თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 21:46
ავტორი: Billy,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 12
სქოულზი "ოლდჰემ ატლეტიკის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
"იუნაიტედის" ლეგენდა ახლოსაა სამწვრთნელო კარიერის დაწყებასთან.
სქოულზი
"ოლდჰემ ატლეტიკი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ნახევარმცველ პოლ სქოულზთან მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტის დაკავების თაობაზე.

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადრები ფრენკ ბანის შემცვლელს ეძებენ, რომელიც კლუბიდან 27 დეკემბერს დაითხოვეს.

ოლდჰემი დიდი მანჩესტერის აგლომერაციაში მდებარე პატარა ქალაქია. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა პოლი, ხოლო "ოლდჰემ ატლეტიკი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა კავშირი ამ პატარა კლუბთან. იგი ამ შაბათსაც დაესწრო "ოლდემის" თამაშს, სადაც ლატიკები ("ოლდჰემის" მეტსახელი) 2-1 დამარცხდნენ სოლ კემპბელის გაწვრთნილ "მაკლსფილდ თაუნთან".

მას შემდეგ, რაც 2013 წელს სქოულზმა საფეხბურთო კარიერა საბოლოოდ დაასრულა, მას არცერთი გუნდი გაუწვრთნია, ასე რომ ეს მისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ მომენტში "ბაუნდერი პარკის" ბინადრებს დროებითი მწვრთნელი პიტ უაილდი ავარჯიშებს.

თუმცა ვეტერან ინგლისელს, როგორც "სელფორდ სიტის" თანამფლობელს, შეიძლება სამართლებრივი დაბრკოლება შეექმნას, რადგან "კლასი 92"-ის ბიჭების კლუბი მესამე ადგილზე იმყოფება ინგლისის ნაციონალურ ლიგაში (რანგით მეხუთე ლიგა) და იბრძვის ლიგა 2-ში ასასვლელად, სადაც "ოლდჰემი" თამაშობს.

სქოულზს აქამდეც გამოუჩენია "ოლდჰემის" გაწვრთნის ინტერესი. იუნაიტედის ლეგენდამ "BBC Radio"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურდა აღნიშნული თანამდებობის დაკავება და კლუბის აღმასრულებელ თავმჯდომარე მარკ მოისლისთანაც გაიარა ინტერვიუ 2017 წლის ოქტომბერში, სანამ ამ პოსტს რიჩი უელენსი დაიკავებდა.

"ოლდჰემიდან" უკანასკნელი მთავარი მწვრთნელი ბანი მას შემდეგ გააგდეს, რაც "ლატიკები" სამარცხვინოდ განადგურდნენ "კარლაილ იუნაიტედთან" 6-0. არადა ის გუნდში მხოლოდ ზაფხულში იყო მოსული.

დროებითი მწვრთნელ უაილდის ხელმძღვანელობით, გუნდმა ოთხიდან ორი თამაში მოიგო და ინგლისის ლიგის თასის მესამე წრიდან სენსაციურად გამოაგდო პრემიერლიგელი "ფულჰემი".

წითურ პოლს "იუნაიტედის" შემადგენლობაში 718 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო ინგლისის ეროვნულ ნაკრებში - 66.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის იყო "კლასი 92"-ის იმ ხუთ წარმომადგენელს შორის, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ "სელფორდ სიტის" წილები იყიდეს. თუმცა ძმები ნევილების, რაიან გიგზისა და ნიკი ბატისგან განსხვავებით, პოლს მწვრთნელობა არცერთ დონეზე არ უცდია.

წყარო: BBC
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
22 იანვარი 2019 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: kobinio
ციტატა: giorgi_mg
ეს კაცი მინდა მინიმუმ აკადემიაში, რიო სპორტულ დირექტორად და ბექჰემი ელჩად ან მარკეტინგის შეფად :)

ბექემს თავისი გუნდი ყავს და არ გამოდის ;)

beqemi ro icodet bichebo manchesteris elchia psjeshi ro kariera daasrula magis mere dgemde.. rogorc ji sung parkic elchia da bevri yopili pexburtelia manchesteris elchi
0
№12
ავტორი: რეალისტი
23 იანვარი 2019 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სქოულზი <3 ერთხელაც მინდა რომ მთლიანად კლუბში ადრინდელი ფეხბურთელები დასაქმდნენ! აი მერე ნახეთ თქვენ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top