თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 14:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 14
"რეალ მადრიდმა" რეშფორდისთვის 100 მილიონი ფუნტი გაამზადა
ესპანელები ინგლისელისთვის ბრძოლას იწყებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი, მარკუს რეშფორდი, ბოლო დროს საოცარ ფორმაშია. ინგლისელი სწორედ იმას აკეთებს, რაც გუნდს ასე ძალიან სჭირდება - ბევრ მომენტს იღებს თავის თავზე და მათი შესრულება არც თუ ისე ცუდად გამოსდის.

ნიჭიერი ფორვარდით "რეალ მადრიდი" დაინტერესდა. ესპანელებს ინგლისელის "ბერნაბეუზე" წაყვანა სურთ. როგორც პრესაში იწერება, "რეალ მადრიდი" შეთავაზებას მარკუს რეშფორდის ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე გააკეთებს.

"რეალ მადრიდი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 100 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, რაც 131 მილიონი დოლარია. "The Sun"-ის განცხადებით, ესპანელები ინგლისელებს ზაფხულის ტრანსფერებამდე დაუკავშირდებიან.

"იუნაიტედი" ყველაფერს აკეთებს რეშფორდის შესანარჩუნებლად. ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ახალი კონტრაქტის შესათავაზებლად და 21 წლის ფორვარდის "ოლდ ტრაფორდზე" დასატოვებლად.

თუმცა "რეალ მადრიდი" რეშფორდს მსოფლიოში ნომერ პირველ ფორვარდად ქცევას ჰპირდება და ესპანელების განცხადებით, ისინი "იუნაიტედის" შეთავაზებას გადაჩრდილავენ.


წყარო: Goal.com
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: 10Rooney
31 იანვარი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
პერეს და სრულიად მადრიდს მინდა შემოუთვალო
0
№12
ავტორი: dybbuk
1 თებერვალი 2019 02:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin
1 წამითაც რო არ ნერვიულობ ის მომენტია, აი რატოა კაი აკადემიიდან ფეხბურთელების აღზრდა იცი რო არასდროს არ გიღალატებს და არ გაგყიდის და არ გაგცვლის ფულზე, რეში აქიქნება კაი ხანი მინიმუმ 10 წელი მაინც და ალბათ აქაც დაამთავრებს კარიერას

მეც ეგრე მეგონა ბრატ ბექემის დროს, მაგრამ რაც მოხდა მერე ყველას გვახსოვს. იმედია იგივე ისტორია არ განმეორდება მარკუსის შემთხვევაში

ჰაჰა ზუსტად ვიცოდი რო ვინმე ბექემს გაიხსენებდა, ბექემი სხვა სემთხვევაა მეგობარო, მაინდამაინც კონფლიქტი თუ წარმოიშვა მწვრთნელს და ესეთ ფეხბურთელს შორის არავინ იცის მერე რით დამთავრდება თან მწვრთნელი მაშინ რიგითი მწვრთნელი არიყო რო ფეხბურთელი ემჯობინებინათ მაშინ ხო დიდებული სერ ალექსი გვყავდა და ყველა უბრალოდ განწირული იყო მის წინააღმდეგ

სხვა შემთხვევა მაგ თვალსაზრისით შეიძლება იყოს რა სიტუაციიდან გამომდინარე შენ იძახი, ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული მე ამას ვგულისხმობ, ბექემი რო გაპიჟონდა და ვიქტორიას ჭკუაზე დაიწყო სიარული მაგიტომაც მოხდა რაღაც დოზით რაც მოხდა და მაგ პონტში ვამბობ მეც რომ იმედია გონივრულად მოიქცევათქო და არასოდეს დააყენებს საკუთარ თავს კლუბზე წინ მარკუსი, როგორც ბექემის შემთხვევაში იყო, ავტორიტეტი და პატივისცემა ამ გუნდის სულში ზის რაც ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც მიყვარს ეს კლუბი და მისი ისტორია
0
№13
ავტორი: OzBeTa
1 თებერვალი 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
dybbuk
ბექჰემმა თავად აურია ყველაფერი რადგან თავი ეგონა ყველაზე მაგარი და თავის თავს უფრო წინ აყენებდა ვიდრე კლუბს და მწვრთნელს, ასევე შეცდომებს მოედანზე რაც მოსდიოდა თამაშისას არ აღიარებდა ამას და თავი იდეალური ეგონა და მაგიტომაც მოხვდა ბუცი სახეში, მაგიტომაც გააუშვა ფერგიმ. რეშფორდი კი მასეთი ტიპი არ მგონია რომ მასე აუვარდეს თავში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№14
ავტორი: dybbuk
1 თებერვალი 2019 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: OzBeTa
dybbuk
ბექჰემმა თავად აურია ყველაფერი რადგან თავი ეგონა ყველაზე მაგარი და თავის თავს უფრო წინ აყენებდა ვიდრე კლუბს და მწვრთნელს, ასევე შეცდომებს მოედანზე რაც მოსდიოდა თამაშისას არ აღიარებდა ამას და თავი იდეალური ეგონა და მაგიტომაც მოხვდა ბუცი სახეში, მაგიტომაც გააუშვა ფერგიმ. რეშფორდი კი მასეთი ტიპი არ მგონია რომ მასე აუვარდეს თავში

მე სხვა რამე დავწერე მეგობარო?! მაგას ვიძახი რო კაცად უნდა დარჩეს, ფული ცვლის ადამიანებს და ეგ ჩემი მოგონილი არაა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ეგრე გადაჭრით ვერავიზე ვერაფერს იტყვი ვინ როგორი ტიპია ან როგორი იქნება წლების მერე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top