თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2019, 18:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1936,
კომენტარები: 13
რა ანგარიშით დასრულდება დღევანდელი მატჩი?
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
რა ანგარიშით დასრულდება დღევანდელი მატჩი?
დღეს "ინგლისის თასის" მეხუთე რაუნდი გაიმართება. "რედინგთან" მოგებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედს" "ემირეითზე" უწევს სტუმრობა. "ინგლისის თასის" ცენტრალური მატჩი სწორედ ეს იქნება. შეგახსენებთ, რომ "არსენალი" და "იუნატედი" აღნიშნული ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან. "მეთოფეებს" თასი ცამეტჯერ აქვთ მოგებული, "ეშმაკუნებს" კი თორმეტჯერ.

ოლე გუნარმა პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგო. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მან მაინც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართა, სადაც ოლეს "იუნაიტედმა" პირველი ნამდვილი გამოცდა ჩააბარა. ეს მატჩი ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.

მატჩის შესახებ ისაუბრა "SkySport"-ის სპორტულმა ჟურნალისტმა, პოლ მერსონმა:

"შესანიშნავი მატჩი გველის წინ!

ეს ორივე გუნდისთვის ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩია. ორივეს სჭირდება გამარჯვება და ორივე ბოლომდე იბრძოლებს. სავარაუდოდ, არცერთი გუნდი არ დანებდება და ამ მატჩს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად და ძირითადი შემადგენლობის დასასვენებლად არ გამოიყენებს. ძალიან დამაბნეველი იქნება, თუ ასე იზამენ. დაცვაში ორივე გუნდს უჭირს, თუმცა შეტევაში ორივე ბრწყინავს. ვფიქრობ, სასწორი მაინც "იუნაიტედის" მხარესაა და ანგარიში 2-3 იქნება, "იუნაიტედის" სასარგებლოდ."


გულშემატკივარი გახსნილ, ნამდვილ ინგლისურ ფეხბურთს იხილავს. თქვენი აზრით, რა ანგარიშით დასრულდება მატჩი?


წყარო: SkySports
სხვა
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2019 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აბა თუ გაარტყამს ვნახოთ ერთელ მაინც wink
1
№2
ავტორი: nika_nikusha
25 იანვარი 2019 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მოვიგებთ 1-2
1
№3
ავტორი: dzia_David
25 იანვარი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
დღეა რაღაც მატას არსენალში გადასვლაზე მოვკარი ინფორმაციას თვალი და რამე ხომ არ იცით ?
0
№4
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ეს ყვერიკა გადმოვიდა ჩვენ მხარეს როგორც იქნა:))) 0:2 დამთავრდება
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
25 იანვარი 2019 20:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
8:2
1
№6
ავტორი: Chaxrux
25 იანვარი 2019 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ძაან საწყენია ქართული სპორტული არხები რო ესეთ თამაშებს არ აჩვენებენ, სეტანტაზე გადიოდა როგორც მახსოვს FA CUP ის თამაშები და ვნახე ეხლა პროგრამაში არ აქვთ, სილქნეტი საერთოდ იუნაიტედის თამაშებს აღარ აჩვენებს, არადა თვეში 10 ლარს ვიხდი სილქნეტის სპორტ პაკეტში მანჩესტერის თამაშების გამო, როგორც ამბობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და არჩევანი რო უწევთ ლივერპულის და სიტის თამაშებს უშვებენ ძირითადად როცა იუნაიტედისას ემთხვევა დროში... წავიდაა მოურინიოოო ეხლა მაინც გაუშვით სანახაობრივი მანჩესტერიი თან იცით ამდენი ხალხი გულშემატკივრობს საქართველოში... სეტანტაზე ეხლა მანჩესტერის თამაშის დროს პროგრამაში წერია ჰერტა რაღაცა ვის რათ უნდა... იქნებ შემოდის ხოლმე რომელიმე სილქნეტის წამყვანი წაიკითხოს გვიჯიგროოს )))))))
0
№7
ავტორი: giorgi_mg
25 იანვარი 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Dato kutaisi
8:2

აჰაჰა კიდევ ერთხელ ეგეთ დარტყმას არსენალის გულშემატკივარი ვერ გაუძლებს, 1:4
0
№8
ავტორი: levionok
25 იანვარი 2019 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რახან ამან იუნაიტედის მოგება თქვა ესეიგი მართლა ყველაფერი კარგად მიდის 0:2
0
№9
ავტორი: bziki
25 იანვარი 2019 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საყურებლად მაგარი თამაში იქნება 1-2,2-2

ბარსადან რაკიტიჩს აგდებენ კინწისკვრით:D მოიყვანონ ერთი 3 წელი გაქაჩავს კიდე,იმედია ვუდვორდი ფრედის ყიდვის მერე არ ფიქრობს რო მოგვარებულია ცენტრში საქმე.დაგვხატავდა რაკიტიჩი
მარა ვუდვორდს კიდია მგონი ნახევარმცველი რემზი უფასო იყო არც გატოკებულა,რაბიო უფასო და მუნდო დეპორტივოსაც არ დაუწერია მანჩესტერის ინტერესზე, უფასოები თუ არ ევასება გაისროლოს მაშინ მილიონები საული ან რაკიტიჩი მოიყვანოს და დაგვასვენოს,კულიბალი კიდე ხო
0
№10
ავტორი: Rezimanutd
25 იანვარი 2019 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
1:2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top