თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2019, 21:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2437,
კომენტარები: 14
სოლსკიაერი მატჩის შემდგომ
ნორვეგიელის მატჩის შემდგომი კომენტარი.
სოლსკიაერი მატჩის შემდგომ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა რეკორდი დაამხო, მოიპოვა რა შვიდიდან შვიდივე გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას, როცა "ოლდ ტრაფორდზე" "ბრაიტონი" დაამარცხა 2-1.

დიდებულად ვითამაშეთ

"ო, დიახ, მოხარულები ვიყავით, რომ საფინალო სასტვენის ხმა გავიგონეთ, მაგრამ ნამდვილად, ნამდვილად არ იყო კომფორტული მდგომარეობა, თუმცა დიდებულად ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე მომენტი შევქმენით და მატჩი უნდა მოგვეკლა. ნებისმიერ თამაშში გექმნება პრობლემა და გამოწვევა, "ბრაიტონმა" კი სხვა გუნდებზე უფრო მეტად ქმნის, რადგან ისინი სტაბილურები და მედგრები არიან. მათი გატეხვა ძალიან რთულია და კარგი მცველები, კარგი ნახევარმცველები ჰყავთ და, რა თქმა უნდა, როცა საჯარიმოში აწვდიან, თავი უნდა დაიცვა. მაგრამ ზოგჯერ შესანიშნავად ვთამაშობდით."

რეშფორდს თავდაჯერებულობა მოემატა

"მისი გოლი ცუდი არ იყო, არა? თავისი 150-ე მატჩში ჩაატარა და 21 წლის ასაკში ეს კარგი შედეგია. ამჟამად მისი თამაშის დონე, მომენტების დასრულების უნარი, შრომისმოყვარეობა, უბრალოდ საოცნებოს ხდის მისნაირი ფეხბურთელის გუნდში ყოლას. თავდაჯერებულია, იმისათვის კი, როგორც ის თამაშობს, თავდაჯერებულობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, ბოლო ექვს თუ შვიდ კვირაში ბევრი მატჩი ჩაატარა. ბოლო რამდენიმე კვირაში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა თავდაჯერებულობამ მოიმატა, თამაშიც დახვეწა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობა არასდროს ნელდება და ეს ყველაზე მეტად სასიამოვნოა."

უკეთესი თამაშის მაყურებლები უნდა ვყოფილიყავით

"რა თქმა უნდა, ბრწყინვალე დამოკიდებულებაა. მაგრამ მერჩივნა, რომ უკეთესად გვეთამაშა, ბურთი უფრო კარგად დაგვეჭირა და ისინი უბურთოთ უფრო ხშირად დაგვეტოვებინა. ვფიქრობ, ძალიან ადვილად ვთმობდით ბურთს, ზოგჯერ არაჯანსაღად გამოვიყურებოდით, რადგან თითქოს ფეხი გვიცდებოდა. შესაძლოა, ზოგჯერ ყველაფერი მარტივად გამოიყურებოდა და 3-0 უფრო სასიამოვნო ანგარიში იქნებოდა, მაგრამ 2-0 ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავდაცვისას ჩვენი სქემა უკეთ უნდა დავამუშაოთ. მატჩის მიწურულს, როგორც დღეს, კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში. დაძაბულად ვიყავით, მაგრამ 2-1 ვიგებდით და საჯარიმოდან მაქსიმალურად შორს უნდა დაგვეტოვებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ ზოგჯერ გვიჭირდა, თუმცა საერთო ჯამში შესანიშნავად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში დასაწყისში 2-3 გოლის გატანაც შეგვეძლო."

"წითლების" ვარჯიშებს ნაყოფი მოაქვს

"თუ ასეთ მუხტს შევინარჩუნებთ, ჩვენი ვარჯიშები ნაყოფს გამოიღებს და ბევრ ქულას დავაგროვებთ, რაც, იმედი მაქვს, სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლაში დაგვეხმარება. სერ ალექს ფერგიუსონი ქულათა ჩამორჩენას ჩვენი მოტივაციისთვის იყენებდა ხოლმე. რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ 10 მატჩის მოგება? სანამ ყოველი მატჩისთვის შესაბამისად ემზადები, ყველას მოგება შეიძლება. მაგრამ მაინც გვაქვს რამდენიმე რამ გასაუმჯობესებელი. უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ ასეთი სათამაშო ფორმითა და მუხტით. ახლა უკვე შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გვაქვს და ეს თავდაჯერებულობას ქმნის."

რეკორდები არ მაღელვებს

"რა თქმა უნდა, სერ მეტ ბასბის რეკორდის დამხობა საამაყოა, მაგრამ ამით ფეხბურთელებმაც უნდა იამაყონ, რადგან ეს მუხტს ქმნის და მორიგი გამარჯვებაა. შესაძლოა, 10, 15 ან 20 წლის შემდეგ ეს ამბავი გავიხსენო, მაგრამ საერთო ჯამში რეკორდი არ მაღელვებს. ასეთი საკითხები არასდროს აღძრავდა ჩემს ინტერესს. რა თქმა უნდა, გამარჯვებული გუნდის ნაწილი როცა ხარ, დიდებულია და ეს გასახდელში რწმენას ზრდის. სწორედ ამ გუნდური სულისკვეთების წყალობით გადავურჩით დღეს ქულების დაკარგვას და დავიდსაც კი არ ჰქონია ბევრი სეივი გასაკეთებელი, თუმცა მატჩის მიწურულს რამდენიმე სახიფათო მომენტი იყო."

"არსენალი" დიდებული გამოწვევაა

"რა თქმა უნდა, რთული წლები გამოვიარეთ და ამჯერად მეხუთე ადგილზე ვართ. არ ვიცი, როგორ თამაშობს ახლა "არსენალი" "ჩელსის" წინააღმდეგ, ასე რომ, შეიძლება მეექვსეზეც გადავიდეთ! ეს მორიგი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენს კლუბს ვუსახავთ მიზნად, მაგრამ ახლა ინგლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, რადგან რთული მეტოქე და დიდი გამოწვევაა. როცა თქვენთან ინტერვიუს მოვრჩებით, მეორე ტაიმს ჩავუჯდები!"

ალექსისი ითამაშებს "არსენალის" წინააღმდეგ?

"ალექსისი 100 პროცენტით მზად არ არის. მცირე ხანი უქმობდა, მაგრამ ინგლისის თასზე განაცხადში იქნება."
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
19 იანვარი 2019 22:12
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოდი ვთქვათ რომ ფაქტი სახეზეა. იქ ტოტენჰემთან გაგვიმართლა,სუსტი მეტოქეები გხვდება და ა.შ აგვინდა ეს სუბიექტურობა. ეს სუსტი მეტოქეები გვხვდებოდა მოურინიოს დროსაც,მარა შედეგი იყო 0. ფეხბურთი შედგება დეტალებისგან და იქ დეჰეა რომ არ გვყოლოდა და იქ ლინდელოფს რომ არ ეთამაშა კარგად და აი პოგბას თავდაჯერებულობა რომ არა და მსგავის უშინაარსო არგუმენტები არგვინდა :) მე ვხედავ ფაქტს. 7-7 მოგება. ბურთის კონტროლი,სწრაფი პასები, საკმაოდ სწრაფად გადასვლა კონტრშეტევაზე,რკარისკენ დარტყმები. ეს გუნდი ახერხებს იმდენს,რასაც მოუმ 3 წელი ვერ მოახერხა. რა პრობლემაც გვაქვს ეს არის დაცვაში საშინელება. სასწრაფოდ მოსაყვანია მანოლასი და კულიბალი აი სასწრაფოდ. ხო ბოლოს ამ სულშერს რას ერჩით აქ რამდენიმე ადამიანი? რა არ მოგწონთ?
0
№2
ავტორი: The Special One
19 იანვარი 2019 22:17
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
სულშერიიი, სულშერია სწორი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Bond07
19 იანვარი 2019 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
7/7 მატჩი კარგა აქედან 6 პრემიერლიგაში თუმცა თამაშის ხარისხი არც ტოტენჰემთან და არც ბრაიტონთან არ იო კარგი იმედია გამოასწორება და დაცვაზე რაღა უნდა ვთქვა სვარკაა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2019 22:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: The Special One
სულშერიიი, სულშერია სწორი

ვიცით ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ოლე ოღონდ თამაში უნდა მოგვეკლა არ თქვა და არ მინდა არაფერი ისევ ის სირბანჯო მახსენდება:))) 7 დან 7 საღოლ ოლე ❤️
1
№6
ავტორი: nika1983
19 იანვარი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
კარგია, რომ წ ინააღ მდეგობა შეგვხვდა და ოლეს მიეცემა დასკვ ნ ების საშულება , მალე მერვე მოგებაც გვექნება და ითვალოს იმ ავტობუსამ რეკორდები
0
№7
ავტორი: Lalana
19 იანვარი 2019 23:01
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ცვლილება რომ აშკარაა ამას მგონი არც ჭირდება დავა.მოურინიოს დროს გვითამაშია ასეთი დონის გუნდებთან და თუ ვიგებდით ეგეც ტანჯვითა და გოდებით,თან ისე რომ სრულიად მოგეწყინებოდა.რაც ამ ერთ თვეში მოხდა ეს იყო მაქსიმუმი.ამაზე მეტის გაკეთებას ვერც მოვთხოვთ ამ კაცს.ერთია რომ ლინდელოფის გარდა დაცვა სრულიად გადასახალისებელია,მაგრამ გონი ზამთარში არ აპირებენ ვინმეს მოყვანას.
1
№8
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 01:48
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: ALEXFERGUSON
მოდი ვთქვათ რომ ფაქტი სახეზეა. იქ ტოტენჰემთან გაგვიმართლა,სუსტი მეტოქეები გხვდება და ა.შ აგვინდა ეს სუბიექტურობა. ეს სუსტი მეტოქეები გვხვდებოდა მოურინიოს დროსაც,მარა შედეგი იყო 0. ფეხბურთი შედგება დეტალებისგან და იქ დეჰეა რომ არ გვყოლოდა და იქ ლინდელოფს რომ არ ეთამაშა კარგად და აი პოგბას თავდაჯერებულობა რომ არა და მსგავის უშინაარსო არგუმენტები არგვინდა :) მე ვხედავ ფაქტს. 7-7 მოგება. ბურთის კონტროლი,სწრაფი პასები, საკმაოდ სწრაფად გადასვლა კონტრშეტევაზე,რკარისკენ დარტყმები. ეს გუნდი ახერხებს იმდენს,რასაც მოუმ 3 წელი ვერ მოახერხა. რა პრობლემაც გვაქვს ეს არის დაცვაში საშინელება. სასწრაფოდ მოსაყვანია მანოლასი და კულიბალი აი სასწრაფოდ. ხო ბოლოს ამ სულშერს რას ერჩით აქ რამდენიმე ადამიანი? რა არ მოგწონთ?

გეთანხმები მეგობარო. არ ვიცი ვინ რას ერჩის სულშერს. ნათქვამია მადა ჭამაში მოდისო და ყველაფერი ეხლა მოგვინდა ამ კაცისგან, 7 დან 7 მოგება დადო და კიდე უკმაყოფილოა ხალხი. ჩვენ რაა ვერ ვამჩნევთ შეცდომებს? უბრალოდ გუნდი იგებს და მოდი შევირგოთ ეს მოგება პოზიტიურად. ამოვდივართ ჭაობიდან და ისევ სულშერს ვკბინოთ? რა ტაქტიკების არცოდნას უწუნებთ ვერ გავიგე კვალიფიკაცია არ აქვს თუ გუშინ დაინიშნა მწვრთნელად? ამ კაცმა ყველას იუნაიტედის ყურების მუღამი დაგვიბრუნა და შევეშვათ ამ ნეგატივის ფრქვევას.
0
№9
ავტორი: shotkin
20 იანვარი 2019 01:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Bond07
7/7 მატჩი კარგა აქედან 6 პრემიერლიგაში თუმცა თამაშის ხარისხი არც ტოტენჰემთან და არც ბრაიტონთან არ იო კარგი იმედია გამოასწორება და დაცვაზე რაღა უნდა ვთქვა სვარკაა

ღადაობ ალბათ რა თამაშის ხარისხი არიყო კარგი ტოტენჰემთან ? მშვენივრად ითამაშეს რასუწუნებ ვერ ვხდვები
0
№10
ავტორი: Red forever
20 იანვარი 2019 07:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: ALEXFERGUSON
მოდი ვთქვათ რომ ფაქტი სახეზეა. იქ ტოტენჰემთან გაგვიმართლა,სუსტი მეტოქეები გხვდება და ა.შ აგვინდა ეს სუბიექტურობა. ეს სუსტი მეტოქეები გვხვდებოდა მოურინიოს დროსაც,მარა შედეგი იყო 0. ფეხბურთი შედგება დეტალებისგან და იქ დეჰეა რომ არ გვყოლოდა და იქ ლინდელოფს რომ არ ეთამაშა კარგად და აი პოგბას თავდაჯერებულობა რომ არა და მსგავის უშინაარსო არგუმენტები არგვინდა :) მე ვხედავ ფაქტს. 7-7 მოგება. ბურთის კონტროლი,სწრაფი პასები, საკმაოდ სწრაფად გადასვლა კონტრშეტევაზე,რკარისკენ დარტყმები. ეს გუნდი ახერხებს იმდენს,რასაც მოუმ 3 წელი ვერ მოახერხა. რა პრობლემაც გვაქვს ეს არის დაცვაში საშინელება. სასწრაფოდ მოსაყვანია მანოლასი და კულიბალი აი სასწრაფოდ. ხო ბოლოს ამ სულშერს რას ერჩით აქ რამდენიმე ადამიანი? რა არ მოგწონთ?

Gaixare zmao am xaxis mec gamkvirvebia rogor ar unda mogwondes soslkiaeri 1 tveshi meti ra unda qnas jadoqari xom araa? Visac ar moswons is jozes fania)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top