თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2019, 18:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 15
სკოტ მაკტომინეიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ოლე გუნარი და სკოტ მაკტომინეი ახალი კონტრაქტის შესახებ.
სკოტ მაკტომინეიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების შინაარსის მიხედვით, მაკტომინეიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2023 წლამდე დარჩება. კონტრაქტი მისი გახანგრძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.

"ხუთი წლის ასაკიდან ეს გუნდი ჩემი ცხოვრებაა. მე ყოველთვის ამ კლუბს ვგულშემატკივრობდი და ახლა მისი მაისურით თამაში საოცარი შეგრძნებაა."

"მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და მუდმივად ვსწავლობ მწრთვნელისგან და მისი დამხმარეებისგან და, რა თქმა უნდა, სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელებისგანაც."

"ერთი სული მაქვს, როდის განვაგრძობ ამ დიდებულ კლუბში პროგრესირებას."

სკოტის შესახებ ოლე გუნარმაც ისაუბრა:

"სკოტი კლუბში ძალიან მცირე ასაკიდან თამაშობს. მან ჩვენი აკადემიის საფეხურები გაიარა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა."

"ის ახალგაზრდაა და მუდმივად ვითარდება. ძალიან ნიჭიერი და ინტელექტუალია და ყოველთვის სწავლასაა მოწყურებული."

"მიხარია, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედში" საოცარი მომავალი ელის."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამის შესაფერისი გუნდი სტოკ სიტია
კარგად მოერგება.
2
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
21 იანვარი 2019 18:36
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Malboro463
ამის შესაფერისი გუნდი სტოკ სიტია
კარგად მოერგება.

მოკლედ შენ სუ უკმაყოფილო ხარ ყველაფრით ძირითადად :) მოდი გავიხსენოთ,რომ მანჩესტერს ყოველთვის ყავდა ასეთი ფეხბურთელები,რომლებიც ასრულებდნენ საკმაოდ დიდ სამუშაოს. სწორედ ამიტომაა უნაიტედი დიდი გუნდი,რომ ასეტ ფეხბურთელებს აძლევენ შანს. ეს ბიჭ საკმაოდ კარგად გამოიყურება როცა მოედანზე ან თუნდაც როცა შემოდის ზამენიდან. გვყავდა ჩვენ ასეთი დონის ფეხბურთელები, გიბსონი,კლევერლი,ფლეჩერი და ა.შ. ყველა სქოულზი კინი ან კერიკი ვერ იქნება. მითუმეტეს ტყუილად უნაიტედში არავინ გააჩერებდა და მითუმეტეს კონტრაქტს არავინ გაუხანგრლივებდა.
2
№3
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargi warmatebebiii skot
1
№4
ავტორი: Shota Blues
21 იანვარი 2019 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მნიშვნელოვანი რამ თქვა - "ხუთი წლის ასაკიდან ეს გუნდი ჩემი ცხოვრებაა. მე ყოველთვის ამ კლუბს ვგულშემატკივრობდი და ახლა მისი მაისურით თამაში საოცარი შეგრძნებაა."
კარგია, ძალიან გამეხარდა. ოლეს ხელში პროგრესი დაეტყობა...
1
№5
ავტორი: bziki
21 იანვარი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რავი თუ განვითარდა ხო კაი,მაგ პოზიციისთვის ჯერ პატარაა,მატიჩი მანდ ყავს კერიკიც. იმედია ისწავლის რამეს
როგორც ჩანს ენდობიან არენდაზე ქონდათ შეთავაზება და არ გაუშვეს

ტრანსფერს თუ არ აკეთებენ კონტრაქტები მაინც გაუხანგრძლივონ მარსიალიც დაიყოლიესო,ერერა-მატას ურჩებათ, ერერა მაინც დასატოვია სკაზე მაინც იჯდება.მატაც თუ იჯდება დატოვონ ერთი 3 წელი
დეხეას 5 წლიანი გაუმზადონ
1
№6
ავტორი: man21utd
21 იანვარი 2019 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
მატიჩს გავს ფიზიკურად და ვნახოთ ჯერჯერობით დიდი ვერაფერი მე პირადად რამე სერიოზულ ტალანტს ამაში ვერ ვხედავ მაგრამ შრომისმოყვარეობის ხარჯზე შეიძლება მიაღწიოს რაღაცას
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
21 იანვარი 2019 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Malboro463
ამის შესაფერისი გუნდი სტოკ სიტია
კარგად მოერგება.

სკოტი - სტოკი.ალბათ სახელის პონტში უფრო მეტად:)))

ალბათ რაღაც იმედი აქვთ არენდაზე რო არ გაუშვეს.აგერაა ბურთიც და მოედანიც და ვნახავთ რა შეუძლია

ისე ზოგადად რაღაც ეჭვი მაქვს რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი და ბოსები აკადემიის ხალხს მიუბრუნდა ძაან და ეგეც შეიძლება მარკეტინგული სვლა იყოს.იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი აკადემია ძალიან მოთხოვნადი იყო მაგრამ დიდი ჩავარდნა ქონდა აკადემიას როცა მისი აღზრდილი არც მანჩესტერში ბრწყინავდა და არც სხვაგან ფრინავდა და შეიძლება საკუთარ გუნდში დაწინაურებით ამ ჩავარდბის აღმოფხვრა უნდათ და სწორიცაა.არსენალის ბარსას და დაჟე აიაქსის აკადემია უფრო მოთხოვნადი გახდა ზუსტად ამ პერსპექტივის გამო
0
№8
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ შენ სუ უკმაყოფილო ხარ ყველაფრით ძირითადად :) მოდი გავიხსენოთ,რომ მანჩესტერს ყოველთვის ყავდა ასეთი ფეხბურთელები,რომლებიც ასრულებდნენ საკმაოდ დიდ სამუშაოს

ციტატა: Dato kutaisi
სკოტი - სტოკი.ალბათ სახელის პონტში უფრო მეტად:)))

სტილის გამო ასეთი ფრხბურთელებითა უმეტესად დაკომპლექტებული სტოკი.
22 წლის ფეხბურთელები გუნდის შეუცვლელ ფიგურად ითვლებიან და ევროპის გრანდები იბრძვიან ამან აწე რა უნდა გახდეს? კერიკივით თუ სიბერეში აპირებს თამაშის დაწყებას მაგიც არა საკმარისი.
ყველა სკოულზი და გიგსი ვერ იქნებაო მაგაზე ნაკლები რატო უნდა გააჩერო გრანდში? რეზერვებში თუ არ მოიძებნება უნდა იყიდო
მეორეხარისხოვანი ფეხბურთელებით რომ იყო გამოტენილი გუნდი იმიტო ითამაშეს 25 წელში 4 ლიგის ფინალი
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2019 21:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი პერიოდი კარგად გამოიყურებოდა, მერე ცოტა მოუკლო, ვნახოთ მომავალში რას იზამს, წარმატებები!
0
№10
ავტორი: Methadon
21 იანვარი 2019 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ფელაინი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს, მატიჩი ასაკში შედის და შემდეგი სეზონიდან ვეღარ მოახერხებს ყველა მატჩის ჩატარებას. პლიუს ამას ძირითადი ფეხბურთელების ტრამვებიც გასათვალისწინებელია და მიეცემა ამ ბიჭს შანსი აუცილებლად. თანაც ფრედს დიდად არ წყალობს ოლე, ასე რომ ლარგია რომ დარჩა. როდესაც სამი ნახევაემცველით თამაშობ საჭიროა ხალხი ზამენაზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top