თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 19:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 15
მოუ: "იუნაიტედით" მეორე ადგილზე გასვლა ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა"
მოურინიო დუმილს არღვევს და "იუნაიტედზე" საუბრობს.
მოუ:
ჟოზე მოურინიოს განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედით" "პრემიერ ლიგაში" მეორე ადგილზე გასვლა მის კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.

"იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ იდეალური სტარტი აიღო. მათ პირველი ექვსი მატჩიდან ექვსივეს მოგება შეძლეს. თუმცა მოურინიომ თავისი თავი დაიცვა:

"ხანდახან ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც ჩვენ წინაა, თუმცა არასდროს ვიცით, თუ რა ხდება სცენის მიღმა. მაგრამ მინდა, გახსოვდეთ, რომ კულისებში დატრიალებული ამბავი სცენაზე მიმდინარე მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს."

"ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. მაგალითად, თუ მე გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის, ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედით" მეორე ადგილზე გასვლა იყო, რას მიპასუხებთ?"

"თქვენ იტყვით, რომ მე შეშლილი ვარ, რომ მე 25 ტიტული მოვიგე და ახლა მეორე ადგილზე გასვლა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია."

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა არ იცის რა ხდება სცენის მიღმა. ჩვენ, სცენის უკან მდგომნი, სულ სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს."

მოურინიო ძალიან ხშირად კრიტიკის მსხვერპლი ხდებოდა მისი დაცვითი ტაქტიკის გამო.

"ძალიან მარტივია, რომ კარგად ითამაშო და ვერ მოიგო. ძალიან მარტივია შედეგების გარეშე რაღაც ტაქტიკას მიჰყვე."

"ხოლო ხალხი, რომელიც მუდმივად იგებს სულ სხვა იდეით თამაშობს. შეიძლება მოიგო, შემდეგ გააქრო ეს იდეა და ასე მუდმივად."

"თუ ისაუბრებთ გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე, დაგეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იგებენ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ახალგაზრდა ძალას, რომელიც რაიმე ფილოსოფიით იგებს და ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია," - დაასრულა მოურინიომ.



Goal.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
18 იანვარი 2019 07:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
რაღაც ჟრუანტელმა დამიარა ტანში, შემეცოდასავით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№12
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2019 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
#ლეა და მეტი არაფერი
ჩელსიდან გაგდებულს რომ მოიყვან მეტს არც უნდა ელოდე.
რეალში ზე შემადგენლობა ყავდა და გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაზე და მეორე ნომრად ათამაშებდა და ეს მანჩესტერით შეუტევდა?
0
№13
ავტორი: trusard
18 იანვარი 2019 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
ეს ჩემისა მეორე სააკაშვილია. რას ეკითხებიან და რას პასუხობს :D :D
0
№14
ავტორი: Manstark_United
18 იანვარი 2019 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
იმ სეზონში მე-2 ადგილზე გასვლა მართლაც კარგი შედეგი იყო.უბრალოდ ჟოზეს ტაქტიკა მუშაობს თასების ფორმატის ტურნირზე.როცა გადიხარ მე-2 ადგილზე და ხარ მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი, მინიმუმ რომელიმე შიდა თასი უნდა გქონდეს მოგებული.უტიტულოდ დაასრულა ის სეზონი და ეგ ტეხავდა. +სევილიასთან რაც მოხდა დღემდე ვერ ვინელებ angry
0
№15
ავტორი: dzia_David
18 იანვარი 2019 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კულისებში პრობლემებზე რომ მიანიშნებს, ფეხბურთელებთან თუ ვერ ახერხებს ურთიერთობების დალაგებას და გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნას სხვა არავის ბრალია არაა... თან პირველი შემთხვევა ხო არ იყო თორე მივაწერდი კიდე ფეხბურთლების ხუშტურებს. ასე რომ კარგი ატმოსფერო თუ არ ქონდა გასახდელში და პრობლემების ფონზე თუ უწევდა შედეგების დადებაც ეგეც თავის თავს დააბრალოს. თავი რომ არ გაიპრაოს ამან ნებისმიერ სიტუაციაში ისე ხო არ შეიძლება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top