თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 23:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 11
"ვინ არის ეს ბიჭი?"
სერ ალექს ფერგიუსონი როსით აღფრთოვანდა, "იუნაიტედი" კი მის გაშვებას გეგმავს.
ოთხშაბათს დილას "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ბრაიტონთან" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები ჩაატარეს.

სავარჯიშო სესიებს დაესწრო ყოფილი "იუნაიტედის" ფორვარდი, გიუსეფ როსიც. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი ამჟამად კლუბის გარეშეა. ოლემ ფეხბურთელის შესახებ "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა:

"სავარაუდოდ, გიუსეფთან ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებთ, მაგრამ ის ჩვენთან კარგად ვარჯიშობს. ის სწრაფი და მოხერხებულია. ალბათ, ის ჩვენთან კიდევ ერთი კვირა დარჩება, მანამ სანამ სხვა კლუბი არ წაიყვანს."

"გუშინ ვარჯიშებზე ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სერ ალექსი მობრუნდა და იკითხა: "რას იტყვით ამ ბიჭზე?"

"ჩვენ მას ვეხმარებით, რათა ფორმაში დარჩეს სანამ შემდეგ ეტაპზე გადავა. თუ ვინმეს სურს მისი შეძენა უნდა იჩქაროს, ის ძალიან კარგი ბიჭია!"


შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობის ქვეშ ითამაშა. თუმცა მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა "წითლების" მაისურით. ამჟამად როსით "სტოკ სიტი" ინტერესდება, თუმცა ჯონათან ვოლტერის განცხადებით, ისინი იანვრის ფანჯარაზე ტრანსფერების გაკეთებას მაინც ერიდებიან.

როსი "იუნაიტედში" ახალი მსურველის გამოჩენამდე დარჩება.


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
18 იანვარი 2019 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ვინარის და საერთიდ რას წარმოადგენს არც მე ვიცი, მაგრამ ფერგი რო იტყვის ნიჭიერიაო იქ მართლა სანახავია ეს ბიჭი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top