თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 23:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 17
"მსურს, გულშემატკივარს საოცარი სანახაობა მოვუწყოთ"
ჯესი ლინგარდი თავისი ფორმით კმაყოფილია.
ჯესი ლინგარდმა იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" კარგი შედეგის ჩვენების ვალდებულებასთან ერთად კარგი შოუს დადგმის ვალდებულებაც აქვს.

"წითლები", რომლებიც "პრემიერ ლიგის" შემდეგი ტურისთვის თბილ ამინდებში ემზადებოდნენ, კვირას "პრემიერ ლიგის" მესამე ადგილოსნების წინააღმდეგ "უემბლის" სტადიონზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ. ეს "იუნაიტედისთვის" ნამდვილი გამოცდა იქნება. თუმცა ხუთი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გუნდი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩს საკმაოდ თავდაჯერებული ხვდება.

"ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ბოლო თამაშებიდან და დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს თავს ბოლომდე ვენდობით,"- განაცხადა ლინგარდმა.

"იქ ჩვენ გამარჯვების განზრახვით მივდივართ. აუცილებლად გვჭირდება სამი ქულა. ახლა ძალიან კარგი სტარტი გვაქვს აღებული და ყველაფერს ვიზამთ, რათა "ტოტენჰემთან" ეს სტარტი შევინარჩუნოთ."

ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჯესი კარგ სანახაობას ელოდება:

"ძალიან ამაღელვებელი მატჩი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რათა გულშემატკივარმა ამ მატჩისგან მაქსიმალურის სიამოვნება მიიღოს. ძალიან მინდა, მატჩი იმდენად ამაღელვებელი იყოს, რომ ხალხმა ადგილზე გაჩერება ვერ შეძლოს."

"ტოტენჰემთან" გამართული მატჩები ყოველთვის ამაღელვებელია და კარგი სანახაობითაც გამოირჩევა. იმედია, იგივე მოხდება ხვალაც."

ლინგარდი პერსონალურადაც ძალიან კარგ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი ასისტია. თავად ლინგარდიც თავისი ფორმით კმაყოფილია.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობ გოლები, ასისტები, მატჩების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ყველა ფორვარდი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენ ჩვენს საქმეს ბრწყინვალედ ვასრულებთ. ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება სეზონის ბოლომდეც,"-დაასრულა ლინგარდმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
დილამშვიდობისა! დღეს ტოტენჰემი უნდა გავხიოთ manunited მატა მინდა ძირითადში! წინ მარსიალი,რეში, და ლინგარდი და მერე შემოვა რომელუ. კარგი მატჩი გველის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№12
ავტორი: devidi
13 იანვარი 2019 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
წესით უნდა მოუგონ მწვრთნელიც ისეთია კარგ სტილს ათამაშებს ფეხბურთელებიც არა ნაკლები დონის და კლასის არიან თუ უკეთესები არა განწყობაც კარგი აქვთ. თან აუცილებლათ მოსაგები თამაშია თუ ოთხეულში მოხვედრა უნდათ.
ასე რომ კარგი თამაში უნდა გამოვიდეს მთავარია მოიგონ და მერე იოლი თამაშებია შედარებით.
წარმატებები ბიჯებს და ოლეს bully
0
№13
13 იანვარი 2019 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
დღეს პეტუხებისგან ტაბაკები უნდა მოვამზადოთ.

მოგესალმებით პატივცემულო გულშემატკივრებო, ადრე კახეთით გახლდით დარეგისტრირებული და ეს თ ე ს ლ ი ჩმოურინიო რომ დანიშნეს, კომენტარები აღარ გამომიქვეყნებია, ახლა კი ესევ შემოგიერთდით, რაც ულე გუნარი დაინიშნა მწვრთნელად, მიუხედავად იმისა, რომ მან თბილისში ორი გოლით დაგვასაჩუქრა. გლორი გლორი ულე გუნარ!!!!
0
№14
ავტორი: red alex
13 იანვარი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გულშემატკივარსაც ძალიან სურს ეგ :)
0
№15
ავტორი: Red forever
13 იანვარი 2019 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
De gea,baili,lindelofi,daloti,shaw,matici,herera,mata,pogba,rashford,martial- es sastavi da mogebulia)) ogond es jesika ar atamashon tips imenna sirbilis meti araferi fantazia ar aqvs ai amis mets vegar miagwevs ubralod meti nichi ar aqvs
0
№16
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მოაყარეთ რა სტატიები, გაიყინა საიტი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№17
ავტორი: Shota Blues
18 იანვარი 2019 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: SANDROGRIGA
ლინგარდი პრესინგზე კარგია ხოლმე და ისედაც ბევრს მოძრაობს, ამიტო ტოტენჰემთან დიდი როლი ექნება

კი ძალლიან კარგი თვისებაა მე მომწონს ლინგარდი კარგი მუშა ფეხბურთელია ხშირად შედეგიანია მისი მონაწილეობა მაინცდამაინც გოლს არ ვგულისხმობ ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top