თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 11:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 13
სოლსკიაერი: "პერეირას დაყენება შეცდომა არ ყოფილა"
ნორვეგიელმა თავისი შერჩეული შემადგენლობა დაიცვა.
სოლსკიაერი:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა მის მიერ შერჩეული "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა "ბარნლის" წინააღმდეგ დაიცვა და არც ანდრეას პერეირა გაუკრიტიკებია პირველ გაშვებულ გოლში მისი მონაწილეობის გამო.

პერეირას მეტოქემ საჯარიმოს წინ წაართვა ბურთი და შედეგად სტუმრებმა განახორციელეს შეტევა, რომელიც 51-ე წუთზე ეშლი ბარნსის გოლით დასრულდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აგვისტოს შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და შეცდომის დაშვებიდან 10 წუთის შემდეგ იგი ჯესი ლინგარდმა შეცვალა.

საერთო ჯამში სოლსკიაერმა ხუთი ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით - იმდენივე, რამდენიც "არსენალთან" შეხვედრაში - და სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა მარკუს რეშფორდი, ხუან მატა, ფილ ჯონსი და დავიდ დე ხეა. რეშფორდმა მარცხენა ფლანგი დაიკავა და ცენტრშიც იწევდა, ხოლო სოლსკიაერის გადაწყვეტილებით რომელუ ლუკაკუ მოგვიანებით ალექსის სანჩესმა ჩაანაცვლა.

ენტონი მარსიალმა 2-2 დასრულებული შეხვედრა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა, არადა ის აუცილებლად იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

"არა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე შეცდომა დავუშვით და შემთხვევით პერეირა აღმოჩნდა პირველ გოლში დამნაშავე, თუმცა საერთო ჯამში ეს მთელი გუნდის ბრალია.

საკუთარი თავი თავად ჩავაყენეთ რთულ მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ ძლიერად დაგვეწყო და წინ პასის ნაცვლად მეკარეს ვუბრუნებდით, რაც გუნდს ასევე სასწავლი აქვს".


მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "იუნაიტედი" 2-0 აგებდა, მაგრამ პოლ პოგბამ და ვიქტორ ლინდელოფმა საკუთარ გუნდს 1 ქულა მაინც მოაპოვებინეს. სოლსკიაერი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე უდრეკი იყო და განაცხადა, რომ შტაბის წევრებმა დარბაზში შესვლამდე რამდენჯერმე შეაჩერეს, რათა გუნდი შეექოთ.

"აქეთ მომავალ გზაზე რამდენიმეჯერ შემაჩერეს შტაბის წევრებმა. ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა გუნდის დიდებული საბრძოლო სულისკვეთება. და შესანიშნავი იყო მატჩში ასე დაბრუნება.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ერთი ქულით, მაგრამ სამის აღებაც შეგვეძლო მატჩის მიწურულს, თუმცა დრო არ გვეყო და კარგად თამაში ძალიან გვიან დავიწყეთ. ეს სასწავლო პროცესი.

მაგრამ ახლა უკვე გაქვთ პასუხი. შეუძლიათ ქამბექი ერთი ან ორით ნულს თუ აგებენ? ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი პასუხით."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 17:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
Juan mata ჩემი სათქმელოც თქვი.მთავარი გვავიწყდება ზოგადად რომ არ ათამაშებენ პერეირას იქ სადაც ის ნომინალურად თამაშობდა.ეს მოუს მოგონილი პოზიციაა და რატომღაც იქ განამწესა ოლემაც არადა მარჯვენა ფლანგზე გაცილებით უკეთესი იყო რაც კი მინახავს მაგის თამაშები.რაც შეეხება შეცდომას მართალია ბოლო აკორდი მისი იყო მაგრამ რატომ უნდა მიეცა ჯონსს მისთვის პასი რის გამო რა სხვა განვითარება თუ არ გაქვს წინ მაინც დაარტყი.მაგრამ საქმე იმაშია რაც ოლემ ძალიან კარგად აღნიშნა რომ უკან პასზე ვთამაშობდით მეკარისკენო და აი ეს იჰო მიზეზი ზუსტად.უტვინო ჯონსი მთელი 50 წუთი მაგას აკეთებდა და მექანიკურად ისევ იქვე დაუგორა და ანიშნებდა პერეირასგან მარჯვნივ ფლანგზე გადაიტანეო,მაშინ როცა ფეხზე აჯდა მეტოქე და ამას ხელს არავინ უშლიდა.თუ იქეთ იცოდა გაგრძელება იყო პერეირა რად უნდოდა.ეს პერეირას კი არა ჯონსის შეცდომა იყო.ახლა მეორე გოლი.სად იყო დაცვა მაშინ.შოუ არის დააკვირდით თავდამსმელთან ცენტრში და ლინდელოფი აზღვევს თუ ეხმარება ვერ გავიგე.ამ დროს სადაა ჯონსი რომელიც ცენტრალური მცველია?სადაა და ბაბუაჩემთან საფიჩხიის სასაფლაოზე.იანგი იწყებს გადმოსვლას რო შეხედა ჩაწოდება დაიწყო და ვეღარ ასწრებს წინიდან მოექცეს თავდამსხმელს და ისიც უპრობლემოდ ურტყამს.შოუ როცა თავის ფლანგზე უნდა იყოს ცენტრშია ამ დროს და ჯონსი ბაბუაჩემთან.მოუს დროსაც ამას ვამბობდი და ახლაც იგივეს ვიტყვი იმიტომ რომ მოცემულობა არ შეცვლილა.ძალიან სუსტი დაცვა გვყავს რის გამოც ნახევარდაცვა სისულელეების დასაზღვევად უკან იწევს შესაბამისად სწრაფი ასვლაც გვიჭირს და ბურთის დაჭერაც.ამ დროს კი ოლემ ის არ იცის დატოვებენ თუ არა.შესაბამისად ვერც ვერავის უშვებს და ვერც ვერავის ყიდულობს.ეგ არის ყ ელაზე უაზრო სიტუაცია მიუხედავად იმისა 8ს მოვიგებთ გადაბმულად თუ 200ს.მთავარია მენეჯერს უნდა ჰქონდეს განცდა რომ ის არაა დროებითი და გათვლა შეუძლია გააკეთოს.4 ტრენერის მოყვანილი ხალხით ნაყარ ნუყარა სასტავით რა უნდა ქნას?რასაც შვება ეგ არის მისი პროფესიონალოზმის დასტური და პიროვნული სიდიადის მანიშნებელი.მე პირადად როგორი ტაქტიკოსი ან ბრდღვნა ტრენერიც არ უნდა ვიყო მასეთ სიტუაციაში წნეხს ვერ გავუძლებდი
0
№12
ავტორი: nika1983
30 იანვარი 2019 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
პერეირა და მატა ერთად რაღაც არ მგონია , რომ კარგი იყოს , ორივე ერთნაირი ამპლუაა და უფრო თავდასხმელების უკან წარმომიდგენია,იმედია ძვირად არ დაგვიჯდება დაკარგული ქულები .
0
№13
ავტორი: MURED00
30 იანვარი 2019 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
შეცდომა იყო ის რომ ბევრი ცვლილება ქონდა გაკეთებული. ჯობდა მატა რო არ დაეყენებინა ან პერეირა შემოეყვანა მეორე ტაიმში.

მე გუშინ კოდევ ერთხელ ვნახე თუ რამდენს ნიშნავს თურმე ლინგარდი.

ექსპერიმეტები უნდა აკეთოს მაგრამ ერთდროულად არა.

ყველაზე მეტად კი იმაზე მომეშალა ნერვები რომ სულ ჩაწოდებაზე თამაშობდნენ, შორეული დარტყმები და დრიბლინგები აკლდა გუნდს.

რეშმა კი მომენტების გამოყენება თუ ვერ ისწავლა ჯობია ისევ ფლანგზე დააბრუნონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top