თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2019, 20:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 15
"მფრინავი ჰოლანდიელი" შესაძლოა, "იუნაიტედში" დაბრუნდეს
ხელმძღვანელობას ვან დერ სარი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციისთვის შესაფერის კანდიდატურას ეძებს. როგორც პრესაში იწერება, ხელმძღვანელობა ედვინ ვან დერ სარით არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ "მფრინავი ჰოლანდიელი" "იუნაიტედის" ღირსებას ექვსი წლის განმავლობაში იცავდა - 2005-2011 წლებში.

ამჟამად, ყოფილი "წითელი ეშმაკი" "აიაქსის" აღმასრულებელი დირექტორია, ეს პოზიცია ჰოლანდიელის 2016 წლის შემდეგ უკავია. მანამდე კი, 2012 წლიდან მარკეტინგს ხელმძღვანელობდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი "იუნაიტედი" მიიჩნევს, რომ ვან დერ სარი იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა 48 წლის ჰოლანდიელის გადმოსაბირებლად "იუნაიტედს" დიდი შრომის გაწევა მოუწევს.

"იუნაიტედს" არჩევანის გასაკეთებლად დიდი დრო არ დარჩა, რადგან ხელმძღვანელობას ახალი დირექტორის მოყვანა სეზონის ბოლომდე სურს, მანამ სანამ ახალ მუდმივ მწრთვნელს დანიშნავს. როგორც პრესაში იწერება, ხელმძღვანელობის ნომერ პირველ არჩევნად მწრთვნელის პოზიციაზე ისევ მაურისიო პოჩეტინო რჩება, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონს სოლსკიაერის დატოვება სურს.


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: nikolski
24 იანვარი 2019 08:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ციტატა: bziki
საში და ვფიქრობ ზაფხულში დე ლიხტიც დატოვებს გუნდს.მართლაც კარგ ახალგაზრდებს მოუყარეს თავი,'მაგრამ აიაქს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ შეინარჩუნოს ასეთი ფეხბურთელები,ან აქვს და უბრალოდ

ეგ რა მითხარი ნეიმარი დაემტვრათოო? მეწყინა ძააან :D :D :D
0
№12
ავტორი: WeAreUnited
24 იანვარი 2019 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: bziki
სპორტული დირექტორი,მებაღე და მზარეული კი არა ტრენერია საჭირო
ოლეს პატივისცემის მიუხედავად ფელანი და ფერგი ვერ ეყოლება სულ,ფელანი რო ოლეს ასისტენტად არ დაუდგებოდა ფერგის თხოვნის გარეშე ბევრი მიხვედრა არ უნდა.4 თუ 5 ასისტენტი ყავს ოლეს და ზემოდან "ბოსი" ფერგი.თვითონ მოიყვანა მოლდედან ერთი ასისტენტი კერიკი აქ დახვდა,ფერგი და ფელანი კიდე ცალკე მაფიაა,ვის რა როლი აქ შეუძლებელია გარკვევა
რომელი სპორტული მენეჯერი გაუკეთებს ტრანსფერს ოლეს თუ ფეხბურთელს ვერ გააგებინეს ვინაა ტრენერი ოლე თუ ფელანი და ფერგის საერთოდ რა ავალია?ეგ ფელანიც ვისთანაა პასუხისმგებელი ოლესთან თუ ფერგისთან უეჭველი ფერგის აბარებს ანგარიშს ვარჯიშების შესახებ.სატრანსფერო პრიორიტეტებს ვინ ადგენს?ფერგი?ოლე?საქმეც ისაა რო ფერგის არ შეუძლია გუნდი მართოს კაცი მიქელამ შეწყალა დაასვენეთ სიბერეში და მოიყვანეთ ტრენერი ოლეს თუ არ ენდობიან

გასაგებია გამოუვალი სიტუაცია იყო შუა სეზონი საშინელი შედეგებით,ფეხბურთელების გაქცევის რეალობა. ამ სეზონში ყველაფერი მოსულა რაც გამოვა გამოვა მარა ზაფხულში უკვე სხვა ამბავი იქნება.
P.S პსჟეს ნემარი დაემტვრა,ნახევარმცველი არ ყავთ არც ერთი,მაგარ შავ დღეში არიან.იღბალი კი ნაღდათ აქ ოლეს:D:D


არანაირად არ გეთანხმები მე მწრთვნელის საკითხში ვაცადოთ ამ კაცს წელს და შენი აზრით ფელანს არ უნდა სოლშერის ასისტენტობა ? :)
0
№13
ავტორი: bziki
24 იანვარი 2019 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
WeAreUnited
[ პასუხი ]
ცხვირმოუხოცავი ბავშვი გაზარდეს თვითონ იყო წლები სულშერის მწვრთნელი და ეხლა კი სურვილით იწვის რო ოლეს დამხმარე იყოს:)ფერგის გარეშე ვერც გაუბედავდა ოლე ფელანს ასისტენდად დამიდექიო.
ისე მწვრთნელი უნდა ირჩევდეს ასისტენტსაც და გაზონის მკრიჭავსაც

ღიად ითქვა რო ფელანი ოლეს არ მიუწვევია, ფერგიმ და ვუდვორდმა თხოვეს.
თუ დატოვეს ოლე ფელანი მაინც წავა მგონია,ფერგის არ გაუტეხა.
რა სულშერი და ფელანი ალბათ 15 წელი არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი
0
№14
ავტორი: vincent
24 იანვარი 2019 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
5-6 წელია აიაქსმა დაიწყო ისევ ძველი სკოლის სტატუსის გამართლება,ყველას გვახსოვს რა განსაკუთრებული სკოლაც აქვს ამსტერდამელებს,არვიცი რამდენად დიდია ედვინის დამსახურება ამაში,მაგრამ ფაქტია რამდენიმე წელია ძალიან კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ და ძალიან ნიჭიერი თაობასაც ზრდიან. მაგალითად დე ლიხტი,ამ ბიჭში არის ჩემი აზრით ყველაფერი რაც ძალიან მაღალი დონის მცველს უნდა ქონდეს,ძალიან დიდი სურვლი მაქვს რომ დე ლიხტი იყიდონ,თუგინდა 100 მილიონი გადაიხადონ ან უფრო მეტიც.კულიბალი,მანლასი კარგია,მაგრამ დე ლიხტი საერთოდ სხვა დონეზე ავა,ეს ჩემი სუბიექტური აზრია smile
0
№15
ავტორი: რეალისტი
24 იანვარი 2019 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ნეიმარს ტრავმა მიუღია, ვერატიც არიქნება პირველ მატჩში. ძაან რეალური შანსი გვაქ და იმედია გამოიყენებენ ბიჭები, მე მჯერა გუნდის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top