თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 19:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2274,
კომენტარები: 15
მოუ: "იუნაიტედით" მეორე ადგილზე გასვლა ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა"
მოურინიო დუმილს არღვევს და "იუნაიტედზე" საუბრობს.
მოუ:
ჟოზე მოურინიოს განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედით" "პრემიერ ლიგაში" მეორე ადგილზე გასვლა მის კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.

"იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ იდეალური სტარტი აიღო. მათ პირველი ექვსი მატჩიდან ექვსივეს მოგება შეძლეს. თუმცა მოურინიომ თავისი თავი დაიცვა:

"ხანდახან ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც ჩვენ წინაა, თუმცა არასდროს ვიცით, თუ რა ხდება სცენის მიღმა. მაგრამ მინდა, გახსოვდეთ, რომ კულისებში დატრიალებული ამბავი სცენაზე მიმდინარე მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს."

"ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. მაგალითად, თუ მე გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის, ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედით" მეორე ადგილზე გასვლა იყო, რას მიპასუხებთ?"

"თქვენ იტყვით, რომ მე შეშლილი ვარ, რომ მე 25 ტიტული მოვიგე და ახლა მეორე ადგილზე გასვლა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია."

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა არ იცის რა ხდება სცენის მიღმა. ჩვენ, სცენის უკან მდგომნი, სულ სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს."

მოურინიო ძალიან ხშირად კრიტიკის მსხვერპლი ხდებოდა მისი დაცვითი ტაქტიკის გამო.

"ძალიან მარტივია, რომ კარგად ითამაშო და ვერ მოიგო. ძალიან მარტივია შედეგების გარეშე რაღაც ტაქტიკას მიჰყვე."

"ხოლო ხალხი, რომელიც მუდმივად იგებს სულ სხვა იდეით თამაშობს. შეიძლება მოიგო, შემდეგ გააქრო ეს იდეა და ასე მუდმივად."

"თუ ისაუბრებთ გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე, დაგეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იგებენ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ახალგაზრდა ძალას, რომელიც რაიმე ფილოსოფიით იგებს და ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია," - დაასრულა მოურინიომ.

Goal.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
17 იანვარი 2019 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
თუ ისაუბრებთ გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე, დაგეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იგებენ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ახალგაზრდა ძალას, რომელიც რაიმე ფილოსოფიით იგებს და ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია," --------------------- რა იბაზრა ვერ გავიგე ოღონდ მართლა და იქნებ ამიხსნათ
1
№2
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ციტატა: makaveli
თუ ისაუბრებთ გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე, დაგეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იგებენ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ახალგაზრდა ძალას, რომელიც რაიმე ფილოსოფიით იგებს და ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია," --------------------- რა იბაზრა ვერ გავიგე ოღონდ მართლა და იქნებ ამიხსნათ

Chemi xedva maqvs fexburtze da ar vcvli sul Ro deda.... to vigeb xo vigeb vageb ar mainteresebso Ra archeuli gzidan ar gadavuxvev arasdroso...

ციტატა: ikeoni

Anu tavis xelweraze laparakobs dacvashi 11 kacit dgomaze
0
№3
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 20:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჩსმი აზრით მიანიშნა რომ სცენის მიღმა დაძაბულობა იყო და სცენაზე არ აჩვენებდნენ იმას რასაც ავალებდა.ჩელსიდან გააგდეს და მანიუდანაც,ახლა მაინც დაფიქრდეს და საკუთარი შეცდომა აღიაროს.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
17 იანვარი 2019 20:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ერთადერთი რამ რაც ამ ინტერვიუში დასაფასებელია და იმედია ამ ჩვენებას აწი არ შეცვლის ეს არის ის რომ ღიად არ ლაპარაკობს რომ გუნდში პოდლობები იყო.მიანიშნა მაგრამ არ თქვა.დანარჩენი ის იბაზრა რასაც სულ ამბობდა და აწიც იგივე სტილზე ილაპარაკებს დარწმუნებული ვარ
0
№5
ავტორი: LASHQARA
17 იანვარი 2019 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჩვენთვის შენი წასვლაა მიღწევა შე იკარუსის შოფერო wink
0
№6
ავტორი: nika_nikusha
17 იანვარი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ტიპი არის მსოფლიო დონის აფერისტი, არასდროს არ მახსოვს ამ კაცს თავისი შეცდომა ეღიარებინოს არასდროს. სევილიასთან გასვლაზე რაც ათამაშე გუნდი მარტო ეგ ასახავს შენ საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელიც როდესღაც ამართლებდა მაგრამ წავიდა შენი დრო უკვე ვეღარასდროს ვეღარაფერს მოიგებ
0
№7
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 21:45
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
სამწუხაროა რომ ამდენ გუნდში ფეხბურთელებმა უღალატეს,ის ხალხი ვისაც ეს ითხოვდა (არავის შეუძლებელს) რომ მოეყვანათ, შედეგს დადებდა,თუმცა რთული ხასიათის კაცია,ჯიუტი და ამპარტავანი,ეგ ღუპავს მარა ამ კაცის მუღამიც ეს არის მე თუ მკითხავთ :) დროული იყო მოურინიოს და იუნაიტედის დაშორება.

მოურინიო არის მაგალითი იმისა რომ მწვრთნელი თავის ფილოსოფიას არასდროს გადაუხვევს,რა გუნდშიც არ უნდა მივიდეს.

და ჟოზე რომ არა და მაგალითად ვან გაალის შემდეგ რომ მოსულიყო სულშერი ვერაფერს ვერ იზავდა,ამ კაცმა გუნდი რაღაცას დაამსგავსა,მოიყვანა ტოპ დონის ფეხბურთელები და ამისთვის ნამდვილად გვეთქმის მადლობა.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მკიდია უკვე რას და როგორ ხედავ ძმიიიი love
0
№9
ავტორი: Svanchester
17 იანვარი 2019 23:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სამწუხაროდ კომპიუტერი ვერ გავაკეთე. სიახლეებს მობილურით დავდებ ხოლმე როცა შევძლებ.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2019 00:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ერთადერთი რამ რაც ამ ინტერვიუში დასაფასებელია და იმედია ამ ჩვენებას აწი არ შეცვლის ეს არის ის რომ ღიად არ ლაპარაკობს რომ გუნდში პოდლობები იყო.მიანიშნა მაგრამ არ თქვა.დანარჩენი ის იბაზრა რასაც სულ ამბობდა და აწიც იგივე სტილზე ილაპარაკებს დარწმუნებული ვარ

მეც ეგ დავინახე, მიანიშნა ბევრ პრობლემაზე და ფეხბურთელების დონეზე, თუნდაც ინტერში იმ ტრებლის დროს, რეალში და ჩელსიში საწყის ეტაპზე ამაზე ძლიერი შემადგენლობა ყავდა, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და ამ რესურსითო და პლუს უამრავი კონფლიქტით მეორე ადგილი მიღწევააო ამას ამბობს ირიბად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top