიხარდა love am
0
№14
ავტორი: SHOTAMESSI10
1 თებერვალი 2019 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
წარმატებები
0
№15
ავტორი: gela911
1 თებერვალი 2019 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მშვენიერია ეს მარცხნივ 9 იანზე რეში და ლუკაკუ ვცადოთ მარჯვნივ თუ არა და იყოს დროებით ლინგარდი ზაფხულამდე და ნერე ნარჯვენა ვინგერი გვინდა რააა ეს ლინგარდი ვითომ ხოო ხოო მაგრამ არააა რა ჩვენი დონის არაა ისეთი მაგალითად როგორიც იყო თუნდაც ნანი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top