თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2019, 20:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2491,
კომენტარები: 15
"მფრინავი ჰოლანდიელი" შესაძლოა, "იუნაიტედში" დაბრუნდეს
ხელმძღვანელობას ვან დერ სარი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციისთვის შესაფერის კანდიდატურას ეძებს. როგორც პრესაში იწერება, ხელმძღვანელობა ედვინ ვან დერ სარით არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ "მფრინავი ჰოლანდიელი" "იუნაიტედის" ღირსებას ექვსი წლის განმავლობაში იცავდა - 2005-2011 წლებში.

ამჟამად, ყოფილი "წითელი ეშმაკი" "აიაქსის" აღმასრულებელი დირექტორია, ეს პოზიცია ჰოლანდიელის 2016 წლის შემდეგ უკავია. მანამდე კი, 2012 წლიდან მარკეტინგს ხელმძღვანელობდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი "იუნაიტედი" მიიჩნევს, რომ ვან დერ სარი იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა 48 წლის ჰოლანდიელის გადმოსაბირებლად "იუნაიტედს" დიდი შრომის გაწევა მოუწევს.

"იუნაიტედს" არჩევანის გასაკეთებლად დიდი დრო არ დარჩა, რადგან ხელმძღვანელობას ახალი დირექტორის მოყვანა სეზონის ბოლომდე სურს, მანამ სანამ ახალ მუდმივ მწრთვნელს დანიშნავს. როგორც პრესაში იწერება, ხელმძღვანელობის ნომერ პირველ არჩევნად მწრთვნელის პოზიციაზე ისევ მაურისიო პოჩეტინო რჩება, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონს სოლსკიაერის დატოვება სურს.


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
23 იანვარი 2019 20:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ვუდვორდი აბა რა ჩემი ჭოგრიტია?აღმასრულებელი დირექტორი ეგ არის როგორც ვიცი და უშვებენ.უნდა ჩამოალაბორანტონ?:))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2019 20:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვუდვორდი კარგი მენეჯერია ჩემი აზრით, თუმცა არა საფეხურთო კუთხით, ამიტო სპორტული დირექტორის პოზიცია უნდა შეიქმნას და შესაფერისი კანდიდატი უნდა დაინიშნოს.
1
№3
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კარგი ვარიანტი იქნება ვანდერას მოყვანაა.. როგორ სწრაფად გადის დრო 48 წლის არის უკვეე...
0
№4
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2019 21:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სერ ალექსს თუ ოლე უნდა ეს უკვე დიდი პლიუსია.
0
№5
ავტორი: stepno
23 იანვარი 2019 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბა რაა უნდა დაბრუნდენ ლეგენდებიი აბა რააა love love აქ არ გვჭირდება არც მოურინიოები არც ზიდანები და არც პოჩეტინიოები რაა )) იმედია რუნიც დაგვიბრუნდება და მნიშვნელობა არ ააქვს რა თანამდებობაზე იქნება მთავარია აქ იყოს
0
№6
ავტორი: makaveli
23 იანვარი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გ ა ს ა გ ე ბ ი ა ლეგენდაა და გვიხარია მაგრამ არაერთი სტატია მაქვს წაკითხული აიაქსში ამის სპორტული დირექტორობით რო უკმაყოფილოები იყვნენ და გაშვებას უპირებდნენ და მითუმეტეს მანჩესტერს რამდენად გამოადგება არ ვიცი და თან ვან გაალი თუ სერ ალექსიო კითხვა დაუსვეს და ვან გაალიო ...
1
№7
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე რიო მინდა, მაგრამ რამდენად აქვს მაგ დონის გალათლება არ ვიცი, ზოგადად აზრიანად საუბრობს და მტკიცე ხასიათიც აქვს მაგრამ ყველა ვერ გამოდგება მაგ თანამდებობაზე. რაც შეეხება ვანდერას მე პირადად აიაქსის წარმატება ვერ ვნახე რაც ეგ მანდ მივიდა, თითქოს ჩაქრა აიაქსის ვარსკვლავი... მე ასე მეჩვენება.
0
№8
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2019 00:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ვუდვორდი აბა რა ჩემი ჭოგრიტია?აღმასრულებელი დირექტორი ეგ არის როგორც ვიცი და უშვებენ.უნდა ჩამოალაბორანტონ?:))


სავარაუდოდ სპორტულ დირექტორად უნდათ და ვუდვორდი დარჩება აღმასრულებელ დირექტორად, ოღონდ სპორტული სფერო აღარ შეეხება.

ისე აიაქსი მშვენიერ ფეხბურთელებს პოულობს, ძაან მომწონს ეს გუნდი, თუ არ დაშალეს უახლოეს წლებში, საკმაოდ ძლიერი გუნდი დადგება.
0
№9
ავტორი: Lalana
24 იანვარი 2019 01:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi
ვუდვორდი აბა რა ჩემი ჭოგრიტია?აღმასრულებელი დირექტორი ეგ არის როგორც ვიცი და უშვებენ.უნდა ჩამოალაბორანტონ?:))


სავარაუდოდ სპორტულ დირექტორად უნდათ და ვუდვორდი დარჩება აღმასრულებელ დირექტორად, ოღონდ სპორტული სფერო აღარ შეეხება.

ისე აიაქსი მშვენიერ ფეხბურთელებს პოულობს, ძაან მომწონს ეს გუნდი, თუ არ დაშალეს უახლოეს წლებში, საკმაოდ ძლიერი გუნდი დადგება.

დე იონგი უკვე გაყიდეს ბარსაში და ვფიქრობ ზაფხულში დე ლიხტიც დატოვებს გუნდს.მართლაც კარგ ახალგაზრდებს მოუყარეს თავი,'მაგრამ აიაქს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ შეინარჩუნოს ასეთი ფეხბურთელები,ან აქვს და უბრალოდ სურთ რომ ფული აკეთონ.ამიტომაცაა რომ ევროპაში მაგათი ხსენებაც არ არის.
0
№10
ავტორი: bziki
24 იანვარი 2019 05:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სპორტული დირექტორი,მებაღე და მზარეული კი არა ტრენერია საჭირო
ოლეს პატივისცემის მიუხედავად ფელანი და ფერგი ვერ ეყოლება სულ,ფელანი რო ოლეს ასისტენტად არ დაუდგებოდა ფერგის თხოვნის გარეშე ბევრი მიხვედრა არ უნდა.4 თუ 5 ასისტენტი ყავს ოლეს და ზემოდან "ბოსი" ფერგი.თვითონ მოიყვანა მოლდედან ერთი ასისტენტი კერიკი აქ დახვდა,ფერგი და ფელანი კიდე ცალკე მაფიაა,ვის რა როლი აქ შეუძლებელია გარკვევა
რომელი სპორტული მენეჯერი გაუკეთებს ტრანსფერს ოლეს თუ ფეხბურთელს ვერ გააგებინეს ვინაა ტრენერი ოლე თუ ფელანი და ფერგის საერთოდ რა ავალია?ეგ ფელანიც ვისთანაა პასუხისმგებელი ოლესთან თუ ფერგისთან უეჭველი ფერგის აბარებს ანგარიშს ვარჯიშების შესახებ.სატრანსფერო პრიორიტეტებს ვინ ადგენს?ფერგი?ოლე?საქმეც ისაა რო ფერგის არ შეუძლია გუნდი მართოს კაცი მიქელამ შეწყალა დაასვენეთ სიბერეში და მოიყვანეთ ტრენერი ოლეს თუ არ ენდობიან

გასაგებია გამოუვალი სიტუაცია იყო შუა სეზონი საშინელი შედეგებით,ფეხბურთელების გაქცევის რეალობა. ამ სეზონში ყველაფერი მოსულა რაც გამოვა გამოვა მარა ზაფხულში უკვე სხვა ამბავი იქნება.
P.S პსჟეს ნემარი დაემტვრა,ნახევარმცველი არ ყავთ არც ერთი,მაგარ შავ დღეში არიან.იღბალი კი ნაღდათ აქ ოლეს:D:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top