თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2019, 18:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1945,
კომენტარები: 13
რა ანგარიშით დასრულდება დღევანდელი მატჩი?
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
რა ანგარიშით დასრულდება დღევანდელი მატჩი?
დღეს "ინგლისის თასის" მეხუთე რაუნდი გაიმართება. "რედინგთან" მოგებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედს" "ემირეითზე" უწევს სტუმრობა. "ინგლისის თასის" ცენტრალური მატჩი სწორედ ეს იქნება. შეგახსენებთ, რომ "არსენალი" და "იუნატედი" აღნიშნული ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან. "მეთოფეებს" თასი ცამეტჯერ აქვთ მოგებული, "ეშმაკუნებს" კი თორმეტჯერ.

ოლე გუნარმა პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგო. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მან მაინც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართა, სადაც ოლეს "იუნაიტედმა" პირველი ნამდვილი გამოცდა ჩააბარა. ეს მატჩი ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.

მატჩის შესახებ ისაუბრა "SkySport"-ის სპორტულმა ჟურნალისტმა, პოლ მერსონმა:

"შესანიშნავი მატჩი გველის წინ!

ეს ორივე გუნდისთვის ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩია. ორივეს სჭირდება გამარჯვება და ორივე ბოლომდე იბრძოლებს. სავარაუდოდ, არცერთი გუნდი არ დანებდება და ამ მატჩს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად და ძირითადი შემადგენლობის დასასვენებლად არ გამოიყენებს. ძალიან დამაბნეველი იქნება, თუ ასე იზამენ. დაცვაში ორივე გუნდს უჭირს, თუმცა შეტევაში ორივე ბრწყინავს. ვფიქრობ, სასწორი მაინც "იუნაიტედის" მხარესაა და ანგარიში 2-3 იქნება, "იუნაიტედის" სასარგებლოდ."


გულშემატკივარი გახსნილ, ნამდვილ ინგლისურ ფეხბურთს იხილავს. თქვენი აზრით, რა ანგარიშით დასრულდება მატჩი?


წყარო: SkySports
სხვა
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
26 იანვარი 2019 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გილოცავთ ეს უკვე დაბრუნებაა დიდ ფეხბურთში, სადაც მანჩესტერს გზა ხსნილი აქვს, მადლობა ოლეგას ამ დიდებული დაბრუნებისთვის love am
0
№12
ავტორი: qamari
26 იანვარი 2019 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: Chaxrux
ძაან საწყენია ქართული სპორტული არხები რო ესეთ თამაშებს არ აჩვენებენ, სეტანტაზე გადიოდა როგორც მახსოვს FA CUP ის თამაშები და ვნახე ეხლა პროგრამაში არ აქვთ, სილქნეტი საერთოდ იუნაიტედის თამაშებს აღარ აჩვენებს, არადა თვეში 10 ლარს ვიხდი სილქნეტის სპორტ პაკეტში მანჩესტერის თამაშების გამო, როგორც ამბობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და არჩევანი რო უწევთ ლივერპულის და სიტის თამაშებს უშვებენ ძირითადად როცა იუნაიტედისას ემთხვევა დროში... წავიდაა მოურინიოოო ეხლა მაინც გაუშვით სანახაობრივი მანჩესტერიი თან იცით ამდენი ხალხი გულშემატკივრობს საქართველოში... სეტანტაზე ეხლა მანჩესტერის თამაშის დროს პროგრამაში წერია ჰერტა რაღაცა ვის რათ უნდა... იქნებ შემოდის ხოლმე რომელიმე სილქნეტის წამყვანი წაიკითხოს გვიჯიგროოს )))))))
. ნტვ ტელევიზია ჯდება სულ 10 ლარი ,200 ზე მეტი პროგრამით და მთავარი ნტვ სპორტით ,რასაც აირჩევ იმ ფეხბურთს უყურებ
0
№13
ავტორი: Utd89
26 იანვარი 2019 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ციტატა: Chaxrux
ძაან საწყენია ქართული სპორტული არხები რო ესეთ თამაშებს არ აჩვენებენ, სეტანტაზე გადიოდა როგორც მახსოვს FA CUP ის თამაშები და ვნახე ეხლა პროგრამაში არ აქვთ, სილქნეტი საერთოდ იუნაიტედის თამაშებს აღარ აჩვენებს, არადა თვეში 10 ლარს ვიხდი სილქნეტის სპორტ პაკეტში მანჩესტერის თამაშების გამო, როგორც ამბობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და არჩევანი რო უწევთ ლივერპულის და სიტის თამაშებს უშვებენ ძირითადად როცა იუნაიტედისას ემთხვევა დროში... წავიდაა მოურინიოოო ეხლა მაინც გაუშვით სანახაობრივი მანჩესტერიი თან იცით ამდენი ხალხი გულშემატკივრობს საქართველოში... სეტანტაზე ეხლა მანჩესტერის თამაშის დროს პროგრამაში წერია ჰერტა რაღაცა ვის რათ უნდა... იქნებ შემოდის ხოლმე რომელიმე სილქნეტის წამყვანი წაიკითხოს გვიჯიგროოს )))))))

რატო იკლავ თავს ძმა მაგ სილკებით იყიდე ტივი ბოქსი და ინტერნეტი თუ გაქ 100 და 200 არხი გექნება უფასოდ თავისი მანჩესტერის არხიანად ;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top