თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 11:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 13
სოლსკიაერი: "პერეირას დაყენება შეცდომა არ ყოფილა"
ნორვეგიელმა თავისი შერჩეული შემადგენლობა დაიცვა.
სოლსკიაერი:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა მის მიერ შერჩეული "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა "ბარნლის" წინააღმდეგ დაიცვა და არც ანდრეას პერეირა გაუკრიტიკებია პირველ გაშვებულ გოლში მისი მონაწილეობის გამო.

პერეირას მეტოქემ საჯარიმოს წინ წაართვა ბურთი და შედეგად სტუმრებმა განახორციელეს შეტევა, რომელიც 51-ე წუთზე ეშლი ბარნსის გოლით დასრულდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აგვისტოს შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და შეცდომის დაშვებიდან 10 წუთის შემდეგ იგი ჯესი ლინგარდმა შეცვალა.

საერთო ჯამში სოლსკიაერმა ხუთი ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით - იმდენივე, რამდენიც "არსენალთან" შეხვედრაში - და სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა მარკუს რეშფორდი, ხუან მატა, ფილ ჯონსი და დავიდ დე ხეა. რეშფორდმა მარცხენა ფლანგი დაიკავა და ცენტრშიც იწევდა, ხოლო სოლსკიაერის გადაწყვეტილებით რომელუ ლუკაკუ მოგვიანებით ალექსის სანჩესმა ჩაანაცვლა.

ენტონი მარსიალმა 2-2 დასრულებული შეხვედრა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა, არადა ის აუცილებლად იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

"არა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე შეცდომა დავუშვით და შემთხვევით პერეირა აღმოჩნდა პირველ გოლში დამნაშავე, თუმცა საერთო ჯამში ეს მთელი გუნდის ბრალია.

საკუთარი თავი თავად ჩავაყენეთ რთულ მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ ძლიერად დაგვეწყო და წინ პასის ნაცვლად მეკარეს ვუბრუნებდით, რაც გუნდს ასევე სასწავლი აქვს".


მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "იუნაიტედი" 2-0 აგებდა, მაგრამ პოლ პოგბამ და ვიქტორ ლინდელოფმა საკუთარ გუნდს 1 ქულა მაინც მოაპოვებინეს. სოლსკიაერი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე უდრეკი იყო და განაცხადა, რომ შტაბის წევრებმა დარბაზში შესვლამდე რამდენჯერმე შეაჩერეს, რათა გუნდი შეექოთ.

"აქეთ მომავალ გზაზე რამდენიმეჯერ შემაჩერეს შტაბის წევრებმა. ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა გუნდის დიდებული საბრძოლო სულისკვეთება. და შესანიშნავი იყო მატჩში ასე დაბრუნება.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ერთი ქულით, მაგრამ სამის აღებაც შეგვეძლო მატჩის მიწურულს, თუმცა დრო არ გვეყო და კარგად თამაში ძალიან გვიან დავიწყეთ. ეს სასწავლო პროცესი.

მაგრამ ახლა უკვე გაქვთ პასუხი. შეუძლიათ ქამბექი ერთი ან ორით ნულს თუ აგებენ? ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი პასუხით."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2019 12:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერეირას კარგი მატჩი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა გოლის ეპოზოდში ჯონსის ბრალეულობაც იყო, ცუდ დროს გაუკეთა პასი.
0
№2
ავტორი: 100%Red
30 იანვარი 2019 12:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ფულემთან და ლესტერთან უნდა გამოსწორდეს შეცდომები am
პსჟ მდე +6 ქულა უუუუუეჭველი უნდა დაიდოს
0
№3
ავტორი: irakli87
30 იანვარი 2019 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რა თქმაუნდა შეცდომა არიყო, ბოლო ბოლო ვისაც ძაან ეიმედებოდა ეს ფერეირა ბოლო 5 6 წელი იმედია მიხვდებიან რო ის ვერ იქნება ის დონე რაც უნაიტედს სჭირდება! თუმცა ავღნიშნავ იმასაც რო მისი შეცდომა რეგვენმა ჯონსმა გამოიწვია! ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ის არის რო მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე რო დაცვა არ გვყავს. ბაბუს დროინდელი მცველებით ვართ სავსე, ადამიანები გაცვეთილ საბურავებს სულ ცვლიან უსაფრთხოების მიზნით, რა ვერ შეიგნეს რო სმოლინგი ჯონსის იანგის ვალენსიას დრო წავიდა. ფული არ გვაკლია. სანამ ეს მცველები პენსიაზე არ გავლენ მანამ ესე რატომ უნდა ვიყოთ ეს არის მანჩესტერის მაქსიმუმი? არ არიან ეს მცველები მალდინის დონის რო გამოცდილებიდან გამომდინარე ასე ამ დრომდე გუნდში ამ რაოდენობით გააჩერო კარიერის ბოლომდე. არასდროს ყოფილან ჯონსი და სმოლინგი ვიდიჩი და ფერდინანდის დონის და წარმოიდგინეთ ვიდიჩი ფერდინანდი და ევრა დროზე ადრე გაყიდეს ესენი დაიტოვეს.
0
№4
ავტორი: JuanMata
30 იანვარი 2019 12:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ შეიძლება ყველაფრის პერეირაზე დაბრალება, ძაან ცუდ სიტუაციაში მისცა ბურთი ჯონსმა და ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა მეტოქეს.

მანამდე იყო კიდევ მომენტი, როცა იანგმა დაუგორა ბურთი, მაშინ როცა უკვე ბარნლის ერთ-ერთი ფეხბურთელი მიდიოდა პერეირაზე, იქ მოასწრო მოტრიალება და უკან დააბრუნა ბურთი.

ზოგადად პრობლემაა ჩვენი ცენტრი, არც ერერა ბრწყინავს, მაგრამ ბევრად უფრო გამოცდილია და უხეშ თამაშს მიჩვეული.
არ ყოფილა ეს შეცდომა ტრაგედია და არ ღირს პერეირას ჩამოწერა ამის გამო.

ახლა თვითონვე მიხვდება, რომ მარტივად ერთი შეხებით თამაში ხანდახან ყველაზე ეფექტური გზაა და ნებისმიერ ფინტს და დატრიალებას ჯობია. საერთოდ ცენტრში აქტიური მოძრაობა და ერთი შეხებით პასები გვაკლია, მეტი სისწრაფე გვჭირდება ბურთის ატანისას.
მაგრამ ოლეს არ დრო ჰქონია ამ გუნდის მომზადების და მეტი გზა არ აქვს, მატჩებში უნდა ატაროს ექსპერიმენტები, ასე რომ მე სეზონის ამ მონაკვეთს უფრო როგორც სავარჯიშო სესიას ისე ვუყურებ, კარგია მოგებები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გუნდმა თამაში ისწავლოს და სტაბილურობა შეიძინოს, ასეთ დროს შეცდომებს ვერ გაექცევი ვერსად.
0
№5
ავტორი: GEORGE22
30 იანვარი 2019 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
პერეირას კი არა ამაზე უარესი შეცდომები მოსვლიათ ამაზე დიდ ნახევარმცველებს,უკანასკნელი ბუსკეცის მახსენდება ამ მსოფლიოზე,მაგრამ ეგ არაფერი არ არის,ჭკვიანი კაცი თავის შეცდომებე სწავლობს,მთავარია ახლა ყურები არ ჩამოყაროს და დეპრესიაში არ ჩავარდეს,პირიქით მეტი უნდა მოინდომოს და ისე პერეირას აქამდე მატიჩთან ერთად არ უთამაშია,ძირითადად მატიჩის ადგილას იწყებდა ხოლმე და სულ სხვა ფუნქციები ქონდა მაგ დროს,ასე რომ ასე ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა მგონი არასწორი იქნება ამ ბიჭზე,მითუმეტეს ყველა ქომაგს აქვს მისი კარგი თამაში ნანახი და თუ მისდის თამაში ძალიან სერიოზული გამთამაშებელია,რომელსაც შეუძლია სიღრმიდან შეტევის დაწყება და ძალიან მაგარი პასების კეთება,ამ ბიჭს მეტი ნდობა ჭირდება და დარწმუნებული ვარ გაამართლებს ბოლომდე <3
0
№6
ავტორი: Mike
30 იანვარი 2019 13:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ფილ ჯონსი ბურთს რო იღებს ნერვიულობას ვიწყებ , ვერ დადგა ის მცველი რაც ჩვენ გვინდოდა , მითუმეტეს დღევანდელ ფეხბურთში როცა ყველა მაღალი დონის მცველს საჭიროა ქონდეს კარგი პასი და მოედნის ხედდვა, ეს ჯანი და ერთი-ერთზე თამაში აღარაა მარტო რა.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2019 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პერეირამ საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო გუშინ მაგ შეცდომით და ვინ იცის ეგ როდის მოვა ჭკუაზე, ამიტომ ათამაშოს ფრედი და შეიყვანოშ ფორმაში სჯობს.
შეცდომა იყო აბა რა იყო, ისეთი უნდა დააყენო შემადგენლობაში, ვინც ფსიქოლოგიურად, მენტალურად და ფიზიკურადაც 100%_ით მზად არის, ხოდა შეცდომა იმას მოსდიც ვინც 100% მზად არ არის. ან რა დიდი ფილოსოფოსობა მაგას უნდა რომ პერეირა არც ჩვენი დონეა და არც საუკეთესო ფორმაშია. მაგას კლევერლი მირჩევნია ორი თავით. :)
0
№8
ავტორი: გაბადაძე
30 იანვარი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მართალია ანდრეას შევაწმინდოტ ხელი ეგრე არ გამოვა ჯერ ჰო ჯონსმა მისცა ცუდ დროს პასი როცა შეეძლო მოეცილებინა და მერე კიდე ვფიქრობ ერთი კარგი ვარდნით შეეძლო წაერთმია ბურთი ბარლნის ფეხბურთელისთვისუკან დახევის მაგივრად .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: Svanchester
30 იანვარი 2019 14:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
როდესაც რაღაცის დამტკიცება გინდა, და როდესაც სასტარტო შემადგენლობაში გაყენებენ ამ დროს, კეთილი უნდა ინებო და მინიმუმ ისე არ ითამაშო როგორც ითამაშა გუშინ პერეირამ, უპატიებელი შეცდომა იყო, ბავშვური, რეაქცია სისხარტე თუ არ გაქვს რა გინდა იუნაიტედში საერთოდ. თუმცა გუშინდელ ფრეში მხოლოდ პერეირა არაა რა თქმა უნდა დამნაშავე, ერთი ნორმალური მცველი რა გახდა, ან ეს ჯონსი რაცან ინგლისელია მაგიტო თამაშობს ძირითადსთუ რა თემაა? ბაიი ბევრად ჯობია მაგას და ზოგადად ბაიი ლინდელოფის წყვილი უნდა შეთამაშდეს, ჯონსი არ არის საინედო მცველი აი ნამდვილად არ არის.
0
№10
ავტორი: nistelroi lasha
30 იანვარი 2019 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მოგესალმებით მეგობრებო ყველას,დიდი ხანია მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ ვან ნისტელროის მანჩესტერიდან სწორედ ამ ფეხბურთელმა შემაყვარა იუნაიტედი,მას შემდეგ ყველა სიხარულის და ყველა ტკივილის მომსწრე.პირველად ვაკეთებ კომენტარს ხოლო თითქმის ყველას კომენტარს ვეცნობი და ვკითხულობ სტატიებს სუყველას.მადლობას ვუხდი ყველას ვისაც მცირედი წვლილიც შეგაქვთ ამ საიტის გამართვაში

რაც შეეხება ჩემს აზრს ეხლანდელ იუნაიტედზე.მაურინიო გეთანხმებით არ იყო ჩვენი სტილის სოლსკიაერს რაც შეეხება შემართება და მიდგომა ზალიან მაგარი აქვს ტაქტიკას დრო გვიჩვენებს კაი გუნდები წინ გვყავს ჯერ.მცველები კი აუცილებლად შესაცვლელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top