თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2019, 15:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 17
"ამ დღეს მხოლოდ დღევანდელი გამარჯვება დამავიწყებინებს"
პოლ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემის" ვიზიტს იხსენებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" 3-0 ანგარიშით დამარცხდა. ეს თამაში კვლავ პოგბას გონებაში ტრიალებს და ფრანგს მეტ მოტივაციას აძლევს "უემბლიზე" სტუმრობის წინ. მისი აზრით, ამ საშინელი მოგონების გონებიდან ამოშლა მხოლოდ "უემბლის" სტადიონზე ჩატარებულკარგ მატჩს შეუძლია.

თვის საუკეთესო ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია, თუმცა მცირედი ტრავმის გამო მას "რედინგთან" ჩატარებული მატჩის გამოტოვება მოუწია. აღნიშნული ტრავმის გამო ფრანგი დუბაიში დაგვიანებით ჩაფრინდა. თუმცა ახლა სავსებით მზად არის და მოუთმენლად ელის მატჩს.

"მახსოვს პირველი მატჩი მათთან. საკუთარ სტადიონზე 3-0 წავაგეთ. ეს ყველაფერი ისევ ჩემს გონებაში ტრიალებს. არ მინდა რომ იგივე ოდესმე კიდევ განმეორდეს."

"ეს ტოტენჰემია და მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. შესაბამისად, ლიგაში ოთხეულშიც იკავებენ ადგილს. აქედან გამომდინარე, გულშემტკივარს საოცარი სანახაობა ელის წინ. სანახაობრივად ლამაზი, მაგრამ ჩვენთვის რთული მატჩი იქნება. ორივე კლუბს ქულები სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ვნახოთ რა როგორ მოხდება."

პოგბას განცხადებით, "წითლებს" ჯერ კიდევ შეუძლიათ ოთხეულისთვის ბრძოლა:

"ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ კარგია, რომ ხალხმა ჩვენი წარუმატებლობა ცოტათი დაივიწყა. ჩვენ უბრალოდ ჩვენს გზას მივყვებით, ვცდილობთ, უმაღლეს დონეზე შევასრულოთ ჩვენი საქმე და რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ესაა და ეს."



წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
13 იანვარი 2019 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
უნდა მოვიგოთ უეჭველი და 4ეულის შანსები გაიზრდება ამ მოგებით am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2019 15:47
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დღეს პოგბაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. თუ კარგ ხასიათზე და კარგი ფორმით გამოვიდა მოედანზე გაიტანს კიდევაც.
0
№3
ავტორი: LASHQARA
13 იანვარი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მიდი მერე და მოედანზე გაიხსენე 3-0 რო წააგე საკუთარ კედლებში, პოლ შენი დუბლი მოიგებს თამაშს love am
0
№4
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2019 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Midi pol mtavari figura xar moedanze da Es yvela tamashi unda daamtkico❤️
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
13 იანვარი 2019 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
და აუღელვებლად მოვიგებთ 4-1

ლაღი შემტევი და ოლეს მუხტი ეს სამი რამ საჩიროა წლევანდელ სეზონში
0
№6
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
აბა ვნახოთ დუბაიში რა გააკეთეს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: GGMU69
13 იანვარი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
დღეს ქათმებს მოჩინჩლავს პოგბა!
0
№8
13 იანვარი 2019 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს.

აღსანიშნავია, რომ Sky Sports-ის წარმომადგენელს მანჩესტერულ კლუბში აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ საუთგეიტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯერჯერობით ფეხბურთის ასოციაციას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" არავინ დაკავშირებია. ჟოზე მოურინიოს შემცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სულშერია და კლუბს სეზონის დასრულებამდე საუთგეიტთან მოლაპარეკებისთვის დიდი დრო რჩება.
0
№9
ავტორი: Malboro463
13 იანვარი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რა თამაშს ვერ უნდა ვუყურო ვმუშაობ 9 ზე @
0
№10
13 იანვარი 2019 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ციტატა: Malboro463
რა თამაშს ვერ უნდა ვუყურო ვმუშაობ 9 ზე @

ცუდია ძმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top