თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 14:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2208,
კომენტარები: 14
"რეალ მადრიდმა" რეშფორდისთვის 100 მილიონი ფუნტი გაამზადა
ესპანელები ინგლისელისთვის ბრძოლას იწყებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი, მარკუს რეშფორდი, ბოლო დროს საოცარ ფორმაშია. ინგლისელი სწორედ იმას აკეთებს, რაც გუნდს ასე ძალიან სჭირდება - ბევრ მომენტს იღებს თავის თავზე და მათი შესრულება არც თუ ისე ცუდად გამოსდის.

ნიჭიერი ფორვარდით "რეალ მადრიდი" დაინტერესდა. ესპანელებს ინგლისელის "ბერნაბეუზე" წაყვანა სურთ. როგორც პრესაში იწერება, "რეალ მადრიდი" შეთავაზებას მარკუს რეშფორდის ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე გააკეთებს.

"რეალ მადრიდი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 100 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, რაც 131 მილიონი დოლარია. "The Sun"-ის განცხადებით, ესპანელები ინგლისელებს ზაფხულის ტრანსფერებამდე დაუკავშირდებიან.

"იუნაიტედი" ყველაფერს აკეთებს რეშფორდის შესანარჩუნებლად. ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ახალი კონტრაქტის შესათავაზებლად და 21 წლის ფორვარდის "ოლდ ტრაფორდზე" დასატოვებლად.

თუმცა "რეალ მადრიდი" რეშფორდს მსოფლიოში ნომერ პირველ ფორვარდად ქცევას ჰპირდება და ესპანელების განცხადებით, ისინი "იუნაიტედის" შეთავაზებას გადაჩრდილავენ.


წყარო: Goal.com
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
31 იანვარი 2019 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვინ მისცემს რეალს ამკაცს

პირიქით აქეთ გვჭირდება ხალხის დამატება

ისევ ჩვენადგილზე როდავბრუნდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: 100%Red
31 იანვარი 2019 15:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ამის გაყიდვა სულის გაყიდვაა !
თან სანის #### ბარემ
0
№3
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2019 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ჰაჰაჰა:))
0
№4
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2019 16:20
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
შანსი არაა
0
№5
ავტორი: shotkin
31 იანვარი 2019 17:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
1 წამითაც რო არ ნერვიულობ ის მომენტია, აი რატოა კაი აკადემიიდან ფეხბურთელების აღზრდა იცი რო არასდროს არ გიღალატებს და არ გაგყიდის და არ გაგცვლის ფულზე, რეში აქიქნება კაი ხანი მინიმუმ 10 წელი მაინც და ალბათ აქაც დაამთავრებს კარიერას
1
№6
ავტორი: dybbuk
31 იანვარი 2019 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: shotkin
1 წამითაც რო არ ნერვიულობ ის მომენტია, აი რატოა კაი აკადემიიდან ფეხბურთელების აღზრდა იცი რო არასდროს არ გიღალატებს და არ გაგყიდის და არ გაგცვლის ფულზე, რეში აქიქნება კაი ხანი მინიმუმ 10 წელი მაინც და ალბათ აქაც დაამთავრებს კარიერას

მეც ეგრე მეგონა ბრატ ბექემის დროს, მაგრამ რაც მოხდა მერე ყველას გვახსოვს. იმედია იგივე ისტორია არ განმეორდება მარკუსის შემთხვევაში
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
31 იანვარი 2019 18:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მიუხედავად იმისა რომ ბევრ ნიუანსში დაუღვინებელია და ცოტა თავშიც აქვს ავარდნილი.მოუხედავად ყველაფრისა ამ ბიჭის გაყიდვა არის სრული იდიოტობა.4-4-2 ჩვენს ისტორიულ წყობაში მარსიალი რეში უნდა იდგეს ან თუ სხვა ტაქტიკა იქნება ეს უნდა იდგეს მარცხენა ფლანგზე იქაა რეშის ადგილი.იქედან ქმნის ხიფათს სულ და იქედან გააქვს 90% გოლების.მას სივრცე ჭირდება რომ თავისი პლიუსები გამოიყენოს.მოკლედ დისტანციებზე და შეზღუდულ სივრცეში ვერაა ეფექტური ამიტომაც არაა რეალური ცხრიანი.დააყენონ ეგ მარცხნივ და ათამაშონ გადაბმულად იმ პოზიციაზე,კიდევ სპორტული ფსიქოლოგი ამუშაონ ამასთან და ამაზე მაგარი ფლანგელი არ იქნება დუნიაზე.მარჯვენა ფეხი აქვს მუშა რომლითაც შორი დისტანციიდან ურტყამს ფაქტიურად ადგილიდან რაც ყველას არ გამოუდის.აჭრასაც კარგად აკეთებს ცენტრში შემოწევის მერე და ვერ ვხვდები ამას ტრენერები ვერ ხედავენ?კიდევ ვერ ვხვდები ამ სანჩესს რას უპირებენ.ზამენის კაცად თუ აღიქვამენ არ ვიცი მაგრამ მისი ასე არ გამოყენება არ ვიცი რა არის.ან მარჯვნივ დააყენონ ან 10ნზე.აბა მარსიალს თუ უნდა უწიოს კონკურენცია რაც იდეაში არაა ცუდი,მაინც არ მიმაჩნია სწორად.მე ასეთად ვხედავ ერთერთ ვერსიად სასტავს:
დეხეა
დალო-ლინდელოფი-ბაი-შოუ(იანგი)
მატიჩი(ერერა)- პოგბა
სანჩესი
ლუკაკუ(ლინგარდი)-მარსიალი-რეში
0
№8
ავტორი: mishiko1
31 იანვარი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
რეალ დავაი ფეხბურთელები სხვაგან ეძებეთ ისიც გეყოფა თავის დროზე რონალდუ რომ წაიყვანეთ. ამ ბიჭის გაშვება დიდი შეცდომა იქნება რაც შეიძლება მალე უნდა გაფორმდეს რაშფორდთან ახალი გრძელ ვადიანი კონტრაქტი.
0
№9
ავტორი: shotkin
31 იანვარი 2019 23:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin
1 წამითაც რო არ ნერვიულობ ის მომენტია, აი რატოა კაი აკადემიიდან ფეხბურთელების აღზრდა იცი რო არასდროს არ გიღალატებს და არ გაგყიდის და არ გაგცვლის ფულზე, რეში აქიქნება კაი ხანი მინიმუმ 10 წელი მაინც და ალბათ აქაც დაამთავრებს კარიერას

მეც ეგრე მეგონა ბრატ ბექემის დროს, მაგრამ რაც მოხდა მერე ყველას გვახსოვს. იმედია იგივე ისტორია არ განმეორდება მარკუსის შემთხვევაში

ჰაჰა ზუსტად ვიცოდი რო ვინმე ბექემს გაიხსენებდა, ბექემი სხვა სემთხვევაა მეგობარო, მაინდამაინც კონფლიქტი თუ წარმოიშვა მწვრთნელს და ესეთ ფეხბურთელს შორის არავინ იცის მერე რით დამთავრდება თან მწვრთნელი მაშინ რიგითი მწვრთნელი არიყო რო ფეხბურთელი ემჯობინებინათ მაშინ ხო დიდებული სერ ალექსი გვყავდა და ყველა უბრალოდ განწირული იყო მის წინააღმდეგ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2019 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტყუილი მცდელობაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top