თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 21:46
ავტორი: Billy,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 12
სქოულზი "ოლდჰემ ატლეტიკის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
"იუნაიტედის" ლეგენდა ახლოსაა სამწვრთნელო კარიერის დაწყებასთან.
სქოულზი
"ოლდჰემ ატლეტიკი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ნახევარმცველ პოლ სქოულზთან მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტის დაკავების თაობაზე.

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადრები ფრენკ ბანის შემცვლელს ეძებენ, რომელიც კლუბიდან 27 დეკემბერს დაითხოვეს.

ოლდჰემი დიდი მანჩესტერის აგლომერაციაში მდებარე პატარა ქალაქია. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა პოლი, ხოლო "ოლდჰემ ატლეტიკი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა კავშირი ამ პატარა კლუბთან. იგი ამ შაბათსაც დაესწრო "ოლდემის" თამაშს, სადაც ლატიკები ("ოლდჰემის" მეტსახელი) 2-1 დამარცხდნენ სოლ კემპბელის გაწვრთნილ "მაკლსფილდ თაუნთან".

მას შემდეგ, რაც 2013 წელს სქოულზმა საფეხბურთო კარიერა საბოლოოდ დაასრულა, მას არცერთი გუნდი გაუწვრთნია, ასე რომ ეს მისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ მომენტში "ბაუნდერი პარკის" ბინადრებს დროებითი მწვრთნელი პიტ უაილდი ავარჯიშებს.

თუმცა ვეტერან ინგლისელს, როგორც "სელფორდ სიტის" თანამფლობელს, შეიძლება სამართლებრივი დაბრკოლება შეექმნას, რადგან "კლასი 92"-ის ბიჭების კლუბი მესამე ადგილზე იმყოფება ინგლისის ნაციონალურ ლიგაში (რანგით მეხუთე ლიგა) და იბრძვის ლიგა 2-ში ასასვლელად, სადაც "ოლდჰემი" თამაშობს.

სქოულზს აქამდეც გამოუჩენია "ოლდჰემის" გაწვრთნის ინტერესი. იუნაიტედის ლეგენდამ "BBC Radio"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურდა აღნიშნული თანამდებობის დაკავება და კლუბის აღმასრულებელ თავმჯდომარე მარკ მოისლისთანაც გაიარა ინტერვიუ 2017 წლის ოქტომბერში, სანამ ამ პოსტს რიჩი უელენსი დაიკავებდა.

"ოლდჰემიდან" უკანასკნელი მთავარი მწვრთნელი ბანი მას შემდეგ გააგდეს, რაც "ლატიკები" სამარცხვინოდ განადგურდნენ "კარლაილ იუნაიტედთან" 6-0. არადა ის გუნდში მხოლოდ ზაფხულში იყო მოსული.

დროებითი მწვრთნელ უაილდის ხელმძღვანელობით, გუნდმა ოთხიდან ორი თამაში მოიგო და ინგლისის ლიგის თასის მესამე წრიდან სენსაციურად გამოაგდო პრემიერლიგელი "ფულჰემი".

წითურ პოლს "იუნაიტედის" შემადგენლობაში 718 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო ინგლისის ეროვნულ ნაკრებში - 66.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის იყო "კლასი 92"-ის იმ ხუთ წარმომადგენელს შორის, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ "სელფორდ სიტის" წილები იყიდეს. თუმცა ძმები ნევილების, რაიან გიგზისა და ნიკი ბატისგან განსხვავებით, პოლს მწვრთნელობა არცერთ დონეზე არ უცდია.

წყარო: BBC
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 იანვარი 2019 23:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ვნახოთ აბა მარტო კრიტიკა შეუძლია თუ საქმეც ესმის.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა დათანხმდება თუ არა
0
№3
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2019 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Martla saintereso Iqneba...joze daakvirdeba gansakutrebit:)))
1
№4
ავტორი: kobinio
21 იანვარი 2019 02:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ikeoni
Martla saintereso Iqneba...joze daakvirdeba gansakutrebit:)))

ქილიკი და დაცინვა მერე ნახე )))
0
№5
ავტორი: 100%Red
21 იანვარი 2019 11:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დარმიანი გაყიდესო მართალია???
0
№6
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2019 13:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: 100%Red
დარმიანი გაყიდესო მართალია???


არენდით უშვებენ იუვეში, გამოსყიდვის უფლებით.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2019 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს კაცი მინდა მინიმუმ აკადემიაში, რიო სპორტულ დირექტორად და ბექჰემი ელჩად ან მარკეტინგის შეფად :)
0
№8
ავტორი: makaveli
21 იანვარი 2019 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
სტატია ფერგიუსონის დღევანდელ როლზე იუნაიტედში ! ! !

ფერგის მოღვაწეობა მხოლოდ რჩევით არ შემოფარგლულა. ის არის ნორვეგიელის სრულფასოვანი მენტორი, შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელის მწვრთნელი. შოტლანდიელმა საკუთარ თავზე აიღო 3 მიმართულება: ანალიტიკა, შემადგენლობის არჩევა და მოტივაცია.

მწვრთნელის მწვრთნელი - ფერგიუსონს როგორც იქნა საქმე გამოუჩნდა კლუბის სტრუქტურაში

სოლსკიაერი თავის დამრიგებელს აწვდის ვარჯიშებზე მოპოვებულ ყველანაირ მონაცემებს: სტატისტიკა, კონდიციები, ვიდეო-ჩანაწერები. შემდეგ ალექსი ახორციელებს სხვადასხვა კორექტირებებს და ულეს ურჩევს ძირითად 11-ეულს. შოტლანდიელი უკვე ორჯერ იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე, მიზეზი - ფეხბურთელთა მოტივირება.

"თქვენ ხართ ისინი, ვინც "იუნაიტედს" ძველ დიდებას დაუბრუნებს. მე მჯერა თქვენი, იბრძოლეთ ერთმანეთისთვის. მწამს, რომ თქვენი დამსახურებით "მანჩესტერი" დაბრუნდება მოწინავე პოზიციებზე." - ბრავო, ფერგი!
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
21 იანვარი 2019 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: giorgi_mg
ეს კაცი მინდა მინიმუმ აკადემიაში, რიო სპორტულ დირექტორად და ბექჰემი ელჩად ან მარკეტინგის შეფად :)

იდეალური რასკლადია.იდეალურად გაქვს შერჩეული ყველა პოზიცია.საღოლ
0
№10
ავტორი: kobinio
21 იანვარი 2019 17:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: giorgi_mg
ეს კაცი მინდა მინიმუმ აკადემიაში, რიო სპორტულ დირექტორად და ბექჰემი ელჩად ან მარკეტინგის შეფად :)

ბექემს თავისი გუნდი ყავს და არ გამოდის ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top