თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 23:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2284,
კომენტარები: 17
"მსურს, გულშემატკივარს საოცარი სანახაობა მოვუწყოთ"
ჯესი ლინგარდი თავისი ფორმით კმაყოფილია.
ჯესი ლინგარდმა იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" კარგი შედეგის ჩვენების ვალდებულებასთან ერთად კარგი შოუს დადგმის ვალდებულებაც აქვს.

"წითლები", რომლებიც "პრემიერ ლიგის" შემდეგი ტურისთვის თბილ ამინდებში ემზადებოდნენ, კვირას "პრემიერ ლიგის" მესამე ადგილოსნების წინააღმდეგ "უემბლის" სტადიონზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ. ეს "იუნაიტედისთვის" ნამდვილი გამოცდა იქნება. თუმცა ხუთი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გუნდი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩს საკმაოდ თავდაჯერებული ხვდება.

"ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ბოლო თამაშებიდან და დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს თავს ბოლომდე ვენდობით,"- განაცხადა ლინგარდმა.

"იქ ჩვენ გამარჯვების განზრახვით მივდივართ. აუცილებლად გვჭირდება სამი ქულა. ახლა ძალიან კარგი სტარტი გვაქვს აღებული და ყველაფერს ვიზამთ, რათა "ტოტენჰემთან" ეს სტარტი შევინარჩუნოთ."

ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჯესი კარგ სანახაობას ელოდება:

"ძალიან ამაღელვებელი მატჩი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რათა გულშემატკივარმა ამ მატჩისგან მაქსიმალურის სიამოვნება მიიღოს. ძალიან მინდა, მატჩი იმდენად ამაღელვებელი იყოს, რომ ხალხმა ადგილზე გაჩერება ვერ შეძლოს."

"ტოტენჰემთან" გამართული მატჩები ყოველთვის ამაღელვებელია და კარგი სანახაობითაც გამოირჩევა. იმედია, იგივე მოხდება ხვალაც."

ლინგარდი პერსონალურადაც ძალიან კარგ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი ასისტია. თავად ლინგარდიც თავისი ფორმით კმაყოფილია.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობ გოლები, ასისტები, მატჩების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ყველა ფორვარდი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენ ჩვენს საქმეს ბრწყინვალედ ვასრულებთ. ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება სეზონის ბოლომდეც,"-დაასრულა ლინგარდმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
12 იანვარი 2019 23:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
1:2 ან 2:3 მგონია ეს თამაში.

აუციოებლად მოსაგებია თან არც ისე მაგარ ფორმაშია ტოტენჰემი როგორც გონიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2019 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მევასება ჯესი მაგრად, მაგარი ქარიზმატული ფეხბურთელია, უხდება გუნდს, მოედანზე თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში lol love am
0
№3
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ჯესიიი <3 კარგი ბიჭიხარ უბრალოდ ცოტა მოუმატე, ისე ჯობდა ალექსა ყოფილიყო მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: bziki
13 იანვარი 2019 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სანჩესი ტეხავს რო არაა,ლუკაკუ-მარსიალი ვინც გინდა იყოს ეხლა დიდი აზრი არაა დაჟე ლუკაკუ უბურთოდ უკეთესია,ნაღდათ ვერ ვხვდები ვის დააყენებს,ლუკაკუ როგორ ფორმაშია? ოლე როგორ აღიქვავს მაგ სტილის ფორვარდს
ჯესი-რეში ულაპარაკოდ ძირითადია ამ ეტაპზე
სანჩესი-რეში-ლინგარდი მინდოდა მაგრად,იმოძრავებდნენ გაუთავებლად areyoukiddingme
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლინგარდი პრესინგზე კარგია ხოლმე და ისედაც ბევრს მოძრაობს, ამიტო ტოტენჰემთან დიდი როლი ექნება
0
№6
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2019 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი ჯესი ხვალ უნდა მივიგოთ რაა❤️
0
№7
ავტორი: dato321dato
13 იანვარი 2019 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Didi araferia mara sachiroa sovrceebs kargad uxsnis shetevis dros fexburtelebs da sul darbis
0
№8
ავტორი: mishiko1
13 იანვარი 2019 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ამ ეტაპისთვის არაუშავს თორემ ისე დიდი ვერეფერია თუ არ მოუმატა საგრძნობლად მანჩესტერის დონეს ვერ მიაღწევს და მუდამ პერქსპერტიულ მოთამაშედ დარჩება, მონდომება სხვაა და კლასი სულ სხვაა, ბევრი მოთამაშე გვყავს შესაცვლელი გუნდს ფული ააქვს და ვალდებულია დახარჯოს გუნდის განვითარებისთვის და გასაძლიერებლად ბევრად ძლიერი შემადგენლობა გვჭირდება ვიდრე გვყავს. იმედია მოვიგებთ და ამით ოთხეულისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ, ეეჰ სირცხვილია ოთხეული ასე სანატრელი რომ არის, იმედია ზაფხულში დახარჯავენ ფულს ტრანსფერებში და ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის ვიქნებით ლიგის ფავორიტები მანიუ ყველა ტურნირზე ფავორიტი უნდა იყოს.
1
№9
ავტორი: nika_nikusha
13 იანვარი 2019 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ძაან მაგარი თამაში გამოვა ჩემი აზრით, მოგება უკვე სერიოზილი განაცხასი იქნება ამ სეზონში , მაგრამ არ დაგვავიწყდეს ტოტეც კაი ფორმაშია ამიტომ ნიჩია მგონია მაინც
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
13 იანვარი 2019 10:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ერთადერთი გამოყენება ამის არის პრესინგზე.სულ დარბის გეგონება არ იღლებაო.გაუვარდება ხოლმე აი მაგალითად ის 4 ბურთი,მაგრამ არაა ეს ამ გუნდის დონე თან ძაან არაა.უბრალოდ მეტი ახკა არ გვყავს თორე მარჯვენა ფლანგელია ახლა ეს?ძაან მაინტერესებს რა სასტავს დააყენებს და მერე როგორი ტაქტკკით ვითამაშებთ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top