თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 11:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 11
"ერთადერთი, რაც შეგვიძლია, "იუნაიტედის" დამარცხებაა"
იქონიებს თუ არა გავლენას "ოლდ ტრაფორდი" პრემიერ ლიგის ტიტულის ბედის გადაწყვეტაში.
პრემიერ ლიგის ტიტულისთვის, რეალურად, ამჟამად ორი გუნდი იბრძვის: "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული". თუ დღეს "მანჩესტერ სიტი" გამარჯვებას მოახერხებს, მაშინ მათ შორის სხვაობა ოთხი ქულა გახდება. პრესა მიიჩნევს, რომ ტიტულისათვის ბრძოლა "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება, რასაც პეპ გვარდიოლა უარყოფს.

მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ტიტულისათვის ბრძოლაში ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ დიდი ზეგავლენა მოახდინონ თასის ბედზე. შეგახსენებთ, რომ ლიდერებს "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი აქვთ ჩასატარებელი. "ლივერპული" "იუნაიტედს" 24 თებერვალს ეწვევა, ხოლო "მანჩესტერ სიტი" 16 მარტს.

"თუ "ლივერპული" ჩვენზე ორი-სამი ქულით წინ არის და ისინი "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობისთვის ემზადებიან, სადაც 10-12 ქულით ჩამორჩენილი "იუნაიტედი" ელოდებათ, რა გგონიათ, როგორ ვიგრძნობ თავს მატჩამდე?"

"არ ვიცი. ჩვენც გვიწევს "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლა და ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვიგოთ. თუ "იუნაიტედი" შეძლებს "ლივერპულის" დამარცხებას, ეს იდეალურია, თუმცა თუ ჩვენც წაგვართმევენ სამ ქულას, მაშინ სიტუაცია არ იცვლება."

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა "ოლდ ტრაფორდზე" მოვიგოთ, მაგრამ ვერაფერს გეტყვით "იუნაიტედი" - "ლივერპულის" შესახებ. სოლსკიაერის ნომერი ნამდვილად არ მაქვს..."

"ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს "იუნაიტედის" დამარცხებაა, როცა იქ ჩავალთ. ძალიან დიდი შეცდომაა ამ ყველაფერზე ფიქრი. არ ღირს. როდესაც ამდენ ჩემპიონატში მონაწილეობ და თან ყველაში წარმატების მიღწევა გსურს, სჯობს, რომ კონკრეტულ რამეზე მოახდინო კონცენტრირება."

"ალბათ, "იუნაიტედი"-"ლივერპულამდე" უფრო მეტს გეტყვით და უფრო ნათლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მაგრამ იქამდე ორივე გუნდს ბევრი მატჩი აქვს ჩასატარებელი," - დაასრულა გვარდიოლამ.


წყარო: SkySports
სხვა
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2019 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაღაც მოუხშირა ამან ჩვენზე კომენტარებს, ნეტავ რაშია საქმე? :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top