თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 23:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2810,
კომენტარები: 11
"ვინ არის ეს ბიჭი?"
სერ ალექს ფერგიუსონი როსით აღფრთოვანდა, "იუნაიტედი" კი მის გაშვებას გეგმავს.
ოთხშაბათს დილას "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ბრაიტონთან" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები ჩაატარეს.

სავარჯიშო სესიებს დაესწრო ყოფილი "იუნაიტედის" ფორვარდი, გიუსეფ როსიც. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი ამჟამად კლუბის გარეშეა. ოლემ ფეხბურთელის შესახებ "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა:

"სავარაუდოდ, გიუსეფთან ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებთ, მაგრამ ის ჩვენთან კარგად ვარჯიშობს. ის სწრაფი და მოხერხებულია. ალბათ, ის ჩვენთან კიდევ ერთი კვირა დარჩება, მანამ სანამ სხვა კლუბი არ წაიყვანს."

"გუშინ ვარჯიშებზე ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სერ ალექსი მობრუნდა და იკითხა: "რას იტყვით ამ ბიჭზე?"

"ჩვენ მას ვეხმარებით, რათა ფორმაში დარჩეს სანამ შემდეგ ეტაპზე გადავა. თუ ვინმეს სურს მისი შეძენა უნდა იჩქაროს, ის ძალიან კარგი ბიჭია!"


შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობის ქვეშ ითამაშა. თუმცა მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა "წითლების" მაისურით. ამჟამად როსით "სტოკ სიტი" ინტერესდება, თუმცა ჯონათან ვოლტერის განცხადებით, ისინი იანვრის ფანჯარაზე ტრანსფერების გაკეთებას მაინც ერიდებიან.

როსი "იუნაიტედში" ახალი მსურველის გამოჩენამდე დარჩება.


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
17 იანვარი 2019 00:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფერგი რომ იყოს კონტრაქტს გაუფორმებდა და სეზონის ბოლომდე 10 გოლს გაატანინებდა ))) თან გადამწყვეტ თამაშზე სადმე.
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
17 იანვარი 2019 00:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მარტო ამ ფაქტიდანაც ჩანს ფერგი რაოდენ დიდი დოზითაა ჩართული უკვე კლუბის ცხოვრებაში.
თუ გახსოვთ ოლე რო დაინიშნა მაშინ დავწერე ეჭვი მაქვს ოლეზე დიდწილად აქცენტი იმიტომ გააკეთეს რომ მას არ ექნებოდა კომპლექსი და არ გაუტყდებოდა ფერგის დიდი დოზით ჩარევათქო და მემგონი ასეა.
კარგია რო ფერგი პროცესებში მონაწილეობას იღებს მაგრამ არ მინდა ოლე მარიონეტივით გამოვიდეს და წლის ბოლოს კაი ბიჭი ხარ და წადი უთხრან.
ნებისმიერი სხვა მწვრთნელის მოსვლას მე მირჩევნია ოლე დარჩეს მინიმუმ კიდევ 1 წელი რომ მიეცეს შანსი ისევე როგორ მიეცა ფერგის თავის დროზე,თან ახალგაზრდა ტრენერი გვჭირდება ჩვენ ძველი და ძველი შეხედულებებით არა.
0
№3
ავტორი: makaveli
17 იანვარი 2019 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Phil Jones
ფერგი რომ იყოს კონტრაქტს გაუფორმებდა და სეზონის ბოლომდე 10 გოლს გაატანინებდა ))) თან გადამწყვეტ თამაშზე სადმე.

უეჭველი ძმაო ))) როგორც ლარსონიბდაიმატა ადრე ან ოუენი )) ისე ტრავმებმა დატანჯეს ეს თორე უნიჭიერესი იყო პროსტა ყოველდღე ახალ ტრავმას იღებდა
1
№4
ავტორი: Old Red Devil
17 იანვარი 2019 06:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ოხ ჯუზეპე ჯუზეპეე. რა იმედი მქონდა ამ ფეხბურთელის. წლების წინ სულ ბავშვი იყო ეხლა კი 30 არის გადაცილებული. ფერგის მისთვის რომ მიეცა შანსი და არა ველბეკისნაირი ჩლუნგებისათვის ვინ იცის მეორე რუნივით იქნებოდა. მახსოვს ვილიარეალში ამის თამაშები. ცუდად წავიდა ამის კარიერა. ტრამვები იოპტტ
0
№5
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ro ara tramvebi gacilebit did fexburts itamashebda
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2019 10:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა ძაან ნიჭიერი იყო და ცუდია რო ასე განვითარდა მისი კარიერია
0
№7
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გაოფორმონ კონტრაქტი 1 წლით და იქნებ რაქნას ამ ბიჭმაა :))
0
№8
ავტორი: JuanMata
17 იანვარი 2019 15:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სეზონის ბოლომდე მაინც დატოვონ, ლუკაკუ ამის კლასთან ახლოსაც ვერ მივა, თან ასეთი გამოცდილი და ამ ტიპის ფორვარდის ყოლა გუნდში რეშფორდს და მარსიალსაც წაადგება. როგორც ლარსონი დაიმატა ფერგიმ თავის დროზე.

ციტატა: RedGirl

პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრა, რომ ამდენ სტატიას წერ და მუდმივად გვთავაზობ კლუბის სიახლეებს.
ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, გიუზეფის მაგივრად ჯუზეპე დაწერე ხოლმე. wink
0
№9
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 15:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: JuanMata
სეზონის ბოლომდე მაინც დატოვონ, ლუკაკუ ამის კლასთან ახლოსაც ვერ მივა, თან ასეთი გამოცდილი და ამ ტიპის ფორვარდის ყოლა გუნდში რეშფორდს და მარსიალსაც წაადგება. როგორც ლარსონი დაიმატა ფერგიმ თავის დროზე.

ციტატა: RedGirl

პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრა, რომ ამდენ სტატიას წერ და მუდმივად გვთავაზობ კლუბის სიახლეებს.
ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, გიუზეფის მაგივრად ჯუზეპე დაწერე ხოლმე. wink

ალბათ თავად არ უნდა თორე ფინანსურად იუნაიტედისთვისაც მომგებიანია უბრალოდ რომ კონტრალტო გაუგორმონ და ზაფხულში გაყიდონ.ფერგი რო კაცს შეაქებს ის 5 მილიონზე ნაკელბად ხო არ გაიყიდება?!
0
№10
ავტორი: sandroo
17 იანვარი 2019 18:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ვინარი ჯუზეპე როსი პირველად გავიგე, ან იუნაიტედში საიდან მმოხვდა am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top