თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 11:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 11
"ერთადერთი, რაც შეგვიძლია, "იუნაიტედის" დამარცხებაა"
იქონიებს თუ არა გავლენას "ოლდ ტრაფორდი" პრემიერ ლიგის ტიტულის ბედის გადაწყვეტაში.
პრემიერ ლიგის ტიტულისთვის, რეალურად, ამჟამად ორი გუნდი იბრძვის: "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული". თუ დღეს "მანჩესტერ სიტი" გამარჯვებას მოახერხებს, მაშინ მათ შორის სხვაობა ოთხი ქულა გახდება. პრესა მიიჩნევს, რომ ტიტულისათვის ბრძოლა "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება, რასაც პეპ გვარდიოლა უარყოფს.

მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ტიტულისათვის ბრძოლაში ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ დიდი ზეგავლენა მოახდინონ თასის ბედზე. შეგახსენებთ, რომ ლიდერებს "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი აქვთ ჩასატარებელი. "ლივერპული" "იუნაიტედს" 24 თებერვალს ეწვევა, ხოლო "მანჩესტერ სიტი" 16 მარტს.

"თუ "ლივერპული" ჩვენზე ორი-სამი ქულით წინ არის და ისინი "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობისთვის ემზადებიან, სადაც 10-12 ქულით ჩამორჩენილი "იუნაიტედი" ელოდებათ, რა გგონიათ, როგორ ვიგრძნობ თავს მატჩამდე?"

"არ ვიცი. ჩვენც გვიწევს "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლა და ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვიგოთ. თუ "იუნაიტედი" შეძლებს "ლივერპულის" დამარცხებას, ეს იდეალურია, თუმცა თუ ჩვენც წაგვართმევენ სამ ქულას, მაშინ სიტუაცია არ იცვლება."

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა "ოლდ ტრაფორდზე" მოვიგოთ, მაგრამ ვერაფერს გეტყვით "იუნაიტედი" - "ლივერპულის" შესახებ. სოლსკიაერის ნომერი ნამდვილად არ მაქვს..."

"ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს "იუნაიტედის" დამარცხებაა, როცა იქ ჩავალთ. ძალიან დიდი შეცდომაა ამ ყველაფერზე ფიქრი. არ ღირს. როდესაც ამდენ ჩემპიონატში მონაწილეობ და თან ყველაში წარმატების მიღწევა გსურს, სჯობს, რომ კონკრეტულ რამეზე მოახდინო კონცენტრირება."

"ალბათ, "იუნაიტედი"-"ლივერპულამდე" უფრო მეტს გეტყვით და უფრო ნათლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მაგრამ იქამდე ორივე გუნდს ბევრი მატჩი აქვს ჩასატარებელი," - დაასრულა გვარდიოლამ.


წყარო: SkySports
სხვა
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2019 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Gadagaxevt burts tavze she axvaro agaraa joze Aq da Es sxva manchsteria
6
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩვენ ორივე თამაშის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ რაც მთავარია
0
№3
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2019 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა თამაშები გველოდება წინ, "დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო" გამოთქმა რომ არის, აი ეგ ამბავი იქნება lol
0
№4
ავტორი: stepno
20 იანვარი 2019 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე მგონია ლივერპულს მოუგებთ და აი სიტი ისეთ ფეხბურთს თამაშობს რომ ჯონსის და სმოლინგის იმედი ნაკლებად მაქ მაგათთან იმედია ლინდელოფი და ბაილი იქნებიან და კარ ფორმაშიც შეხვდებიან:)) კარგად მოაზროვნე მცველები დაგვჭირდება
1
№5
ავტორი: kobinio
20 იანვარი 2019 17:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს მაურინიოს გაზდილი რა ამბიციებშია ნახეთ რა... ხვედელიძე გვინდა დაცვაში თორე საშიშია ნამდვილად ამ ორივე გუნდთან ჭიდაობა.იქნება მოხდეს სასწაული და იკიდონ კულიბალი ზამთარში
0
№6
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 17:29
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ქულათა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ოლდ ტრაფორდზე სიტიზე მეტად ლივერპულის ადუღება გამისწორდებოდა.
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
20 იანვარი 2019 17:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Svani
ქულათა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ოლდ ტრაფორდზე სიტიზე მეტად ლივერპულის ადუღება გამისწორდებოდა.

პლიუს ჩემპიონობაზეც ხელს შევუშლით
0
№8
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 18:31
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Svani
ქულათა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ოლდ ტრაფორდზე სიტიზე მეტად ლივერპულის ადუღება გამისწორდებოდა.

პლიუს ჩემპიონობაზეც ხელს შევუშლით

სამ ქულას ჩვენ დავუდებთ სიტის და დანარჩენი ერთი ქულაც თვითონ უნდა ქნას რამე..ლივერპულთან ჩამორჩენას ვგულისხმობ ))
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
20 იანვარი 2019 19:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Svani
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Svani
ქულათა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ოლდ ტრაფორდზე სიტიზე მეტად ლივერპულის ადუღება გამისწორდებოდა.

პლიუს ჩემპიონობაზეც ხელს შევუშლით

სამ ქულას ჩვენ დავუდებთ სიტის და დანარჩენი ერთი ქულაც თვითონ უნდა ქნას რამე..ლივერპულთან ჩამორჩენას ვგულისხმობ ))

ლივერპული თავისითაც დაკარგავს ბევრს
0
№10
ავტორი: giorgiginturi
21 იანვარი 2019 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
როდესაც თეორიული შანსი არსებობს, ბოლომდეა ბრძოკა საჭირო.
მე მახსოვს ფერგიმ, 15 თუ 18 ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა და ეპლი მოიგო.. და ეს ალბათ ახსოვს ზროსკებს ყველად.. და რა პრობლემა, მე ვერ ვხედავ ვერც სიტის და ვერც მაგ წყეულ ლივერპულს, დაუმარცხებელ კლუბად და ვერც ვერასოდეს აღვიქვავ დიდ კლუბებად მაგათ..
მე ასეთი თამაშით და მონდომებით, პრეტენზია ტიტულზეც მაქვს და არა ოთხეულზე.. მერწმუნეთ დაუცდებათ ფეხი მაგათაც და არა ერთი მხოლოდ.. ესე ვერ იფრენენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top