თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 15:35
ავტორი: Billy,
ნანახია: 2976,
კომენტარები: 11
შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?
ექსპერტები აფასებენ - ვინ არის ,,მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო მეკარე.
შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?
,,ოცნებათა თეატრს" არაერთი დიდებული მეკარე ახსოვს: აქ უთამაშია "მიუნხენის გმირად" წოდებულ ჰარი გრეგს, რომელმაც 1958 წლის ავიაკატასტროფის დროს თანაგუნდელების სიცოცხლე იხსნა, რამდენიმე თვეში კი შვედეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა; იუნაიტედის კარს იცავდა ალექს სტეპნი, რომელსაც მეტ ბასბიმ 1966-67 წლების ჩემპიონობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა, ხოლო შემდეგ წელს ევროპის ტრიუმფატორი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო; თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ეპოქა ,,იუნაიტედის" მდიდარ ისტორიაში ბოლო სამი ათწლეულია - სამი დიდებული მეკარით. რთულია მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა. Manchester evening news-ის საფეხბურთო მიმომხილველები - კირან კელი, ტაისონ მარშალი, შარლოტ დანკერი, დენ ო'ტული, დენიელ მერფი და ლაიემ კორლესი შეეცდებიან აირჩიონ საკუთარი რჩეული და ამ არჩევანის მიზეზები ახსნან.

კირან კელი

მახსოვს, გასულ წელს ამის შესახებ ედვინ ვან დერ სარს ვკითხე და მან თქვა, რომ დავიდ დე ხეასთვის შემდეგი ნაბიჯი მეტი ტიტულის მოგებაა. და მართლაც - ნამდვილი სირცხვილი იქნება, თუ ესპანელი მეტად ვეღარ მოიგებს პრემიერ ლიგას და ვერასდროს აწევს ჩემპიონთა ლიგის თასს ,,იუნაიტედთან'' ერთად.

ჩემთვის, რაც დე ხეას ასეთ განსაკუთრებულს ხდის, არის ის გზა, რაც მან გამოიარა 2011 წლის შეგუების პერიოდიდან მოყოლებული და მოახერხა თავი საუკეთესო მეკარედ დაემკვიდრებინა იმის მიუხედავად, თუ როგორი დაულაგებელი დაცვა დგას მის წინ.

,,იუნაიტედში'' არსებული აურზაურის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ - დე ხეამ იმუშავა მეკარეების ხუთ განსხვავებულ მწვრთნელთან ერთად - ერიკ სტილთან, კრის ვუდსთან, ფრანს ჰოუკთან, სილვინო ლოუროსთან და ემილიო ალვარესთან და ის მუდმივად ახერხებდა ყოფილიყო საკუთარი გუნდის მაშველი.

დე ხეას წინ ჯერ კიდევ ათწლეულზე მეტი აქვს, რომ იყოს მწვერვალზე, ასე რომ მე მას უპირობოდ ვხედავ იუნაიტედის ყველა დროის უდიადეს პირველ ნომრად.

ვერდიქტი: დე ხეა

შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?

ტაისონ მარშალი

ჩემთვის ეს პიტერ შმეიხელია. მან თითქოს რევოლუცია მოახდინა მეკარეობაში ინგლისში, როდესაც მოვიდა ,,იუნაიტედში'' და მისი სეივები სამუდამოდ დატოვა პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ.

ის საშიში იარაღი იყო, განსაკუთრებით სერ ალექს ფერგიუსონის ,,იუნაიტედში''. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მეტოქის თავდამსხმელები მეკარესთან ერთი ერთზე ახერხებდნენ გასვლას, ისინი იქ დანიელს ეჩეხებოდნენ, რომელიც ნამდვილი ოსტატი იყო ასეთი მდგომარეობების, თავისი უზარმაზარი კორპუსით ის უბრალოდ აშინებდა მოწინააღმდეგის შემტევებს.

მის მიერ მოპოვებული პრემიერ ლიგის ხუთი, ინგლისის თასის სამი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული, ასევე მის სასახელოდ მეტყველებენ. დე ხეას აქვს დრო, რომ მიუახლოვდეს შმეიხელს, თუმცა დანიელი ამ მომენტისათვის, ალბათ, საუკეთესო მეკარედ რჩება პრემიერ ლიგის ისტორიაში.

ვერდიქტი: შმეიხელი

შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?

შარლოტ დანკერი

სამი უმაღლესი დონის მეკარე, თუმცა მათგან ერთის ამორჩევა ძნელია, როდესაც მათ ძლიერი მხარეები სხვადასხვა ასპექტში ჰქონდათ. შმეიხელმაც და ვან დერ სარმაც მოიგეს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ამ კლუბში ყოფნის პერიოდში, რაც მათ უფრო წარმატებულს ხდის, თუმცა ნიშნავს კი ეს, რომ ისინი უკეთესები იყვნენ?

დე ხეას კარის სუფთად შენახვის მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვს, ვიდრე წინამორბედებს - 37.5%, მაშინ, როდესაც შმეიხელს 44.4%, ხოლო ვან დერ სარს 48.4% ჰქონდათ, თუმცა უდიდესი განსხვავება ის არის, რომ ორივე მათგანს წინ მსოფლიო დონის მცველები ედგნენ.

შმეიხელი ჩემთვის პირველ ადგილთან ახლოს მყოფი მეორე ადგილოსანია ამ კამათში, თუმცა დე ხეა უმაღლეს პოზიციას იკავებს თამაშების იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რაც მან ,,იუნაიტედისთვის'' გადაარჩინა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ბოლო ხუთ სეზონში მან ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მხოლოდ ერთხელ დათმო.

ვერდიქტი: დე ხეა

დენ ო'ტული

მხოლოდ უნარების გათვალისწინებით, მე დე ხეას ავირჩევდი, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ესპანელი კლუბის ყველაზე ღირებულ აქტივად მიიჩნეოდა - სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, მეტად თუ ნაკლებად, - მას უთანასწოროდ ხშირად ეძლეოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება.

სოლიდური დაცვის არსებობა მათ წინ ნიშნავდა იმას, რომ შმეიხელსა და ვან დერ სარს იშვიათად ჰქონდათ მსგავსი ფუფუნება, მაგრამ დანიელი ,,იუნაიტედის'' 90-იანების წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩებოდა, ის იყო ფიგურა, როგორებიც მეკარეები იშვიათად არიან.

ხშირად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ დე ხეას გარეშე ,,იუნაიტედის'' ბოლო 6 წელიწადი კიდევ უფრო შავ-ბნელი იქნებოდა, მაგრამ მოთამაშეები, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ფასდებიან მოგებული ტიტულებით, ასე რომ, ჩემთვის, შმეიხელი ,,იუნაიტედის'' ისტორიაში საუკეთესო მეკარეა.

ვერდიქტი: შმეიხელი

დენიელ მერფი

მიუხედავად იმისა, რომ ვან დერ სარიც და დე ხეაც დიდებული მეკარები არიან, არცერთი მათგანია ისეთი რევოლუციური, როგორიც შმეიხელი. დიდი დანიელი მოვიდა მანჩესტერში და გახდა არა მხოლოდ დარტყმების საუცხოო შემჩერებელი, არამედ მან შეცვალა გზა, რომლითაც მანამდე ,,იუნაიტედი'' და მეკარეები თამაშობდნენ.

მან ინგლისში მოიტანა თავისი მეკარეობის უნიკალური სტილი, რომელიც მან მაშინ შეისწავლა, როდესაც თამაშობდა ხელბურთს და გახდა პიონერი ე.წ. "ვარსკვლავისებური ნახტომის" (star jump) და ორმაგი სეივის. ის, აგრეთვე, იყო პირველი მეკარე, რომელიც თამაშის ბოლო წუთებზე კუთხურებზე მეტოქის საჯარიმოში ჩადიოდა და გახდა პირველი მეკარე, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში. აღარაფერს ვამბობ მის ზუსტ, გრძელ ხელით გაკეთებულ პასებზე, რომელიც ზუსტად ერგებოდა მანჩესტერის კონტრშემტევ სტილს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - მას შეეძლო ისეთი დარტყმების აღება, რომ თქვენ განცვიფრებული დარჩებოდით - როგორ მოხდა და ბურთი ბადეში არ გაეხვა. შმეიხელი პრემიერ ლიგაში პირველი მსოფლიო დონის მოთამაშე იყო.

ვერდიქტი: შმეიხელი


ლაიემ კორლესი

სამივე მათგანი გასაოცარი მეკარეა, თუმცა შმეიხელი და დე ხეა ვან დერ სარზე მაღლა დგანან.

შმეიხელი ,,იუნატედში'' კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში თამაშობდა და დაცული იყო ბევრად უკეთესი ფეხბურთელებით, ვიდრე დე ხეა ბოლო ხუთ წელიწადში, შესაბამისად ეს ფაქტი ესპანელს უფრო მეტი საქმის წინაშე აყენებს, ვიდრე დანიელს უწევდა გამკლავებოდა.

შმეიხელი ფიზიკურად უფრო ძლიერი და უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე იყო, ვიდრე ,,იუნაიტედის'' დღევანდელი პირველი ნომერი და მას ჰქონდა სასწაულებრივი მომენტები, მათ შორის რენე ვაგნერის, ივან სამორანოსა და დენის ბერკამპის წინააღმდეგ, თუმცა დე ხეას რწმენის ჩამსახველი სეივები კიდევ უფრო დიდებული რამ არის.

ჩელსის წინააღმდეგ 2012-ში, ევერტონთან 2014-ში, საუთჰემპტონთან 2015-ში, ლივერპულთან და არსენალთან 2017-ში, სევილიასთან შარშან და სპურსთან წინა კვირას, დე ხეამ იუნაიტედის ქომაგი პირდაღებული დატოვა გაოცებისგან.

ის, ალბათ, ერთადერთი მეკარეა მსოფლიოში, რომელსაც საკუთარ კარს ანდობდი შემტევთან ერთი-ერთზე სიტუაციაში. ის ეჭვგარეშეა მსოფლიოში საუკეთესო და პირადად ჩემთვის, ,,იუნაიტედშიც'' ყველა დროის საუკეთესოა.

ვერდიქტი: დე ხეა

წყარო: M.E.N.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2019 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩვენთვის ვან დერ საარი ძალიან ბევრს ნიშნავს, ასე რომ ძნელია ვინმეს შეადარო, თუმცა დევიდს შეუძლია ისევე შეაყვაროს გულშემატკივრებს თავი როგორც ეს ვანდერ საარის შემთხვევაშია, პირადად ჩემთვის ვან დერ საარს ფეხით თამაშში ვერავინ შეედრება და გამოსვლებზეც ბევრად დამაჯერებელი იყო, აქედან გამომდინარე ჯერ-ჯერობით #1 არის ვანდერა.
3
№2
ავტორი: dybbuk
20 იანვარი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ჩემი გადმოსახედიდან დეხეასნაირი მეკარე მანჩესტერს არასოდეს არ ყოლია, დავიდ ნამბა უან
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
20 იანვარი 2019 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უბრალოთ მრისხანე მანჩესტერში დეხეას არ მოუწია თამაში როცა მწვერვალებზე ადიოდა მანჩე მაშინ ვანდერსარი და შმეიხელი იცავდნენ კარებს და დეხეას ეგ ფუფუნება არ ქონია უფრო რო გვიტევდნენ მაშინ იცავდა დეხეა კარს და ამდენი მომენტები ვადერსარის და შმეიხელის კარში არ იქმნებოდა ამიტო ჩემთვის უფრო დეხეააა N1 და შემდეგ ვანდერსარი
0
№4
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2019 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla dznelia archevanis gaketeba magram magram magram ar vici:)))) dexea ❤️
0
№5
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 17:37
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დე ხეას მატჩების გადაწყვეტა შეუძლია და ამისათვის საერთოდ არ სჭირდება კარგი მცველები ))
0
№6
ავტორი: Lalana
20 იანვარი 2019 18:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
როდესაც მანჩესტერი ჩემ გულსა და გონებაში შემოვიდა მაშინ ბარტეზი იცავდა წითლების კარს,შმეიხელს არ მოვსწრებივარ,ამიტომ რთულია მასზე ვისაუბრო,მაგრამ ძალიან ბევრი ჩანაწერი მაქვს ნანახი,თუნდაც 99წლის მთელი განვლილი ჩემპიონთა ლიგის მატჩები და საკმაოდ ბევრი დამამახსოვრებელი მატჩი,მაგრამ ამაზე დაყრდნობით მაინც ვერ ჩავერთვებოდი შმეიხელის შეფასებაში.რაც შეეხება დავიდისა და ვან დერ საარს შორის რომელია საუკეთესო,მე მაინც დავიდს მივანიჭებდი უპირატესობას.ვან გაალის დროსაც და თუნდაც ახლა ისეთი მატჩები ჩაუტარებია რომ ზოგიერთ მეკარეს ხუთ თამაში ექმნება ხოლმე მაგდენი მომენტი.კარგად მახსოცს მისი გადმოსვლაც და უამრავი შეცდომებიც,მაგრამ მანჩესტერში ძალიან დაიხვეწა და უმაღლეს დონეზე ავიდა.რულია მის მინუსებზე ისაუბრო,ალბათ ერთადერთი მინუსი მისი წარუმატებელი გამოსვლებია თავისი ქვეყნის გუნდში,მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემი სუბიექტური აზრით დავიდი საუკეთესოა ამათ შორის.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეას შეუძლია კარიერის ბოლოს ორივეზე მაღლა იყოს, თუ უკვე არ არის, ინდივიდუალურად.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
21 იანვარი 2019 10:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ეს არჩევანი მაგონებს პელე მარადონა თუ მესის.იმის გათვალოსწინებით რომ როდესაც პელე მარადონა თამაშობდნენ ფიზიკური დატვირთვა პლიუს ხისტი თამაშის არ არსებობა,რაც დღეს ჭარბადაა მე მესის ვირჩევ.
იგივე პრინციპით მაშინ როცა საუცხოო დაცვა ედგა შმეიხელსა და ვანდერსაარს და დეხეას არ ღირსებია პლიუს ის წარმოუდგენელი სეივები რაც თითქმის დაუჯერებელია,მე დეხეას ვირჩევ.მაგრამ გავა წლები და მერე ეს კითხვა აღარც იქნება დეხეა უპირობოდ პირველი იქნება
0
№9
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2019 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Dato kutaisi
ეს არჩევანი მაგონებს პელე მარადონა თუ მესის.იმის გათვალოსწინებით რომ როდესაც პელე მარადონა თამაშობდნენ ფიზიკური დატვირთვა პლიუს ხისტი თამაშის არ არსებობა,რაც დღეს ჭარბადაა მე მესის ვირჩევ.
იგივე პრინციპით მაშინ როცა საუცხოო დაცვა ედგა შმეიხელსა და ვანდერსაარს და დეხეას არ ღირსებია პლიუს ის წარმოუდგენელი სეივები რაც თითქმის დაუჯერებელია,მე დეხეას ვირჩევ.მაგრამ გავა წლები და მერე ეს კითხვა აღარც იქნება დეხეა უპირობოდ პირველი იქნება

დავით, ძნელია ფეხბურთელი მაღლა დააყენო სანამ თასებს არ აწევს, დაუწერელი კანონივითაა რა. ზემოთ დაიწერა ბევრი მათ შორის დევიდს მატჩების გადარჩენა შეეძლოო, დაგვავიწყდა ვან დერსაარის აღებული პენალტები და გადარჩენილი თამაშები, დაუჯერებელი აღებული ბურთები, ეგ არის რა დრო ავიწყებს ყველას ბევრ რამეს, მეც მათ შორის. აღიარება რომ მოიპოვოს მინიმუმ პრემიერ ლიგის თასი მაინც უნდა დაიჭიროს ხელში ამ ბიჭებთან ერთად, ია ტაკ დუმაიუ ;)
0
№10
ავტორი: Phil Jones
21 იანვარი 2019 17:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე შმეიხელი გასაგებია მაგარი იყო, მაგრამ მე რომ იუნაიტედის გულშემატკივარი გახდი ის სიტიში იყო ))) ასე რო დიდი შმეიხლეის დიადი თამაშები ლაივშ არ მინახავს.
ვან დერ საარი კი ჩემთვის პირადად სტაბილურობის გარანტი იყო, ერთი ვიძაბებოდი ჯარიმების დროს, კედელს რაღაცნაირად აყენებდა და ბევრსაც უშვებდა ჯარიმიდან, მაგრამ ვან დერ საარს წინ სააასტიკი დაცვა ყავდა, დე ხეას ალბათ ევრა-ვიდიჩი-ფერდინანდი-ნევილი(რაფაელი,ოში,ბრაუნი,) რომ დაუყენო და შუაში კერიკი-სქოულზი, დარწმუნებული ვარ სეზონში 15 გოლზე მეტი არ გაუვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top